პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე წლებია, აღარ ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე" - ცოტნე გამსახურდიას ცხოვრების რეცეპტი
"უკვე წლებია, აღარ ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე" - ცოტნე გამსახურდიას ცხოვრების რეცეპტი

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბედ­ნი­ე­რი "ცხოვ­რე­ბის სა­კუ­თარ რე­ცეპტს" ამ­ხელს.

"რაც უფრო ადრე მიხ­ვდე­ბი, რომ აზ­რე­ბი, ემო­ცი­ე­ბი. გან­წყო­ბე­ბი (სა­ერ­თოდ - ფსიქ. ფაქ­ტე­ბი) შენ არ გე­კუთ­ვნის, რომ ისი­ნი არ არი­ან "შენ", მით მალე დამ­თავ­რდე­ბა დეპ­რე­სია და პე­სი­მიზ­მი. უყუ­რე მათ, რო­გორც სატ­რან­ზი­ტო მა­ტა­რე­ბელს: ჩა­მოდ­გა ბა­ქან­ზე ცოტა ხნით და წა­ვი­და. ჩვე­ნი გო­ნე­ბის არსი არის სუფ­თა, წმინ­და, ცა­რი­ე­ლი, ხოლო ნე­ბის­მი­ე­რი აზრი და "ფაქ­ტი" არის ძა­ლის­ხმე­ვა და არა - ბუ­ნებ­რი­ვი, თან­და­ყო­ლი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს კი­დევ ის, რომ არ არ­სე­ბობს რა­ი­მე აზრი (და ა.შ.), რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც ჩვენ არ შეგ­ვეძ­ლოს.

ესაა ცხოვ­რე­ბის ჩე­მე­უ­ლი რე­ცეპ­ტი იმე­დია, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ მკი­თხველ­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე მეტი ნე­გა­ტი­ვი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, თუმ­ცა უკვე წლე­ბია, აღარ ვყო­ფილ­ვარ "ცუდ ხა­სი­ათ­ზე". ჯო­ჯო­ხეთ­შიც კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი გო­ნე­ბის სი­ცხა­დეს. იცხოვ­რე ფხიზ­ლად და ხა­ლი­სი­ა­ნად.

ერთი პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო კი­დევ არ არ­სე­ბობს: ძლი­ე­რი სული, სევ­და, კა­ე­შა­ნი, ჯო­ჯო­ხე­თი და ა. შ. ეს უბ­რა­ლოდ ენის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის "თან­მდე­ვი პრო­დუქ­ტე­ბია". ეს ყვე­ლა­ფე­რი "შენს" გო­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს მხო­ლოდ.

"მე", "ჩემი", არის აქ ყო­ველ­გვა­რი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე. არის გრძნო­ბა, ემო­ცია, აზრი, მაგ­რამ არ არის "შენი". არის "ხედ­ვა", მაგ­რამ არის "ვხე­დავ" . ეს უბ­რა­ლოდ გო­ნე­ბის ფე­ნო­მე­ნე­ბია. ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლი და ეფე­მე­რუ­ლია, თუ­გინდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით და მათ­ზე ჩა­ბღა­უ­ჭე­ბა ნიშ­ნავს ეცა­დო მკვდრის გა­ცო­ცხლე­ბას. იყო და გა­ი­ა­რა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის... ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში კი არ არ­სე­ბობს "მე". ეს ეგოს შე­კო­წი­წე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­აა, სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად. თუ გა­მოც­დით ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, ძა­ლი­ან მალე თა­ვად იგ­რძნობთ...

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხი აგო მას­ზედ, რაც შენი არაა? არა­ვინ არა­ფერს აგ­ზავ­ნის, არ არ­სე­ბობს არ­სე­ბა სა­ხე­ლად "ღმერ­თი". არის ერ­თი­ა­ნო­ბა, რომ­ლის ნა­წი­ლიც შენ­ცა ხარ, და ის აზ­რე­ბიც, ოღონდ არ არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი "შენ" და ის "აზ­რე­ბიც" ეფე­მე­რუ­ლია. სწო­რედ ეს ერ­თი­ა­ნი რე­ა­ლო­ბა არის ღმერ­თი, აბ­სო­ლუ­ტი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი არ­სე­ბობს და სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა და მდი­ნა­რებს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ უც­ვლე­ლია. რო­გორც ზღვა და ტალ­ღე­ბი, ენერ­გი­ის მუდ­მი­ვო­ბის კა­ნო­ნი. ღმერ­თის ეს შე­ზღუ­დუ­ლი გა­გე­ბა არის ყო­ველ­გვა­რი ბო­რო­ტე­ბის სა­თა­ვე.

არა­ვინ არ გა­ნის­ჯე­ბა და ის­ჯე­ბა, არ მჯე­რა ამ ტე­რო­რიზ­მის. უბ­რა­ლოდ იღებ შენი გო­ნე­ბის შე­სა­ბა­მის რე­ა­ლო­ბას სხვა პლას­ტში გა­დას­ვლი­სას.

ჩვენ ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებთ, რა რის მომ­ტა­ნია. არ ყო­ფი­ლა, რომ კე­თილ გან­ზრახ­ვას ბო­რო­ტი მო­უ­ტა­ნია ან პი­რი­ქით? მე ვარ ნა­წი­ლი იმ ძა­ლი­სა, რო­მე­ლიც ბო­როტს ეს­წრაფ­ვის მუ­დამ და სი­კე­თეს კი იქმს ყო­ველ­თვის, გახ­სოვს "ფა­უს­ტი"? შე­დე­გი ჩვე­ნი არაა, იყა­ვი აქ და ახლა.

მე ეს პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მოვ­ცა­დე ძა­ლი­ან ბევ­რჯერ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს უცხოა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის. თუმ­ცა, ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბა­ში ბევ­რი დას­ტუ­რი მო­ი­პო­ვე­ბა ამ კონ­ცეფ­ცი­ის. სწო­რედ ის, რომ არ არ­სე­ბობს მე, ნიშ­ნავს რომ არ­სე­ბოს აბ­სო­ლუ­ტი, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ა­ნია. ათი მცნე­ბა რა შუ­ა­შია აქ? თუ გინ­და, რომ არ და­ა­შა­ვო, აკ­რძალ­ვის ში­შით კი არა, სა­ერ­თოდ უნდა შე­გეძ­ლოს ამ ეგო­ის­ტურ გო­ნე­ბა­ზე ამაღ­ლე­ბა და სწო­რედ ამა­ზეა აქ სა­უ­ბა­რი. თქვენ ემ­ხრო­ბით ე.წ. ცოდ­ვის ავ­ტო­რი­ტა­რულ კონ­ცეფ­ცი­ას, რაც სრუ­ლი­ად ავად­მყო­ფუ­რი თე­ო­რი­აა ჩემი აზ­რით. რა შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­როს ამ კონ­ცეფ­ცი­ამ, დღეს კარ­გად ჩანს. და ბევ­რმა იმ სი­სუ­ლე­ლემ, რა­საც ჩვენ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვი­ღებთ.

სხვა­თა შო­რის, "თო­მას სა­ხა­რე­ბა­ში", რო­მე­ლიც არ მოხ­ვდა კა­ნო­ნი­კურ სა­ხა­რე­ბა­თა რი­ცხვში ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბი­თა და ი ტერპრე­ტა­ტო­რე­ბის უმეც­რე­ბით, არის ასე­თი ფრა­ზა: "იყავ გამ­ვლე­ლი". Будьте прохожими...

ყვე­ლა რე­ლი­გი­ას აქვს ეს ორი მხა­რე. ჩემ­თვის, ეს თო­მას სა­ხა­რე­ბა, ჩე­მის აზ­რით გა­ცი­ლე­ბით ქრის­ტი­ა­ნუ­ლია, ვიდ­რე არა­ერ­თი კა­ნო­ნი­კურ-დოგ­მა­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უკვე წლებია, აღარ ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე" - ცოტნე გამსახურდიას ცხოვრების რეცეპტი

"უკვე წლებია, აღარ ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე" - ცოტნე გამსახურდიას ცხოვრების რეცეპტი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბედნიერი "ცხოვრების საკუთარ რეცეპტს" ამხელს.

"რაც უფრო ადრე მიხვდები, რომ აზრები, ემოციები. განწყობები (საერთოდ - ფსიქ. ფაქტები) შენ არ გეკუთვნის, რომ ისინი არ არიან "შენ", მით მალე დამთავრდება დეპრესია და პესიმიზმი. უყურე მათ, როგორც სატრანზიტო მატარებელს: ჩამოდგა ბაქანზე ცოტა ხნით და წავიდა. ჩვენი გონების არსი არის სუფთა, წმინდა, ცარიელი, ხოლო ნებისმიერი აზრი და "ფაქტი" არის ძალისხმევა და არა - ბუნებრივი, თანდაყოლილი მდგომარეობა. აქედან გამომდინარეობს კიდევ ის, რომ არ არსებობს რაიმე აზრი (და ა.შ.), რისგან გათავისუფლებაც ჩვენ არ შეგვეძლოს.

ესაა ცხოვრების ჩემეული რეცეპტი იმედია, დამეთანხმებით, რომ მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე მეტი ნეგატივი მაქვს გამოვლილი, თუმცა უკვე წლებია, აღარ ვყოფილვარ "ცუდ ხასიათზე". ჯოჯოხეთშიც კი ჩვეულებრივად ვინარჩუნებდი გონების სიცხადეს. იცხოვრე ფხიზლად და ხალისიანად.

ერთი პატარა საიდუმლო კიდევ არ არსებობს: ძლიერი სული, სევდა, კაეშანი, ჯოჯოხეთი და ა. შ. ეს უბრალოდ ენის და კომუნიკაციის "თანმდევი პროდუქტებია". ეს ყველაფერი "შენს" გონებაში არსებობს მხოლოდ.

"მე", "ჩემი", არის აქ ყოველგვარი უბედურების სათავე. არის გრძნობა, ემოცია, აზრი, მაგრამ არ არის "შენი". არის "ხედვა", მაგრამ არის "ვხედავ" . ეს უბრალოდ გონების ფენომენებია. ეს ყველაფერი წარმავალი და ეფემერულია, თუგინდ მატერიალური, ფიზიკური თვალსაზრისით და მათზე ჩაბღაუჭება ნიშნავს ეცადო მკვდრის გაცოცხლებას. იყო და გაიარა, ყველაფერი გაივლის... შინაგან სამყაროში კი არ არსებობს "მე". ეს ეგოს შეკოწიწებული კონსტრუქციაა, საკუთარი მნიშვნელოვანების დასადასტურებლად. თუ გამოცდით ამ მდგომარეობას, ძალიან მალე თავად იგრძნობთ...

როგორ შეიძლება პასუხი აგო მასზედ, რაც შენი არაა? არავინ არაფერს აგზავნის, არ არსებობს არსება სახელად "ღმერთი". არის ერთიანობა, რომლის ნაწილიც შენცა ხარ, და ის აზრებიც, ოღონდ არ არსებობს მუდმივი "შენ" და ის "აზრებიც" ეფემერულია. სწორედ ეს ერთიანი რეალობა არის ღმერთი, აბსოლუტი, რომელშიც ყველაფერი არსებობს და სადაც ყველაფერი იცვლება და მდინარებს, მაგრამ საბოლოოდ უცვლელია. როგორც ზღვა და ტალღები, ენერგიის მუდმივობის კანონი. ღმერთის ეს შეზღუდული გაგება არის ყოველგვარი ბოროტების სათავე.

არავინ არ განისჯება და ისჯება, არ მჯერა ამ ტერორიზმის. უბრალოდ იღებ შენი გონების შესაბამის რეალობას სხვა პლასტში გადასვლისას.

ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რა რის მომტანია. არ ყოფილა, რომ კეთილ განზრახვას ბოროტი მოუტანია ან პირიქით? მე ვარ ნაწილი იმ ძალისა, რომელიც ბოროტს ესწრაფვის მუდამ და სიკეთეს კი იქმს ყოველთვის, გახსოვს "ფაუსტი"? შედეგი ჩვენი არაა, იყავი აქ და ახლა.

მე ეს პრაქტიკულად გამოვცადე ძალიან ბევრჯერ. სამწუხაროდ, ეს უცხოა ოფიციალური ქრისტიანობისთვის. თუმცა, ქრისტეს მოძღვრებაში ბევრი დასტური მოიპოვება ამ კონცეფციის. სწორედ ის, რომ არ არსებობს მე, ნიშნავს რომ არსებოს აბსოლუტი, სადაც ყველაფერი ერთიანია. ათი მცნება რა შუაშია აქ? თუ გინდა, რომ არ დააშავო, აკრძალვის შიშით კი არა, საერთოდ უნდა შეგეძლოს ამ ეგოისტურ გონებაზე ამაღლება და სწორედ ამაზეა აქ საუბარი. თქვენ ემხრობით ე.წ. ცოდვის ავტორიტარულ კონცეფციას, რაც სრულიად ავადმყოფური თეორიაა ჩემი აზრით. რა შედეგები მოუტანა ქრისტიანულ სამყაროს ამ კონცეფციამ, დღეს კარგად ჩანს. და ბევრმა იმ სისულელემ, რასაც ჩვენ გაუცნობიერებლად ვიღებთ.

სხვათა შორის, "თომას სახარებაში", რომელიც არ მოხვდა კანონიკურ სახარებათა რიცხვში ბედის უკუღმართობითა და ი ტერპრეტატორების უმეცრებით, არის ასეთი ფრაზა: "იყავ გამვლელი". Будьте прохожими...

ყველა რელიგიას აქვს ეს ორი მხარე. ჩემთვის, ეს თომას სახარება, ჩემის აზრით გაცილებით ქრისტიანულია, ვიდრე არაერთი კანონიკურ-დოგმატური სისულელე", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს