თუ ქალმა გადაწყვიტა, რომ თქვენთან დროს ტყუილად კარგავს, ზუსტად 6 დღეში გამოგიცხადებთ, რომ ყველაფერი დასრულდა.
თუმცა, ასეთი "გაბედულები" კაცები არ არიან - მამაკაცებს ურთირთობის გაწყვეტა უფრო მეტად უჭირთ და პარტნიორთან დაშორებას მთელი თვე გეგმავენ.
ფსიქოლოგების თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალებს არაპერსპექტიული ურთიერთობა მალე ბეზრდებათ და უიღბლო სიყვარულისგან განთავისუფლება არ უჭირთ."ყველა ჩვენი რესპოდენტი ქალბატონი ერთხმად ამტკიცებს, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ არასასურველ პიროვნებასთან კავშირი გქონდეს", - ამბობენ კვლევის ხელმძღვანელები.
კაცების 53%-ის თქმით, ვიდრე პარტნიორთან ურთიერთობას შეწყვეტს, საკუთარ თავს უღრმავდება, ამაზე ფიქრზე კი დროს მხოლოდ ქალების 23% კარგავს.
კვლევა გაცნობის საიტის sheleft.me-ს ორგანიზებით ჩატარდა. გამოკითხვაში 500 დაუქორწინებელი წყვილი მონაწილეობდა, რომელთაც ხანგრძლივი, ან ხანმოკლე რომანი ჰქონდათ."კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი სიყვარული და რომანტიკა კაცებსაც შეუძლიათ", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მუნირ ბელო.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.