პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბეთანიაში დღეს ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება
ბეთანიაში დღეს ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება

ბე­თა­ნი­ა­ში დღეს ღირ­სი მამა გი­ორ­გი (იო­ა­ნე) მხე­ი­ძი­სა და ღირ­სი იო­ა­ნე მა­ი­სუ­რა­ძის საფ­ლა­ვე­ბი გა­იხ­სნე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრენ­სი­უსს" პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ხდე­ბა წმინ­და­ნად შე­რა­ცხულ­თა საფ­ლა­ვე­ბის გახ­სნა.

"XX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XXI სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში წმინ­და სი­ნო­დის მიერ წმინ­და­ნად ბევ­რი პი­როვ­ნე­ბა შე­ი­რა­ცხა. თუმ­ცა, წმინ­დან­თა საფ­ლა­ვის გახ­სნა პირ­ვე­ლად ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მამა მი­ქა­ელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საფ­ლა­ვის გახ­სნის დროს წმინ­და­ნად შე­რა­ცხვის­თვის სხე­უ­ლის უხრწნე­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. "უხრწნე­ლე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის წმინ­და­ნო­ბის და­სად­გე­ნად. ეს ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია ამ მთლი­ა­ნი თე­მის, რა­სასც კა­ნო­ნი­ზა­ცია ჰქვია. შე­იძ­ლე­ბა უხრწნე­ლი არ დაგ­ვხვდეს, შე­იძ­ლე­ბა უხრწნე­ლიც იყოს. საფ­ლა­ვის გა­თხრის შემ­დეგ, ჩვენც ასეთ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვართ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა დაგ­ვხვდე­ბა იქ, უხრწნე­ლი იქ­ნე­ბა თუ გახ­რწნი­ლი იქ­ნე­ბა სხე­უ­ლი, ამით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა წმინ­და­ნო­ბა. ეს არ არ არის ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა", - დას­ძი­ნა მამა მი­ქა­ელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პი­როვ­ნე­ბის თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა წმინ­და სი­ნო­დის მიერ ხდე­ბა. სი­ნო­დის მიერ შექ­მნი­ლი კო­მი­სია სწავ­ლობს პი­რის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის სა­კითხს. კერ­ძოდ, ხდე­ბა წმინ­და­ნად შე­სა­რა­ცხი პი­რის ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლა. შე­ის­წავ­ლი­ან მისი ცხოვ­რე­ბის წესს ან შრო­მებს, თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია ქა­და­გე­ბებს, რათა იქ არ იყოს ისე­თის ცდო­მი­ლე­ბა, რაც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბას ან ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წესს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. საფ­ლავ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბი კი ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია.

დღეს, 17:00 სა­ათ­ზე ბე­თა­ნი­ა­ში მამა გაბ­რი­ე­ლის მო­ძღვრის, ღირ­სი მამა გი­ორ­გი-იო­ა­ნეს და ღირ­სი მამა იო­ა­ნეს წმინ­და ნა­წი­ლე­ბი გა­იხ­სნე­ბა და ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტრის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტა­ძარ­ში დას­ვენ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც და­ი­წყე­ბა სა­ზე­ი­მო ლოც­ვა, ხოლო 24:00 სა­ათ­ზე - სა­ზე­ი­მო წირ­ვა ღა­მის­თე­ვით. წირ­ვა-ლოც­ვა და პა­რაკ­ლი­სე­ბი შემ­დეგ დღე­ებ­შიც აღეს­რუ­ლე­ბა. 22 თე­ბერ­ვალს კი გა­იხ­სნე­ბა სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში დაკ­რძა­ლუ­ლი ღირ­სი მა­მის, წმინ­და გაბ­რი­ელ სა­ლო­სის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი.

ღირ­სი მამა იო­ა­ნე ათო­ნის მთა­ზე 17 წელი მოღ­ვა­წე­ობ­და. 1920-21 წწ-ში იგი სხვა ქარ­თველ ბე­რებ­თან ერ­თად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ათო­ნის მთა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ღირ­სი მამა იო­ა­ნე ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტერ­ში დამ­კვიდ­რდა. 1924 წლი­დან ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და მამა გი­ორ­გი მხე­ი­ძეც. 50-იანი წლე­ბი­დან ღირ­სი მა­მე­ბი მამა გაბ­რი­ე­ლის სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრე­ბი გახ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბეთანიაში დღეს ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება

ბეთანიაში დღეს ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება

ბეთანიაში დღეს ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება. როგორც "ინტერპრენსიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლეს ისტორიაში პირველად ხდება წმინდანად შერაცხულთა საფლავების გახსნა.

"XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში წმინდა სინოდის მიერ წმინდანად ბევრი პიროვნება შეირაცხა. თუმცა, წმინდანთა საფლავის გახსნა პირველად ხდება", - აღნიშნა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, საფლავის გახსნის დროს წმინდანად შერაცხვისთვის სხეულის უხრწნელობა ერთადერთი მტკიცებულება არ არის. "უხრწნელება არ არის ერთადერთი მტკიცებულება ადამიანის წმინდანობის დასადგენად. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ მთლიანი თემის, რასასც კანონიზაცია ჰქვია. შეიძლება უხრწნელი არ დაგვხვდეს, შეიძლება უხრწნელიც იყოს. საფლავის გათხრის შემდეგ, ჩვენც ასეთ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რა მდგომარეობა დაგვხვდება იქ, უხრწნელი იქნება თუ გახრწნილი იქნება სხეული, ამით არ განისაზღვრება წმინდანობა. ეს არ არ არის ერთადერთი მტკიცებულება", - დასძინა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, პიროვნების თუ სასულიერო პირის წმინდანად შერაცხვა წმინდა სინოდის მიერ ხდება. სინოდის მიერ შექმნილი კომისია სწავლობს პირის კანონიზაციის საკითხს. კერძოდ, ხდება წმინდანად შესარაცხი პირის ცხოვრების შესწავლა. შეისწავლიან მისი ცხოვრების წესს ან შრომებს, თუ სასულიერო პირია ქადაგებებს, რათა იქ არ იყოს ისეთის ცდომილება, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ან ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. საფლავზე განხორციელებული სასწაულები კი ამა თუ იმ პიროვნების კანონიზაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია.

დღეს, 17:00 საათზე ბეთანიაში მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს წმინდა ნაწილები გაიხსნება და ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დასვენდება, რის შემდეგაც დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე - საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება. 22 თებერვალს კი გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები.

ღირსი მამა იოანე ათონის მთაზე 17 წელი მოღვაწეობდა. 1920-21 წწ-ში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა ათონის მთა დაეტოვებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო. ღირსი მამა იოანე ბეთანიის მონასტერში დამკვიდრდა. 1924 წლიდან ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდა მამა გიორგი მხეიძეც. 50-იანი წლებიდან ღირსი მამები მამა გაბრიელის სულიერი მოძღვრები გახდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია