სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფონდ "ქართუს" მიერ ხელოვანთა და სპორტსმენთა დაფინანსების ფორმის შეცვლის თემას ეხმაურება.
"ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ უყარა მარგალიტები ღორებს!
რა ვერ გაძეხით?
წლების მანძილზე ივანიშვილის მიერ დაპურებულთა სიას რომ ჩავხედე
სახტად დავრჩი... ბევრი მეცნო... ბევრი მასზე იმავე "დაპურებულ" წლებში აუგის მთქმელი და სააკაშვილისეულთა მეხოტბე და მოტრფიალე ამოვიცანი.
გამიკვირდა. ჩემთვის 10 თეთრი არავის მოუცია ისე, არაფრისთვის...
მიუხედავად 9 წლიანი რეპრესიისა, აზრადაც არ მომსვლია ამ ადამიანისათვის ფინანსური დახმარება მეთხოვა, და არა იმიტომ რომ არ მჭირდებოდა...
მეტიც. კუდიც ყავარზე მქონდა გადებული და ჩემი პრობლემა არავის არ გაუგია!
ჩემი პრობლემა - ჩემია, და არავინ არ არის ვალდებული ჯვარი შემიმსუბუქოს!
ისე, უბრალოდ, ერთი კოლექტიური ან ინდივიდუალური მადლობა რომ გადაუხადოთ არა?
ისეთიც მსმენია: - "სულ არ მინდოდა, მაგრამ ანგარიშზე მიჯდებოდა და რა მექნაო?"
ერთმა მაინც თუ მოიფიქრეთ "ხალიავა" ფულის სადმე ისეთ ადგილას გადარიცხვა, რომელიც მინიმუ ნამუსს გაგისუფთავებდათ?
არ იცით მისამართი?
მე გეტყვით: ჩვილ ბავშვთა სახლები, უპატრონოთა თავშესაფარი, ლეიკემიის ცენტრი, ონკოლოგიური და ბოლოს უბრალოდ ქუჩის მათხოვრები....
მე კი ჩემი სარგებელი ვნახე!
დღეს არ მეშინია..
არ მეშინია, რომ ჩემს შვილებს ნარკოტიკს ძალით "ჩაუტენიან"
არ მეშინია, რომ ქუჩაში დახვრეტენ
არ მეშინია, რომ მორიგი თოქ-შოუს მერე "მოდულის" შენობაში ამოვყოფ თავს, სადაც "ადინოჩკაში" ამომხდიან სულს!
არ მეშინია, რომ ქონებას სხვაზე "მაჩუქებინებენ"
არ მეშინია, რომ ციხეში ვიღაცას აწამებენ ან გააუპატიურებენ,
არ მეშინია, რომ ერთ უკმეხ, არადიპლომატიურ გამოხტომაზე ჩვენს გაჭირვებულ, კაპიკებზე სამუშაოდ წასულ თანამემამულეებს დეპორტით, კინწისკვრით არ გამოყრიან...
არ მეშინია "გონებრივი ეჭვის" საფუძველზე - შარის,
ისედაც არ ვიყავი მშიშარა, მაგრამ მაინც სასიამოვნო შეგრძნებაა...
პ.ს. ისე, წურბელიზმი თუ ქრონიკულში გადავიდა... დაცლის "არტილერიას", - წერს ლალი მოროშკინა.
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა. ეს ამბავი მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააპროტესტა.
იხილეთ ასევე: რა ფორმით განაგრძობს ბიძინა ივანიშვილი ხელოვანებისა და სპორტსმენების დაფინანასებას?