მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ჯავახიშვილი: "ვინც ნინისთან დამაწყვილა, მას მადლობას ვუხდი"
ლევან ჯავახიშვილი: "ვინც ნინისთან დამაწყვილა, მას მადლობას ვუხდი"

10 მარ­ტი­დან, ყო­ველ ორ­შა­ბათს, სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" არხზე მუ­სი­კა­ლურ-გა­სარ­თო­ბი შოუ "ორი ვარ­სკვლა­ვი" იწყე­ბა. ის ბრი­ტა­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ანა­ლო­გია და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუა.

პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი, "ქრო­ნი­კის" წამ­ყვა­ნი ლე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ლე­ვა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან არის და ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის. ამი­ტომ მის­თვის ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რთუ­ლი არ უნდა იყოს.

- გა­მი­ხარ­და, ნოემ "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზა. თა­ვი­დან მე­უბ­ნე­ბო­და, იქ­ნებ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­გე­სინ­ჯა ძა­ლე­ბიო, მაგ­რამ სად მე და სად ცეკ­ვა? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე იყო. მე ცეკ­ვის ნიჭი არ გა­მომ­ყვა.

- ე.ი. პლას­ტი­კუ­რი არ ხარ?

- არა, უბ­რა­ლოდ, მამა მე და ჩემს ძმას ცეკ­ვის სწავ­ლას არ გვირ­ჩევ­და, შრო­მა არ და­გი­ფას­დე­ბა­თო (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ჰოდა, ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია, სა­მა­გი­ე­როდ, ძმე­ბი ავმღერ­დით...

- შენი ძმა ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას" სო­ლის­ტია...

- ის სა­ერ­თოდ, სიმ­ღე­რის "ას­ტრალ­შია" გა­სუ­ლი. მოკ­ლედ, ნო­ეს­თვის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბა არ გამ­ჭი­რე­ბია და არც მი­ფიქ­რია, რომ ამ ნა­ბიჯს თუ გა­დავ­დგამ, ეჭ­ვის ქვეშ ხომ არ და­ვა­ყე­ნებ ჩემს იმიჯს-მეთ­ქი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად ვმღე­რი...

ოღონდ, ამ ყვე­ლა­ფერს ახლა თა­ვი­სე­ბუ­რი სპე­ცი­ფი­კა აქვს და ვნა­ხოთ. წყვილ­ში მომ­ღე­რალ ნინი წიკ­ლა­ურ­თან ერ­თად ვარ, კარ­გი მომ­ღე­რა­ლია და უპირ­ვე­ლე­სად, კარ­გი ადა­მი­ა­ნი. იმე­დი მაქვს, რომ დუ­ე­ტი შედ­გე­ბა და გა­ა­მარ­თლებს. არ ვლა­პა­რა­კობ იმას, რომ უნდა გა­ვი­მარ­ჯვო. ეს ჩემ­თვის დიდ სცე­ნა­ზე ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვაა...

- პარტნი­ო­რი თვი­თონ აირ­ჩიე?

- არა, მი­თხრეს, რომ შენ და ნინი დუ­ეტ­ში იმ­ღე­რებ­თო. არ ვიცი, ვინ შე­არ­ჩია ეს, ამ არ­ჩე­ვა­ნის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი. ისე კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბია შერ­ჩე­უ­ლი, რო­მე­ლი­მე­ზე თუნ­დაც ხუმ­რო­ბით რამე რომ ვთქვა, უნა­მუ­სო­ბა იქ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავ­თან. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან და თა­ვის სი­ტყვას არა მარ­ტო ამ კონ­კურ­სში, ქარ­თულ სცე­ნა­ზეც ბევ­რჯერ, ხმამ­ღლა იტყვი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში ანრი ჯო­ხა­ძეს არ ვგუ­ლის­ხმობ, რად­გა­ნაც მან თა­ვის სი­ტყვა უკვე თქვა.

ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­საც "პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი" და "პროგ­რა­მა მაქ­სი­მუ­მი" არ ჰქონ­დეს. ჩემი "პროგ­რა­მა მი­ნი­მუ­მი" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლია და "პროგ­რა­მა მაქ­სი­მუ­მი" - ფი­ნა­ლი! რა რო­გორ გა­მო­ვა, არ ვიცი. რაც ვიცი, ის არის, რომ მარ­თლა კარ­გი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან და მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევ­რი სი­ურპრი­ზის მომსწრე გახ­დე­ბა... მე თუ მკი­თხავთ, მაგ კონ­კურ­სან­ტე­ბის­გან ერთ პა­ტა­რა გუნდს ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ­დი.

- ჰოდა, ნოემ ხომ შეგკრი­ბათ კი­დეც...

- ნოე გე­ნი­ო­სია!

- ე.ი. პარტნი­ო­რით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?..

- კი და მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­თაც: რუსა მორ­ჩი­ლა­ძე, ქეთი გა­ბი­სი­ა­ნი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია და არ მინ­და, ვინ­მე გა­მომ­რჩეს.

- შენი მუ­სი­კა­ლუ­რი ოჯა­ხის წევ­რებ­მა რა გი­თხრეს?

- მა­მა­ჩე­მი მომ­ხრეა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ბავ­შვებს აი­ტე­რე­სებთ და უხა­რი­ათ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­დამ­დეც გავ­ქა­ჩავთ, ღმერ­თმა ქნას, ფი­ნა­ლამ­დე მი­ვი­დეთ, არ გა­მო­ტო­ვე­ბენ, ამის მჯე­რა.

- შენი ეს ამ­ღე­რე­ბა ხელს არ შე­უშ­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მე­უბ­ნე­ბა, რომ - არა. ხელს შე­გი­წყობ­თო (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლევან ჯავახიშვილი: "ვინც ნინისთან დამაწყვილა, მას მადლობას ვუხდი"

ლევან ჯავახიშვილი: "ვინც ნინისთან დამაწყვილა, მას მადლობას ვუხდი"

10 მარტიდან, ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე, ტელეკომპანია "იმედის" არხზე მუსიკალურ-გასართობი შოუ "ორი ვარსკვლავი" იწყება. ის ბრიტანული პროექტის ანალოგია და ბევრ ქვეყანაში მაღალრეიტინგული შოუა.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტი, "ქრონიკის" წამყვანი ლევან ჯავახიშვილი გახლავთ. ლევანი მუსიკალური ოჯახიდან არის და ბავშვობიდან მღერის. ამიტომ მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა რთული არ უნდა იყოს.

- გამიხარდა, ნოემ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობა რომ შემომთავაზა. თავიდან მეუბნებოდა, იქნებ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგესინჯა ძალებიო, მაგრამ სად მე და სად ცეკვა? მიუხედავად იმისა, რომ მამა სუხიშვილების მოცეკვავე იყო. მე ცეკვის ნიჭი არ გამომყვა.

- ე.ი. პლასტიკური არ ხარ?

- არა, უბრალოდ, მამა მე და ჩემს ძმას ცეკვის სწავლას არ გვირჩევდა, შრომა არ დაგიფასდებათო (სიცილით ამბობს). ჰოდა, ზოგი ჭირი მარგებელია, სამაგიეროდ, ძმები ავმღერდით...

-  შენი ძმა ანსამბლ "შავნაბადას" სოლისტია...

- ის საერთოდ, სიმღერის "ასტრალშია" გასული. მოკლედ, ნოესთვის პროექტში მონაწილეობაზე დათანხმება არ გამჭირებია და არც მიფიქრია, რომ ამ ნაბიჯს თუ გადავდგამ, ეჭვის ქვეშ ხომ არ დავაყენებ ჩემს იმიჯს-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ტელეწამყვანებში ყველაზე კარგად ვმღერი...

ოღონდ, ამ ყველაფერს ახლა თავისებური სპეციფიკა აქვს და ვნახოთ. წყვილში მომღერალ ნინი წიკლაურთან ერთად ვარ, კარგი მომღერალია და უპირველესად, კარგი ადამიანი. იმედი მაქვს, რომ დუეტი შედგება და გაამართლებს. არ ვლაპარაკობ იმას, რომ უნდა გავიმარჯვო. ეს ჩემთვის დიდ სცენაზე ძალების მოსინჯვაა...

- პარტნიორი თვითონ აირჩიე?

- არა, მითხრეს, რომ შენ და ნინი დუეტში იმღერებთო. არ ვიცი, ვინ შეარჩია ეს, ამ არჩევანისთვის მადლობას ვუხდი. ისე კი პროფესიონალი მომღერლებია შერჩეული, რომელიმეზე თუნდაც ხუმრობით რამე რომ ვთქვა, უნამუსობა იქნება, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ვფიქრობ, ძალიან კარგები არიან და თავის სიტყვას არა მარტო ამ კონკურსში, ქართულ სცენაზეც ბევრჯერ, ხმამღლა იტყვიან. ამ შემთხვევაში ანრი ჯოხაძეს არ ვგულისხმობ, რადგანაც მან თავის სიტყვა უკვე თქვა.

ალბათ, არ არსებობს კონკურსანტი, რომელსაც "პროგრამა მინიმუმი" და "პროგრამა მაქსიმუმი" არ ჰქონდეს. ჩემი "პროგრამა მინიმუმი" ნახევარფინალია და "პროგრამა მაქსიმუმი" - ფინალი! რა როგორ გამოვა, არ ვიცი. რაც ვიცი, ის არის, რომ მართლა კარგი კონკურსანტები არიან და მაყურებელი ბევრი სიურპრიზის მომსწრე გახდება... მე თუ მკითხავთ, მაგ კონკურსანტებისგან ერთ პატარა გუნდს ჩამოვაყალიბებდი.

- ჰოდა, ნოემ ხომ შეგკრიბათ კიდეც...

- ნოე გენიოსია!

- ე.ი. პარტნიორით კმაყოფილი ხარ?..

- კი და მუსიკალური ხელმძღვანელებითაც: რუსა მორჩილაძე, ქეთი გაბისიანი საოცარი ადამიანია და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

- შენი მუსიკალური ოჯახის წევრებმა რა გითხრეს?

- მამაჩემი მომხრეა. ყველაზე მეტად ბავშვებს აიტერესებთ და უხარიათ. დარწმუნებული ვარ, სადამდეც გავქაჩავთ, ღმერთმა ქნას, ფინალამდე მივიდეთ, არ გამოტოვებენ, ამის მჯერა.

- შენი ეს ამღერება ხელს არ შეუშლის საინფორმაციო გადაცემის წაყვანას?

- ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა მეუბნება, რომ -  არა. ხელს შეგიწყობთო (სიცილით ამბობს).

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება