კიმ კარდაშიანმა საჯდომის გასადიდებლად ოპერაცია გაიკეთა. კარდაშიანის ოჯახის ახლობელმა გამოცემა Closer magazine-ს შეატყობინა, რომ რეალითი-შოუს 33 წლის ვარსკვლავმა ლიპოფილინგი გაიკეთა (ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შემცველი უბნების ზომის შემცირება და სასურველი უბნების შევსება).
"კიმ კარდაშიანს იმპლანტი არ აქვს. მან მუცლიდან და თეძოებიდან ცხიმი მოიცილა და დუნდულები შეივსო. იგი ღრუბლიან საცვლებსაც ატარებს. თუ ამჟამინდელ ფოტოებს 2008 წელს გადაღებულ ფოტოებს შევადარებთ, ეს კარგად ჩანს. მას უფრო დიდი საჯდომი სურდა",- ამბობს Closer magazine-ს ინფორმატორი.
მომზადებულია Closer magazine-ის მიხედვით.