დავით უსუფაშვილი - საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის ძალებს, რომ უკრაინაში დაპირისპირების მოგვარება მოხერხდეს

დავით უსუფაშვილი - საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის ძალებს, რომ უკრაინაში დაპირისპირების მოგვარება მოხერხდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის ძალებს, რომ უკრაინაში დაპირისპირების მოგვარება მოხერხდეს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

"ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს. გლობალიზებულ სამყაროში მსგავსი პროცესები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პარლამენტმა ორჯერ მიიღო რეზოლუცია. სხვა ყველაფერი ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოძებნის ძალებს, რომ ამ დაპირისპირების მოგვარება მოხერხდეს", - განაცხადა პარლამეტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა