პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰაერში გასროლილი 78 მილიონი და უნივერსიტეტი, რომელსაც ქაღალდზე აშენებდნენ
ჰაერში გასროლილი 78 მილიონი და უნივერსიტეტი, რომელსაც ქაღალდზე აშენებდნენ

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ზი­მოს" დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ კიკ­ნა­ძემ აჭა­რა­ში ბიზ­ნეს­ცენ­ტრ "ბა­თუ­მი თა­უ­ე­რის" მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­მო­უ­ცხა­დეს, რომ ამ შე­ნო­ბა­ში, ბიზ­ნეს­ცენ­ტრის ნაც­ვლად, ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გან­თავ­სდე­ბო­და. მშე­ნე­ბე­ლი და­იბ­ნა, იფიქ­რა, აშე­ნე­ბუ­ლის დან­გრე­ვა მო­მი­წევ­სო, მაგ­რამ მშვი­დად აუხ­სნეს, ძვე­ლი პრო­ექ­ტით იხელ­მძღვა­ნე­ლე და მერე ჩვე­ნი საქ­მე იქ­ნე­ბა, რა და რო­გორ გან­თავ­სდე­ბაო. შე­დე­გად, მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მელ­შიც დღემ­დე 78 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია და­ხარ­ჯუ­ლი, ისევ და­უმ­თავ­რე­ბე­ლი და უფუნ­ქცი­ოა.

"ამ შე­ნო­ბის დამ­თავ­რე­ბას შე­იძ­ლე­ბა 5 მი­ლი­ო­ნი დას­ჭირ­დეს, შე­საძ­ლოა, 100 მი­ლი­ო­ნიც არ ეყოს, მე ხომ არ ვიცი, რას მე­ტყვის შემ­კვე­თი", - აცხა­დებს კიკ­ნა­ძე.

ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნა და ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის და­რი­გე­ბა მო­ინ­დო­მა. 2010 წელს, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი იყო იდეა ბა­თუმ­ში ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მნის შე­სა­ხებ. ხან­გრძლი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ზის, ხარ­ჯე­ბის, სარ­გებ­ლის და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდა, რომ ბა­თუმ­ში ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის­თვის არ იყო მი­სა­ღე­ბი და აღარ მოხ­და მისი კომ­პაქ­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ამ თა­ვი­დან­ვე უარ­ყო ბა­თუმ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბის აგე­ბის იდეა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს წინა მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მშე­ნებ­ლო­ბა მა­ინც გან­ხორ­ცი­ელ­და. პრინ­ციპ­ში, კი არ გან­ხორ­ცი­ელ­და, და­ი­წყო და რო­გორც სხვა ბევ­რი რამ, მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე გაგ­რძელ­და, ოც­ნე­ბებ­სა და ილუ­ზი­ებ­ში, ზუს­ტად ისე, რო­გორც ახა­ლი ქა­ლა­ქის, ლა­ზი­კას მშე­ნებ­ლო­ბის დროს.

2013 წელს ეს შე­ნო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ბა­თუ­მის მე­რი­ას გა­დას­ცა და მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვის­კენ მო­უ­წო­და. ეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა, ვერ იპო­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი რო­მე­ლიც ამ შე­ნო­ბის მე­ნე­ჯმენტს სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებ­და.

მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია – ბიზ­ნეს­ცენ­ტრად და­წყე­ბუ­ლი შე­ნო­ბის გა­და­კე­თე­ბა არ მოხ­და და, გარ­და იმი­სა, რომ ამ უზარ­მა­ზარ ნა­გე­ბო­ბა­ში, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, აუ­დი­ტო­რი­ე­ბის პრობ­ლე­მა შე­იქ­მნე­ბო­და, არ იარ­სე­ბებ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო სივ­რცე. სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე ლა­ბო­რა­ტო­რია სა­წყის სამ სარ­თულ­ზე მა­ინც გახ­სნა, უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვა და... იმის გამო, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს, დე­ნის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა და აპა­რა­ტუ­რაც გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. გა­მო­სა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, თა­მარ სა­ნი­კი­ძემ მო­ნა­ხა და თან ისე, რომ არც ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია და­ი­კარ­გა.

"ინ­ვეს­ტი­ცია, რო­მე­ლიც ამე­რი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ჩა­დე­ბუ­ლი­ყო, სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა. სა­უ­ბა­რია ტექ­ნი­კუ­რი და სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. შე­დე­გი იქ­ნე­ბა ბევ­რად კარ­გი, ვიდ­რე ამე­რი­კის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო, ვი­ნა­ი­დან, ამ­ჯე­რად, ეს არის ძა­ლი­ან კარ­გად გათ­ვლი­ლი და და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი. 30 მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში, და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­და­ნაც. სა­უ­ბა­რია, ტექ­ნი­კურ და სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­საზ­რე­ბას სრუ­ლად იზი­ა­რებს ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი ჯიმ მაკ­ნი­კო­ლა­სი.

"პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, ქარ­თულ და ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იყო სა­მეც­ნი­ე­რო და სა­ინ­ჟინ­რო პროგ­რა­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კურ­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უნდა მი­ე­წო­დოს. ეკო­ნო­მი­კუ­რი ანა­ლი­ზის შემ­დეგ ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცია საკ­მა­ოდ კე­ითლგან­წყო­ბით შეხ­ვდა ამ წი­ნა­და­დე­ბას", - აცხა­დებს მაკ­ნი­კო­ლა­სი. მან არც ის და­მა­ლა, თუ რო­გორ უთხრა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მშე­ნებ­ლო­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო.

"გან­ვი­ხი­ლეთ და შე­ვა­ფა­სეთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­და­დე­ბა ხარჯთაღ­რი­ცხვის თვალ­საზ­რი­სით, ქვყნის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რამ­დე­ნად იყო ის გა­მარ­თლე­ბუ­ლი თა­ვის ხარ­ჯი­თა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით. ასე­ვე შე­ვა­ფა­სეთ წი­ნა­და­დე­ბა პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­ზე, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გავ­ლე­ნის თვალ­საზ­რი­სით. იმ დროს მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არ იყო ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - ამ­ბობს მაკ­ნი­კო­ლა­სი.

რე­ა­ლო­ბა ასე­თია – წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ პომ­პე­ზუ­რად და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აფე­რა გა­მოდ­გა. ვა­შე­ნებ­დით ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტს მა­შინ, როცა თა­ვად ამე­რი­კე­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო. ვხარ­ჯავ­დით ათე­ულ მი­ლი­ო­ნო­ბით ლარს და არა­ვინ იცო­და, ბო­ლოს რა გა­მო­ვი­დო­და. მთა­ვა­რი ის გახ­ლდათ, მო­სახ­ლე­ო­ბას და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რა­ღაც კეთ­დე­ბა და ეს რა­ღაც არის, ახლა რომ ზედ­მეტ თა­ვის­ტკი­ვილს აჩენს. ახა­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით კი, თან­ხე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, შე­ღა­ვათს რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც იგ­რძნო­ბენ.

გი­ორ­გი იაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

ჰაერში გასროლილი 78 მილიონი და უნივერსიტეტი, რომელსაც ქაღალდზე აშენებდნენ

ჰაერში გასროლილი 78 მილიონი და უნივერსიტეტი, რომელსაც ქაღალდზე აშენებდნენ

სამშენებლო კომპანია "ზიმოს" დირექტორმა ზურაბ კიკნაძემ აჭარაში ბიზნესცენტრ "ბათუმი თაუერის" მშენებლობა დაიწყო და ერთ მშვენიერ დღეს გამოუცხადეს, რომ ამ შენობაში, ბიზნესცენტრის ნაცვლად, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდებოდა. მშენებელი დაიბნა, იფიქრა, აშენებულის დანგრევა მომიწევსო, მაგრამ მშვიდად აუხსნეს, ძველი პროექტით იხელმძღვანელე და მერე ჩვენი საქმე იქნება, რა და როგორ განთავსდებაო. შედეგად, მშენებლობა, რომელშიც დღემდე 78 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, ისევ დაუმთავრებელი და უფუნქციოა.

"ამ შენობის დამთავრებას შეიძლება 5 მილიონი დასჭირდეს, შესაძლოა, 100 მილიონიც არ ეყოს, მე ხომ არ ვიცი, რას მეტყვის შემკვეთი", - აცხადებს კიკნაძე.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ამერიკული უნივერსიტეტის გახსნა და ამერიკული დიპლომების დარიგება მოინდომა. 2010 წელს, მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისადმი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი იყო იდეა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის შესახებ. ხანგრძლივი კონსულტაციების, ეკონომიკური ანალიზის, ხარჯების, სარგებლის და ბენეფიციარების შეფასების შედეგად გადაწყდა, რომ ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის არ იყო მისაღები და აღარ მოხდა მისი კომპაქტში გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ თავიდანვე უარყო ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის აგების იდეა, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს წინა მთავრობის გადაწყვეტილებით მშენებლობა მაინც განხორციელდა. პრინციპში, კი არ განხორციელდა, დაიწყო და როგორც სხვა ბევრი რამ, მხოლოდ ფურცელზე გაგრძელდა, ოცნებებსა და ილუზიებში, ზუსტად ისე, როგორც ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის დროს.

2013 წელს ეს შენობა განათლების სამინისტრომ ბათუმის მერიას გადასცა და მაშინდელმა პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. ეს იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ვერ იპოვა უნივერსიტეტი რომელიც ამ შენობის მენეჯმენტს საკუთარ თავზე აიღებდა.

მიზეზი მარტივია – ბიზნესცენტრად დაწყებული შენობის გადაკეთება არ მოხდა და, გარდა იმისა, რომ ამ უზარმაზარ ნაგებობაში, ელემენტარულად, აუდიტორიების პრობლემა შეიქმნებოდა, არ იარსებებდა ლაბორატორიებისთვის საჭირო სივრცე. სააკაშვილმა რამდენიმე ლაბორატორია საწყის სამ სართულზე მაინც გახსნა, უახლესი ტექნიკით აღჭურვა და... იმის გამო, რომ ლაბორატორიას ელექტროენერგიის დავალიანება აქვს, დენის მიწოდება შეუწყდა და აპარატურაც გამოუსადეგარია. გამოსავალი განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მონახა და თან ისე, რომ არც ამერიკული ინვესტიცია დაიკარგა.

"ინვესტიცია, რომელიც ამერიკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უნდა ჩადებულიყო, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე დაიხარჯება. საუბარია ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებების განვითარებაზე. შედეგი იქნება ბევრად კარგი, ვიდრე ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო, ვინაიდან, ამჯერად, ეს არის ძალიან კარგად გათვლილი და დაანგარიშებული. 30 მილიონის ინვესტირება მოხდება უმაღლესი განათლების ნაწილში, დაფინანსება იქნება სახელმწიფოს მხრიდანაც. საუბარია, ტექნიკურ და საინჟინრო მიმართულებების განვითარებასა და ხარისხის ამაღლებაზე", - აღნიშნა სანიკიძემ.

განათლების მინისტრის მოსაზრებას სრულად იზიარებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკნიკოლასი.

"პარტნიორობის ფარგლებში, ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის ყურადღება გამახვილებული იყო სამეცნიერო და საინჟინრო პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტების კომპიუტერული კურსების მეშვეობით უნდა მიეწოდოს. ეკონომიკური ანალიზის შემდეგ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საკმაოდ კეითლგანწყობით შეხვდა ამ წინადადებას", - აცხადებს მაკნიკოლასი. მან არც ის დამალა, თუ როგორ უთხრა წინა ხელისუფლებას, რომ ამერიკული უნივერსიტეტის მშენებლობა მიზანშეწონილი არ იყო.

"განვიხილეთ და შევაფასეთ წინა ხელისუფლების წინადადება ხარჯთაღრიცხვის თვალსაზრისით, ქვყნის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ რამდენად იყო ის გამართლებული თავის ხარჯითა და ეკონომიკური მონაცემებით. ასევე შევაფასეთ წინადადება პროგრამის ბენეფიციარებზე, ანუ საქართველოს მოქალაქეებზე გავლენის თვალსაზრისით. იმ დროს მიღებული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ იყო ყველაზე გამართლებული საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე", - ამბობს მაკნიკოლასი.

რეალობა ასეთია – წინა ხელისუფლების მიერ პომპეზურად დაანონსებული პროექტი ჩვეულებრივი აფერა გამოდგა. ვაშენებდით ამერიკულ უნივერსიტეტს მაშინ, როცა თავად ამერიკელები გვეუბნებოდნენ, რომ ეს მიზანშეწონილი არ იყო. ვხარჯავდით ათეულ მილიონობით ლარს და არავინ იცოდა, ბოლოს რა გამოვიდოდა. მთავარი ის გახლდათ, მოსახლეობას დაეჯერებინა, რაღაც კეთდება და ეს რაღაც არის, ახლა რომ ზედმეტ თავისტკივილს აჩენს. ახალი პროექტის მიხედვით კი, თანხები რაციონალურად იქნება გადანაწილებული და რაც მთავარია, შეღავათს რეგიონებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც იგრძნობენ.

გიორგი იაშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია