პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20-მდე გარდაცვლილი, დაჭრილებით სავსე საავადმყოფოები და განახლებული შეტაკებები - ტრაგიკული ღამე კიევში (+LIVE)
20-მდე გარდაცვლილი, დაჭრილებით სავსე საავადმყოფოები და განახლებული შეტაკებები - ტრაგიკული ღამე კიევში (+LIVE)

მა­ი­დან­ზე მო­მი­ტინ­გე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, კი­ე­ვის ცენ­ტრში "ბერ­კუ­ტის" და ში­ნა­გა­ნი ჯა­რის ათა­სო­ბით წარ­მო­მად­გე­ნე­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. მო­მი­ტინ­გე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი და­ახ­ლო­ე­ბით 10 000-ია.

ძა­ლო­ვა­ნე­ბი მა­ი­დან­ზე მო­წყო­ბილ ბა­რი­კა­დებს ევ­რო­პის მო­ედ­ნი­დან და ინ­სტი­ტუტსკის ქუ­ჩი­დან მი­უ­ახ­ლოვ­დნენ.

"ბერ­კუ­ტი" მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხმო­ვან ყუმ­ბა­რებს ის­როდ­ნენ, გა­მო­ი­ყე­ნეს წყლის ჭავ­ლიც. თა­ვის მხრივ, მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი ძა­ლო­ვა­ნებს ქვებს უშენ­დენ და ცე­ცხლს უკი­დებ­დენ სხვა­დას­ხვა საგ­ნებს.

მა­ი­დან­ზე დარ­ბე­ვი­სას დაჭ­რი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, გარ­დაც­ვლი­ლია გა­ზეთ "ვეს­ტის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ვი­ა­ჩეს­ლავ ვე­რე­მი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა­ში აცხა­დე­ბენ, ჟურ­ნა­ლის­ტი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

"ვი­ა­ჩეს­ლავ ვე­რე­მის მი­ხა­ი­ლოვ­სკის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნიღ­ბი­ან­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. ის სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე გარ­და­იც­ვა­ლა", - აცხა­დე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის კო­ლე­გე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხან­დე­ლი დარ­ბე­ვის დროს 27 ჟურ­ნა­ლის­ტია და­შა­ვე­ბუ­ლი. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია 18-მდე ადა­მი­ა­ნი. მა­ი­და­ნის ექიმ­თა გან­ცხა­დე­ბით, ჰოს­პი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია 1000-მდე ადა­მი­ა­ნი. უკ­რა­ი­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში სა­ო­პე­რა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბებ­თან რი­გე­ბია. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქი­რურ­გე­ბი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვერ ას­წრე­ბენ. ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლებს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აქვთ, რამ­დე­ნი­მე და­შა­ვე­ბულს ამო­ვარ­დნი­ლი აქვს თვა­ლი, რამ­დე­ნი­მეს კი კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი დაჭ­რი­ლებს ვერ იტევს. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვი­საც ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და, ანეს­თე­ზი­ი­დან სა­ა­ვად­მყო­ფოს კორ­პუ­სის წინ გა­მო­დი­ან. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებს კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად და­შა­ვე­ბულ­თა ახა­ლი ნა­კა­დი მიჰ­ყავთ.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ "უდა­რის" ლი­დერ­მა ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და , ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აფა­სებს. "ია­ნუ­კო­ვი­ჩი ამ­ბობს, რომ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი უბ­რა­ლოდ უნდა და­ი­შა­ლონ და მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ოპო­ზი­ცი­ას აკის­რებს. ჩავ­თვა­ლეთ, რომ პრე­ზი­დენ­ტთან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აზრი არ აქვს და წა­მო­ვე­დით. თი­თო­ე­უ­ლი წუთი, შე­საძ­ლოა, სი­ცო­ცხლის ფა­სად დაჯ­დეს", - გა­ნა­ცხა­და კლი­ჩკომ.

უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რი, კი­ე­ვის პატ­რი­არ­ქი ფი­ლა­რე­ტი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვის­ტებს ბრალ­დე­ბე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბას და და­დე­ბი­თი შე­დე­გის მიღ­წე­ვის მიზ­ნით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია პატ­რი­არქ ფი­ლა­რე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც კი­ე­ვის სა­პატ­რი­არ­ქომ დღეს სა­ღა­მოს გა­ავ­რცე­ლა.

"კი­ე­ვის ცენ­ტრში სის­ხლი იღ­ვრე­ბა, არი­ან მძი­მედ დაჭ­რი­ლე­ბი და მოკ­ლუ­ლე­ბი. ეკ­ლე­სი­ამ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გა­ი­მე­ო­რა კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის სამი გზა - ძა­ლა­დო­ბის შე­წყვე­ტა, მხა­რე­ე­ბის შე­დე­გი­ა­ნი დი­ა­ლო­გი და პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პრო­მი­სი. ამის ნაც­ვლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს­კა­ლა­ცია და ძა­ლა­დო­ბა, დი­ა­ლოგს არ მო­აქვს და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ცხად­ყოფს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის არარ­სე­ბო­ბას", - აცხა­დებს კი­ე­ვის პატ­რი­არ­ქი. რო­გორც პატ­რი­არ­ქი ფი­ლა­რე­ტი აღ­ნიშ­ნავს, ეკ­ლე­სია პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის ნაც­ვლად ქვე­ყა­ნას კრი­ზი­სი­დან ვერ გა­მო­იყ­ვანს. "ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, გა­ვი­მე­ო­როთ - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტეთ ძა­ლა­დო­ბა. გახ­სოვ­დეთ, ყო­ველ და­ღუ­პულ­ზე, დაჭ­რილ­ზე, უსა­ფუძ­ვლოდ დევ­ნილ­ზე პა­სუხს ღვთის წი­ნა­შე აგებთ. ვი­მე­ო­რებ სი­ტყვებს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ვუ­თხა­რი პრე­ზი­დენტს, რო­გორც უმაღ­ლეს ხე­ლი­სუ­ფალს და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ლი­დერს, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა აქვს - კა­ნო­ნით და და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბით თქვენ დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მო­გე­ნი­ჭათ, შე­სა­ბა­მი­სად, თქვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ხა­რის­ხიც უაღ­რე­სად მა­ღა­ლია. მო­გი­წო­დებთ, აირ­ჩი­ოთ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზა და არა ძა­ლა­დო­ბის გზა. ყვე­ლას, ვი­საც ბევ­რი მი­ე­ცა, ბევ­რი მო­ე­თხო­ვე­ბა, ვი­საც ბევ­რი და­ე­ვა­ლა, მეტი მო­ე­კი­თხე­ბა", - აცხა­დებს პატ­რი­არ­ქი ფი­ლა­რე­ტი.

იხი­ლეთ ვი­დეო

20-მდე გარდაცვლილი, დაჭრილებით სავსე საავადმყოფოები და განახლებული შეტაკებები - ტრაგიკული ღამე კიევში (+LIVE)

20-მდე გარდაცვლილი, დაჭრილებით სავსე საავადმყოფოები და განახლებული შეტაკებები - ტრაგიკული ღამე კიევში (+LIVE)

მაიდანზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კიევის ცენტრში "ბერკუტის" და შინაგანი ჯარის ათასობით წარმომადგენელია მობილიზებული. მომიტინგეების რაოდენობა კი დაახლოებით 10 000-ია.

ძალოვანები მაიდანზე მოწყობილ ბარიკადებს ევროპის მოედნიდან და ინსტიტუტსკის ქუჩიდან მიუახლოვდნენ.

"ბერკუტი" მთელი ღამის განმავლობაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვან ყუმბარებს ისროდნენ, გამოიყენეს წყლის ჭავლიც. თავის მხრივ, მაიდანზე შეკრებილები ძალოვანებს ქვებს უშენდენ და ცეცხლს უკიდებდენ სხვადასხვა საგნებს.

მაიდანზე დარბევისას დაჭრილი ჟურნალისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც უკრაინული მედია წერს, გარდაცვლილია გაზეთ "ვესტის" კორესპონდენტი ვიაჩესლავ ვერემი.

როგორც გამოცემაში აცხადებენ, ჟურნალისტი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

"ვიაჩესლავ ვერემის მიხაილოვსკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა", - აცხადებენ გარდაცვლილი ჟურნალისტის კოლეგები.

არსებული ინფორმაციით, წუხანდელი დარბევის დროს 27 ჟურნალისტია დაშავებული. სხვადასხვა მონაცემებით, დაღუპულია 18-მდე ადამიანი. მაიდანის ექიმთა განცხადებით, ჰოსპიტიზირებულია 1000-მდე ადამიანი. უკრაინის საავადმყოფოებში საოპერაციო განყოფილებებთან რიგებია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქირურგები ოპერაციების ჩატარებას ვერ ასწრებენ. ჰოსპიტალიზებულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვთ, რამდენიმე დაშავებულს ამოვარდნილი აქვს თვალი, რამდენიმეს კი კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. საავადმყოფოები დაჭრილებს ვერ იტევს. როგორც უკრაინული მედია წერს, პაციენტები, ვისაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ანესთეზიიდან საავადმყოფოს კორპუსის წინ გამოდიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კი საავადმყოფოებში პერიოდულად დაშავებულთა ახალი ნაკადი მიჰყავთ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ "უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა , ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არაადეკვატურად აფასებს. "იანუკოვიჩი ამბობს, რომ მომიტინგეები უბრალოდ უნდა დაიშალონ და მომხდარზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ჩავთვალეთ, რომ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და წამოვედით. თითოეული წუთი, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაჯდეს", - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, კიევის პატრიარქი ფილარეტი უკრაინის პრეზიდენტს, ოპოზიციის ლიდერებსა და საზოგადოებრივ აქტივისტებს ბრალდებებისგან თავშეკავებას და დადებითი შედეგის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ნათქვამია პატრიარქ ფილარეტის განცხადებაში, რომელიც კიევის საპატრიარქომ დღეს საღამოს გაავრცელა.

"კიევის ცენტრში სისხლი იღვრება, არიან მძიმედ დაჭრილები და მოკლულები. ეკლესიამ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გაიმეორა კრიზისიდან გამოსვლის სამი გზა - ძალადობის შეწყვეტა, მხარეების შედეგიანი დიალოგი და პოლიტიკური კომპრომისი. ამის ნაცვლად მიმდინარეობს ესკალაცია და ძალადობა, დიალოგს არ მოაქვს დადებითი შედეგები, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს ურთიერთგაგების არარსებობას", - აცხადებს კიევის პატრიარქი. როგორც პატრიარქი ფილარეტი აღნიშნავს, ეკლესია პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეების ნაცვლად ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. "ჩვენ იძულებული ვართ, გავიმეოროთ - დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა. გახსოვდეთ, ყოველ დაღუპულზე, დაჭრილზე, უსაფუძვლოდ დევნილზე პასუხს ღვთის წინაშე აგებთ. ვიმეორებ სიტყვებს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ვუთხარი პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს ხელისუფალს და პოლიტიკური ძალის ლიდერს, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს - კანონით და დაკავებული თანამდებობით თქვენ დიდი ძალაუფლება და უფლებამოსილება მოგენიჭათ, შესაბამისად, თქვენი პასუხისმგებლობის ხარისხიც უაღრესად მაღალია. მოგიწოდებთ, აირჩიოთ მშვიდობიანი გზა და არა ძალადობის გზა. ყველას, ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, ვისაც ბევრი დაევალა, მეტი მოეკითხება", - აცხადებს პატრიარქი ფილარეტი.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა