Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციას მოუწოდებს რადიკალებს გაემიჯნონ
ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციას მოუწოდებს რადიკალებს გაემიჯნონ

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­მელ­საც მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი ავ­რცე­ლებს. ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­დებს, გა­ე­მიჯ­ნონ რა­დი­კა­ლებს, რომ­ლე­ბიც კი­ე­ვის ცენ­ტრში შე­ტა­კე­ბებს პრო­ვო­ცი­რე­ბენ. ამას­თან, რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი ყვე­ლა სა­ზღვარს გა­და­ვიდ­ნენ, რო­დე­საც ხალ­ხს მო­უ­წო­დეს ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ და ამის­თვის ყვე­ლამ პა­სუ­ხი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე უნდა აგოს.

"ისი­ნი სა­ზღვრებს გა­და­ვიდ­ნენ, რო­დე­საც ხალ­ხს ია­რა­ღის­კენ მო­უ­წო­დეს. ეს კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვაა და კა­ნონ­დამ­რღვე­ვე­ბი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე უნდა წარ­დგნენ, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს მათი სას­ჯე­ლის ზო­მას. ეს არ არის ჩემი ახი­რე­ბა, ეს ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტი­სა - უზ­რუნ­ველ­ვყო ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიმ­შვი­დე და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა თი­თო­ე­ულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ვი­თა­რე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი და­რე­გუ­ლი­რე­ბის­კენ ის­წრაფ­ვი­ან, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ე­მიჯ­ნონ რა­დი­კა­ლურ ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან შე­ტა­კე­ბებ­სა და სის­ხლისღვრის პრო­ვო­ცი­რე­ბას ახ­დე­ნენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცია არ გა­მოთ­ქვამს ამის სურ­ვილს, აღი­ა­როს, რომ რა­დი­კა­ლებს უჭერს მხარს და მა­შინ მათ­თან სხვა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი შედ­გე­ბა", - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა­ში.

ამას­თან, რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, ის და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, რომ თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­გან, მაგ­რამ მას არ გა­უ­გო­ნეს. მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა და კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

"საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბის და­წყე­ბი­დან­ვე მე დი­ა­ლო­გის მო­წო­დე­ბით გა­მოვ­დი­ო­დი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ვა­რი­ან­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, მი­თუ­მე­ტეს სის­ხლისღვრის. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პია - არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ღირს მის­თვის დაღ­ვრი­ლი სის­ხლის ერთ წვე­თად. სა­ჭი­როა სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა რა­ღაც და­კარ­გოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რა­ღაც ოპო­ზი­ცი­ამ, მაგ­რამ მო­ი­გებს უკ­რა­ი­ნა", - აცხა­დებს ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი და დას­ძენს, რომ ჯერ კი­დევ არ არის გვი­ან კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციას მოუწოდებს რადიკალებს გაემიჯნონ

ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციას მოუწოდებს რადიკალებს გაემიჯნონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც მისი ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციას მოუწოდებს, გაემიჯნონ რადიკალებს, რომლებიც კიევის ცენტრში შეტაკებებს პროვოცირებენ. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მიმართვაშია ნათქვამი, ოპოზიციის ლიდერები ყველა საზღვარს გადავიდნენ, როდესაც ხალხს მოუწოდეს იარაღის გამოყენებისკენ და ამისთვის ყველამ პასუხი სასამართლოს წინაშე უნდა აგოს.

"ისინი საზღვრებს გადავიდნენ, როდესაც ხალხს იარაღისკენ მოუწოდეს. ეს კანონის უხეში დარღვევაა და კანონდამრღვევები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ, რომელიც განსაზღვრავს მათი სასჯელის ზომას. ეს არ არის ჩემი ახირება, ეს ჩემი მოვალეობაა, როგორც კონსტიტუციის გარანტისა - უზრუნველვყო ქვეყანაში მშვიდობა, მოქალაქეების სიმშვიდე და სამართლიანობა თითოეულთან მიმართებაში.

გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვითარების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ ისწრაფვიან, დაუყოვნებლივ გაემიჯნონ რადიკალურ ძალებს, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკებებსა და სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენენ. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ გამოთქვამს ამის სურვილს, აღიაროს, რომ რადიკალებს უჭერს მხარს და მაშინ მათთან სხვანაირი საუბარი შედგება", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაში.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ თავი შეეკავებინათ რადიკალური ქმედებებისგან, მაგრამ მას არ გაუგონეს. მისივე თქმით, აუცილებელია საერთო ენის გამონახვა და კომპრომისზე წასვლა, მოლაპარაკებები.

"საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდანვე მე დიალოგის მოწოდებით გამოვდიოდი და ძალადობრივი ვარიანტების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მითუმეტეს სისხლისღვრის. ეს ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია - არც ერთი ხელისუფლება არ ღირს მისთვის დაღვრილი სისხლის ერთ წვეთად. საჭიროა საერთო ენის გამონახვა, კომპრომისზე წასვლა, მოლაპარაკებები. არაერთხელ მითქვამს, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა რაღაც დაკარგოს ხელისუფლებამ, რაღაც ოპოზიციამ, მაგრამ მოიგებს უკრაინა", - აცხადებს ვიქტორ იანუკოვიჩი და დასძენს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან კონფლიქტის შეჩერება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა