სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში 24 წლის ქართველი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა დაუდასტურა.
როგორც კონსულმა საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით, ქართველ მამაკაცთან ერთად, საბერძნეთის მოქალაქეც დააკავეს. მისი თქმით, შემთხვევა კალამატას რაიონში, მესინიაში მოხდა.
ძიების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დაკავებულები 54 წლის არქიეპისკოპოს სახლში შაბათ ღამით ესტუმრნენ. მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდგაც ეჭვმიტანილებმა სასულიერო პირს ჯერ მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში, შემდეგ კი ტანსაცმლის გამოყენებით დაახრჩვეს. ჯერჯერობით უცნობია, წაღებულია თუ არა სახლიდან რაიმე ნივთი. მიმდინარეობს ძიება.