მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რკინის კაცი" საბრძოლველად ემზადება
"რკინის კაცი" საბრძოლველად ემზადება

მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში, ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი TALOS-ის ტი­პის სამ­ხედ­რო ეკი­პი­რე­ბის გა­მოც­დას და­ი­წყე­ბენ, რო­მელ­საც ამე­რი­კულ­მა პრე­სამ "რკი­ნის კაცი" შე­არ­ქვა. გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ, აშშ-ის ად­მი­რალ­მა უი­ლი­ამ მაკ-რე­ი­ვენ­მა გა­ავ­რცე­ლა. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი თვი­თო­ე­უ­ლი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის საბ­რძო­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლის ზრდაა. ამის მიღ­წე­ვა ორი კომ­პო­ნენ­ტის ხარ­ჯზე იგეგ­მე­ბა - ეგ­ზო­ჩონ­ჩხი, რო­მე­ლიც ჯა­რის­კა­ცის დაც­ვის და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა და ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც "რკი­ნის კაც­ში" იქ­ნე­ბა ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

TALOS-ის შექ­მნა­ში 16 სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო, 13 უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 10 ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია და 56 სამ­რეწ­ვე­ლო კორ­პო­რა­ცია მო­ნა­წი­ლე­ობს. "რკი­ნის კა­ცის" სა­ერ­თო დი­ზა­ი­ნი მკაც­რა­დაა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი.

2014 წლის ივ­ნი­სის­თვის საპი პრო­ტო­ტი­პის დამ­ზა­დე­ბა მო­ეს­წრე­ბა. მთლი­ა­ნად ეკი­პი­რე­ბას კი ამე­რი­კის არ­მია შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, 2018 წელს მი­ი­ღებს. მაკ-რე­ი­ვე­ნის გან­მარ­ტე­ბით, ზა­ფხულ­ში მხო­ლოდ TALOS-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ ეგ­ზო­ჩონ­ჩხს გა­მოც­დი­ან. დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან ერ­თად, ის ჯა­რის­კაცს მძი­მე ტვირ­თე­ბის გა­და­ტა­ნა­სა და ეკი­პი­რე­ბის ტა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

TALOS-ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯავ­შან­ჩა­ფხუ­ტი შევა, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბი­სა და გა­და­მუ­შა­ვე­ბის სის­ტე­მით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი. მისი გა­მო­სახ­ვა ჩა­ფხუ­ტის დამ­ცავ მი­ნა­ზე მოხ­დე­ბა.

ფი­ზი­კურ­თან ერ­თად, "რკი­ნის კაცი" ჯა­რის­კა­ცე­ბის საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც გაზ­რდის. მის კომ­პლექ­ტში სით­ბო­ვი­ზო­რი და ღა­მის ხედ­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბაც შევა.

ამე­რი­კელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა TALOS-ს "რკი­ნის კაცი" ამა­ოდ როდი შე­არ­ქვეს. ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ბლოგ­ბას­ტე­რის პერ­სო­ნა­ჟის მსგავ­სად, სამ­ხედ­რო ვა­რი­ანტზეც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა დე­ტექ­ტო­რე­ბი და სენ­სო­რე­ბი იქ­ნე­ბა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ისი­ნი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­ცე­მის რიტმს, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას, დაღ­ლი­ლო­ბის დო­ნეს გა­ა­კონ­ტო­ლე­ბენ და მთელს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მე­თა­უ­რო ცენ­ტრში გა­დას­ცე­მენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

"რკინის კაცი" საბრძოლველად ემზადება

"რკინის კაცი" საბრძოლველად ემზადება

მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელი სამხედროები TALOS-ის ტიპის სამხედრო ეკიპირების გამოცდას დაიწყებენ, რომელსაც ამერიკულმა პრესამ "რკინის კაცი" შეარქვა. განცხადება ამის შესახებ, აშშ-ის ადმირალმა უილიამ მაკ-რეივენმა გაავრცელა. პროექტის მიზანი თვითოეული ამერიკელი ჯარისკაცის საბრძოლო პოტენციალის ზრდაა. ამის მიღწევა ორი კომპონენტის ხარჯზე იგეგმება - ეგზოჩონჩხი, რომელიც ჯარისკაცის დაცვის და ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდას მოემსახურება და ელექტრონული სისტემები, რომლებიც "რკინის კაცში" იქნება ჩამონტაჟებული.

TALOS-ის შექმნაში 16 სახელმწიფო სააგენტო, 13 უნივერსიტეტი, 10 ნაციონალური ლაბორატორია და 56 სამრეწველო კორპორაცია მონაწილეობს. "რკინის კაცის" საერთო დიზაინი მკაცრადაა გასაიდუმლოებული.

2014 წლის ივნისისთვის საპი პროტოტიპის დამზადება მოესწრება. მთლიანად ეკიპირებას კი ამერიკის არმია შეიარაღებაში სავარაუდოდ, 2018 წელს მიიღებს. მაკ-რეივენის განმარტებით, ზაფხულში მხოლოდ TALOS-ის შემადგენლობაში შემავალ ეგზოჩონჩხს გამოცდიან. დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, ის ჯარისკაცს მძიმე ტვირთების გადატანასა და ეკიპირების ტარებაში დაეხმარება.

TALOS-ის შემადგენლობაში სპეციალური ჯავშანჩაფხუტი შევა, რომელიც ინფორმაციის შეგროვებისა და გადამუშავების სისტემით იქნება აღჭურვილი. მისი გამოსახვა ჩაფხუტის დამცავ მინაზე მოხდება.

ფიზიკურთან ერთად, "რკინის კაცი" ჯარისკაცების საბრძოლო შესაძლებლობებსაც გაზრდის. მის კომპლექტში სითბოვიზორი და ღამის ხედვის მოწყობილობაც შევა.

ამერიკელმა ჟურნალისტებმა TALOS-ს "რკინის კაცი" ამაოდ როდი შეარქვეს. ცნობილი ჰოლივუდური ბლოგბასტერის პერსონაჟის მსგავსად, სამხედრო ვარიანტზეც დიდი რაოდენობით სხვადასხვა დეტექტორები და სენსორები იქნება დამონტაჟებული. ისინი ადამიანის გულისცემის რიტმს, სხეულის ტემპერატურას, დაღლილობის დონეს გააკონტოლებენ და მთელს ინფორმაციას სამეთაურო ცენტრში გადასცემენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"