მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყეში მოძებნილი ყვავილებით ნაყიდი პური
ტყეში მოძებნილი ყვავილებით ნაყიდი პური

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გუ­რი­ან­თა­ში მცხოვ­რე­ბი მა­ხალ­დი­ა­ნე­ბის სამ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ერთ-ოთა­ხი­ან ფიც­რულ­ში ცხოვ­რობს. ოჯახს სა­ყა­ნე ფარ­თო­ბე­ბიც კი არ აქვს, მე­წყერ­მა წა­ი­ღო და ახლა მათ ერ­თა­დერთ შე­მო­სა­ვალს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. ოჯა­ხის უფ­რო­სი რო­ლანდ მა­ხალ­დი­ა­ნი მექ­ნი­ზა­ტო­რია და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ სერ­თი­ფი­კა­ტიც აიღო, თუმ­ცა მისი თქმით, მუ­შა­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს და­ა­წყე­ბი­ნეს. ის პე­რი­ო­დუ­ლად ბარ­ვა­სა და შე­შის ჭრა­ზეც მუ­შა­ობს, მაგ­რამ ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა და ანა­ზღა­უ­რე­ბა იმ­დე­ნად მი­ზე­რუ­ლია, რომ არა­ფერ­ში ყოფ­ნით.

ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ზა­ი­რა ხურ­ცი­ძე ტყე­ში, მან­და­რი­ნის ძი­რებ­ში ყვა­ვი­ლებს ეძებს, რო­მელ­საც მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი 20 თეთ­რად ყი­დის, ფუ­ლით კი პურს ყი­დუ­ლო­ბენ.

"ეს ქო­ხიც ინ­გრე­ვა - მიწა ფეხ­ქვეშ გვეშ­ლე­ბა, მე­წყე­რი ჩა­მო­წო­ლი­ლია და თან­და­თან მი­აქვს. ყვე­ლა გაწ­ვი­მე­ბა­ზე იმის შიში გვაქვს, მიწა არ გას­კდეს და თან არ ჩაგ­ვი­ყო­ლოს. ასე ვცხოვ­რობთ და არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბას არ გვაქ­ცევს. ვის არ მივ­მარ­თეთ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. ჩვე­ნი სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა ბახ­ვა კვერ­ღე­ლი­ძემ მი­თხრა, შენ რომ ჩემ­სკენ ყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყუ­რა­დღე­ბას მო­გაქ­ცევ­დიო, მე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ვუ­ჭერ­დი მხარს, რო­გორც კი გა­მოჩ­ნდნენ, 2011 წლი­დან. ამი­ტომ გა­და­მე­კიდ­ნენ. ტე­ლე­ვი­ზო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­ჩუ­ქა­რია, ან­ტე­ნას­თან ერ­თად. ამის გამო გა­მა­წა­მეს - ყვე­ლა მე­სა­მე თვე­ში მიხ­სნიდ­ნენ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას. 9 გან­ცხა­დე­ბა მაქვს და­წე­რი­ლი. გამ­გე­ბელ­თან არ ვყო­ფილ­ვარ, იმი­ტომ რომ ისიც მი­სი­ა­ნია, მფარ­ვე­ლობს დე­პუ­ტატს და რწმუ­ნე­ბულს. მე "კარ­ვებ­ში" თვე­ნა­ხე­ვა­რი ვი­ჯე­ქი და არ ვიცი, რა­საც წარ­მო­ად­გენს? "ნი­ღა­ბა­ფა­რე­ბუ­ლი მე­ლი­ე­ბი" არი­ან დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლიც კი შე­ვი­ტა­ნეთ. ამი­ტომ არ მაქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას", - ამ­ბობს ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი.

ოჯახს გუ­ბერ­ნა­ტო­რის დახ­მა­რე­ბის იმე­დი­ღა აქვს.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ტყეში მოძებნილი ყვავილებით ნაყიდი პური

ტყეში მოძებნილი ყვავილებით ნაყიდი პური

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები მახალდიანების სამსულიანი ოჯახი ერთ-ოთახიან ფიცრულში ცხოვრობს. ოჯახს საყანე ფართობებიც კი არ აქვს, მეწყერმა წაიღო და ახლა მათ ერთადერთ შემოსავალს სოციალური დახმარება წარმოადგენს. ოჯახის უფროსი როლანდ მახალდიანი მექნიზატორია და გამოცდების ჩაბარების შემდეგ სერთიფიკატიც აიღო, თუმცა მისი თქმით, მუშაობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს დააწყებინეს. ის პერიოდულად ბარვასა და შეშის ჭრაზეც მუშაობს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება და ანაზღაურება იმდენად მიზერულია, რომ არაფერში ყოფნით.

ოჯახის დიასახლისი ზაირა ხურციძე ტყეში, მანდარინის ძირებში ყვავილებს ეძებს, რომელსაც მისი მცირეწლოვანი შვილი 20 თეთრად ყიდის, ფულით კი პურს ყიდულობენ.

"ეს ქოხიც ინგრევა - მიწა ფეხქვეშ გვეშლება, მეწყერი ჩამოწოლილია და თანდათან მიაქვს. ყველა გაწვიმებაზე იმის შიში გვაქვს, მიწა არ გასკდეს და თან არ ჩაგვიყოლოს. ასე ვცხოვრობთ და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ვის არ მივმართეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩვენი სოფლის რწმუნებულმა ბახვა კვერღელიძემ მითხრა, შენ რომ ჩემსკენ ყოფილიყავი, ყურადღებას მოგაქცევდიო, მე "ქართულ ოცნებას" ვუჭერდი მხარს, როგორც კი გამოჩნდნენ, 2011 წლიდან. ამიტომ გადამეკიდნენ. ტელევიზორი ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარია, ანტენასთან ერთად. ამის გამო გამაწამეს - ყველა მესამე თვეში მიხსნიდნენ სოციალურ დახმარებას. 9 განცხადება მაქვს დაწერილი. გამგებელთან არ ვყოფილვარ, იმიტომ რომ ისიც მისიანია, მფარველობს დეპუტატს და რწმუნებულს. მე "კარვებში" თვენახევარი ვიჯექი და არ ვიცი, რასაც წარმოადგენს? "ნიღაბაფარებული მელიები" არიან დღეს ხელისუფლებაში. პროკურატურაში სარჩელიც კი შევიტანეთ. ამიტომ არ მაქცევენ ყურადღებას", - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

ოჯახს გუბერნატორის დახმარების იმედიღა აქვს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა