პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო შავგულიძის პირველი სიყვარული და სინდიოფალებისთვის გადახდილი პანაშვიდი
ნინო შავგულიძის პირველი სიყვარული და სინდიოფალებისთვის გადახდილი პანაშვიდი

სე­რი­ა­ლის - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" მსა­ხი­ო­ბი ნინო შავ­გუ­ლი­ძე რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მუ­შა­ობს. ის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ორ­მა­გად მხი­ა­რუ­ლი და აქ­ტი­უ­რია, ვიდ­რე სე­რი­ალ­ში ჩანს. ნი­ნოს არ უყ­ვარს იმი­ჯის ხში­რი ცვლა. ის უპი­რა­ტე­სო­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოსს ანი­ჭებს. მი­აჩ­ნია, რომ ბავ­შვო­ბის შემ­დეგ გა­რეგ­ნუ­ლად დი­დად არ შეც­ვლი­ლა.

- სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა გიყ­ვარს?

- ფო­ტოს გა­და­ღე­ბა მიყ­ვარს მა­შინ, როცა მინ­და, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი სა­მუ­და­მოდ და­მა­მახ­სოვ­რდეს. სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მიც გვაქვს, რო­მელ­შიც სუ­რა­თე­ბი ძი­რი­თა­დად, ჩა­წე­ბე­ბუ­ლია. რა­ტომ? - ვი­ნა­ი­დან მე და ჩემ­მა დამ პა­ტა­რა­ო­ბი­სას თით­ქმის ყვე­ლა ფოტო დავ­ჭე­რით, ოჯა­ხის წევ­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, ფო­ტო­ე­ბი ალ­ბომ­ში ჩა­ე­წე­ბე­ბი­ნათ. არა­და, როცა მათ ვჭრი­დით, გვე­გო­ნა, კარგ საქ­მეს ვა­კე­თებ­დით. მახ­სოვს, ამის გამო ერთხელ სა­მა­გა­ლი­თოდ და­ვი­სა­ჯეთ (იცი­ნის). ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ყვე­ლა ფოტო მიყ­ვარს.

- რო­გო­რი ბავ­შვი იყა­ვი? თა­ნა­ტო­ლე­ბი­სა­გან რით გა­მო­ირ­ჩე­ო­დი?

- აქ­ტი­უ­რი და მო­უს­ვე­ნა­რი გახ­ლდით. თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან იმით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, რომ ყვე­ლა მიყ­ვარ­და და ყვე­ლას­თან ვმე­გობ­რობ­დი.

ყუ­რე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში გა­მიხვრი­ტეს, როცა ბაღ­ში დავ­დი­ო­დი და მახ­სოვს, იქ სა­ყუ­რე­ე­ბით რომ მი­ვე­დი, თავი პრინ­ცე­სა მე­გო­ნა. პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც სა­ბავ­შვო ბაღ­ში მეწ­ვია: ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე იყო და მას "მა­ი­კას" ვე­ძახ­დი. ის სუ­რა­თე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რად ვარ ჩაც­მუ­ლი, სწო­რედ ბაღ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი (იცი­ნის).

- ამ სუ­რათ­ზე მშობ­ლებ­თან ერ­თად ხარ, არა?

- ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი მყავს. ორი­ვე ხელს მი­წყობს და მეხ­მა­რე­ბა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თა­ვი­დან დე­დას არ უნ­დო­და, რომ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ახლა ამა­ყობს ჩე­მით. მამა კი თა­ვი­დან­ვე ხელს მი­წყობ­და, მოს­წონ­და ჩემი არ­ჩე­ვა­ნი. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ვგა­ვარ მა­მას.

- ეს სუ­რა­თი სად არის გა­და­ღე­ბუ­ლი?

- კი­კეთ­ში. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად, კი­კეთ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი სწო­რედ ამ ად­გილს უკავ­შირ­დე­ბა. იქ ყო­ველ წელს 15 ოჯა­ხი მა­ინც ავ­დი­ო­დით და­სას­ვე­ნებ­ლად და ფან­ტას­ტი­კურ, და­უ­ვი­წყარ სამ თვეს ვა­ტა­რებ­დით. მშობ­ლე­ბი "კინგს" თა­მა­შობ­დნენ, ჩვენ - ბავ­შვე­ბი კი თავს რით აღარ ვირ­თობ­დით. ბო­ლოს, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რომ ამოვ­წუ­რეთ და გა­სარ­თო­ბი ვე­რა­ფე­რი ვი­პო­ვეთ, ძლი­ე­რი სი­ცხის­გან და­ხო­ცი­ლი სინ­დი­ო­ფა­ლე­ბი და­ვა­საფ­ლა­ვეთ და პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ვუ­ხა­დეთ (იცი­ნის).

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ზე რას იტყვი, მოს­წავ­ლე რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი?

- აი, ეს ფოტო, სა­დაც თეთ­რი სა­ყე­ლო მი­კე­თია, სკო­ლის პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- სას­კო­ლო ფორ­მა გაც­ვია?

- არა, მა­შინ ფორ­მა აღა­რა­ვის ეცვა. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა არც გათ­ბო­ბა გვქონ­და, არც - შუქი და ხან­და­ხან არც გაკ­ვე­თი­ლე­ბი გვი­ტარ­დე­ბო­და. რომ გი­თხრათ, - სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარ­და-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. სა­ერ­თოდ, დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და მა­ნამ, ვიდ­რე არ გა­ვი­ზარ­დე. არ მეს­მის, სა­ში­ნელ სი­ცი­ვე­ში, წვი­მა­ში, თო­ვა­ში გას­ვლის ან გა­ყი­ნულ ცივ საკ­ლა­სო ოთახ­ში ჯდო­მის სურ­ვი­ლი რა­ტომ უნდა მქო­ნო­და? ერ­თა­დერ­თი, რის­თვი­საც სკო­ლა­ში მის­ვლა მი­ხა­რო­და, ის იყო, რომ იქ კლა­სე­ლებს ვნა­ხუ­ლობ­დი. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ეს დღემ­დე ასეა.

- შენს ფო­ტო­ალ­ბომ­ში ბა­ბუ­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თიც არის.

- ეს ფოტო ბა­თუმ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ბა­ბუა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. მკაც­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი კაცი იყო. მას­თან ბევ­რი ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს. მას მე და ჩემი და თით­ქმის ყო­ველ კვი­რას, თა­ვის დას­თან დავ­ყავ­დით. იქ ცო­ტას და­ლევ­და და გზა­ში სულ ერ­თსა და იმა­ვე ამ­ბავს გვიყ­ვე­ბო­და: რო­გორ და­ე­ცა ამ გზა­ზე და რო­გორ და­ებ­ნა კა­რა­ლი­ო­კი. შემ­დეგ გა­მოც­დას გვი­წყობ­და. გვე­კი­თხე­ბო­და: აბა, ის ად­გი­ლი მა­ნახ­ვეთ, სა­დაც კა­რა­ლი­ო­კი და­მებ­ნაო. ვინც პირ­ვე­ლი ვი­ტყო­დით, რა­ი­მე­თი გვა­ჯილ­დო­ებ­და.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტო­ბი­სას რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი?

- აი, ეს სტუ­დენ­ტო­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა. უნდა გი­თხრათ, რომ რო­გო­რი "კოპ­ლე­ბი­ა­ნი კა­ბაც" ვი­ყა­ვი, ისე­თი­ვე დავ­რჩი (იცი­ნის). სა­ერ­თოდ, იშ­ვი­ა­თად ვიპ­რან­ჭე­ბი... 7 წლის ასაკ­ში ნათ­ლი­ამ ხუმ­რო­ბით, მა­კი­ა­ჟი გა­მი­კე­თა. მახ­სოვს, მა­შინ დედა ორი­ვეს გაგ­ვიბ­რაზ­და და სახე საპ­ნით და­მა­ბა­ნი­ნა... სე­რი­ო­ზუ­ლი მა­კი­ა­ჟი 15-16 წლის ასაკ­ში გა­ვი­კე­თე, მა­შინ უკვე სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. მომ­წონს, როცა ცო­ტა­ო­დე­ნი პუდ­რი და თვა­ლის ჩრდი­ლი მის­ვია; ხან­და­ხან პო­მა­დის წას­მაც მიყ­ვარს.

- რო­გორც ვა­ტყობ, ბავ­შვო­ბის შემ­დეგ თმა აღარ შე­გიჭ­რია...

- ერთხელ კარე მქონ­და შეჭ­რი­ლი. ვფიქ­რობ, მიხ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, - გრძე­ლი თმა უფრო მე­ტად გიხ­დე­ბაო. ჰოდა, ამი­ტო­მაც, შეჭ­რას ვე­რი­დე­ბი. თმა არა­სო­დეს შე­მი­ღე­ბავს. რა­ტომ­ღაც, ასე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი მა­ში­ნებს (იღი­მის).

- მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს ხში­რად იც­ვამ?

- არ მიყ­ვარს მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, არც ვიც­ვამ. ბავ­შვო­ბა­ში უფრო მიყ­ვარ­და "ქუს­ლებ­ზე" "აწოწ­ვა". ახლა, ოღონდ კე­დე­ბი მეც­ვას და სხვა არა­ფე­რი მინ­და.

- ჩაც­მის თა­ვი­სუ­ფალ სტილს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, არა?

- შო­პინ­გის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ჩემი გარ­დე­რო­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მო­სით არის სავ­სე. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სა­მოს­ში კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დე თავს. თუმ­ცა, მაქვს კლა­სი­კუ­რი სტი­ლის ტან­საც­მე­ლიც, რომ­ლის ჩაც­მას ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ზი­კუ­რად ვერ ვა­ხერ­ხებ.

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი გიყ­ვარს?

- კი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ყუ­რე და სა­ა­თი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­სე­სუ­ა­რია.

- ამ სუ­რა­თი­დან ჩანს, რომ მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბა გე­ხერ­ხე­ბა. ასეა?

- ჩემს ალ­ბომ­ში ბევრ ასეთ ფო­ტოს ნა­ხავთ (იცი­ნის). უკვე 5 წე­ლია, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი მყავს და მის შე­კე­თე­ბა­ში ხში­რად ვეხ­მა­რე­ბი ხოლ­მე ხე­ლოს­ნებს, რომ­ლე­ბიც უკვე კარ­გად მიც­ნო­ბენ. ნომ­რი­დან და სე­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემს მან­ქა­ნას "ცი­ცი­ნო" და­ვარ­ქვი. ჰოდა, ცი­ცი­ნოს რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის სა­ბუ­რა­ვე­ბის პრობ­ლე­მა აქვს და ხში­რად მი­წევს ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ა­ში მისი მიყ­ვა­ნა.

- რო­გო­რი მძღო­ლი ხარ? პატ­რულ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უკვე 5 წე­ლია, სა­ჭეს ვმარ­თავ და არც ერთი ჯა­რი­მა არ მომ­სვლია, ვფიქ­რობ, კარ­გი მძღო­ლი ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა პატ­რულს: მათ­თან ვმე­გობ­რობ. "სულ ჩე­მე­ბი, სულ კა­ე­ბი" არი­ან (იცი­ნის) და პა­ტარ-პა­ტა­რა დარ­ღვე­ვებს მპა­ტი­ო­ბენ ხოლ­მე.

- მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ა­ლით გა­გიც­ნო. შენი გმი­რი - თა­მუ­ნა ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი და მხი­ა­რუ­ლია. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რი ხარ?

- უნდა გი­თხრათ, რომ რე­ა­ლუ­რად ორ­მა­გად ენერ­გი­უ­ლი და მხი­ა­რუ­ლი ვარ. სე­რი­ალ­ზე კარ­გი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. ჩემი პარტნი­ო­რი - რო­ლან­დი ამ სე­რი­ა­ლის წყა­ლო­ბით გა­ვი­ცა­ნი. მას­თან მუ­შა­ო­ბა ცოტა რთუ­ლია, მაგ­რამ ეს ამ­ხე­ლა კაცი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ბუ­ზღუ­ნაა. რო­ლან­დი ხან წერ­ტი­ლას მე­ძა­ხის, ხა­ნაც - კო­ღოს, მე კი დევი-კაცი შე­ვარ­ქვი. ვერ შე­ვაგ­ნე­ბი­ნე, რომ მე კი არ ვარ და­ბა­ლი, არა­მედ ის არის ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი (იცი­ნის).

- სუ­რა­თე­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­თან და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან ერ­თად გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი...

- იას­თან და გი­ორ­გის­თან მუ­შა­ო­ბა მო­მიხ­და იმ პე­რი­ოდ­ში, როცა იღებ­დნენ ფილ­მს - "თბი­ლი­სო, მე შენ მიყ­ვარ­ხარ" და ეს ფო­ტო­ე­ბიც მა­შინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. უნდა გი­თხრათ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ღლონ­ტი გახ­ლდათ. ამ ფილმში ასე­ვე, თა­მა­შობ­და პა­ა­ტა პა­პუ­აშ­ვი­ლი. ფილ­მის პრე­მი­ე­რა 20 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და ყვე­ლას გე­ლო­დე­ბით. იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი მა­ყუ­რებ­ლის მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს.

- სუ­რა­თე­ბი­დან ჩანს, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი მოგ­წონს...

- ნამ­დვი­ლად ასეა. ახა­ლი კერ­ძე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა და მომ­ზა­დე­ბა მიყ­ვარს. ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვი­ყავი და გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნებ­ში მი­წევ­და მის­ვლა, სა­დაც მზა­რე­უ­ლე­ბი სა­ფირ­მო კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ. ჰოდა, მეც სწო­რედ მა­შინ ვის­წავ­ლე ბევ­რი "გემ­რი­ე­ლო­ბის" გა­კე­თე­ბა.

- გარ­და იმი­სა, რომ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ, კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობ?

- რა­დი­ო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვარ. ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლა­ვართ თე­ატ­რში და მუ­შა­ო­ბას ვი­წყებ ახალ არხზეც - "ტვ 11", სა­დაც ერთ-ერთ გა­და­ცე­მას წა­ვიყ­ვან. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც ვი­სა­უბ­როთ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მაქვს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს, ამ­ჟა­მად სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ შენს სიმ­პა­თი­ას?

- სე­რი­ო­ზუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი მომ­წონს.

- სე­რი­ალ­ში შენი გმი­რი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნია. შენ თუ ხარ ეჭ­ვი­ა­ნი?

- სი­ნამ­დვი­ლე­შიც ეჭ­ვი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ თა­მუ­ნას ნამ­დვი­ლად ვერ შე­ვედ­რე­ბი (იცი­ნის).

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნინო შავგულიძის პირველი სიყვარული და სინდიოფალებისთვის გადახდილი პანაშვიდი

ნინო შავგულიძის პირველი სიყვარული და სინდიოფალებისთვის გადახდილი პანაშვიდი

სერიალის - "ჩვენი ამბავი" მსახიობი ნინო შავგულიძე რამდენიმე ადგილას მუშაობს. ის რეალურ ცხოვრებაში ორმაგად მხიარული და აქტიურია, ვიდრე სერიალში ჩანს. ნინოს არ უყვარს იმიჯის ხშირი ცვლა. ის უპირატესობას თავისუფალი სტილის სამოსს ანიჭებს. მიაჩნია, რომ ბავშვობის შემდეგ გარეგნულად დიდად არ შეცვლილა.

- სურათების გადაღება გიყვარს?

- ფოტოს გადაღება მიყვარს მაშინ, როცა მინდა, რომ კონკრეტული სასიამოვნო მომენტი სამუდამოდ დამამახსოვრდეს. საოჯახო ალბომიც გვაქვს, რომელშიც სურათები ძირითადად, ჩაწებებულია. რატომ? - ვინაიდან მე და ჩემმა დამ პატარაობისას თითქმის ყველა ფოტო დავჭერით, ოჯახის წევრები იძულებულები გახდნენ, ფოტოები ალბომში ჩაეწებებინათ. არადა, როცა მათ ვჭრიდით, გვეგონა, კარგ საქმეს ვაკეთებდით. მახსოვს, ამის გამო ერთხელ სამაგალითოდ დავისაჯეთ (იცინის). ბავშვობის დროინდელი ყველა ფოტო მიყვარს.

- როგორი ბავშვი იყავი? თანატოლებისაგან რით გამოირჩეოდი?

- აქტიური და მოუსვენარი გახლდით. თანატოლებისგან იმით გამოვირჩეოდი, რომ ყველა მიყვარდა და ყველასთან ვმეგობრობდი.

ყურები იმ პერიოდში გამიხვრიტეს, როცა ბაღში დავდიოდი და მახსოვს, იქ საყურეებით რომ მივედი, თავი პრინცესა მეგონა. პირველი სიყვარულიც საბავშვო ბაღში მეწვია: ჩემი შეყვარებული გიორგი მაისურაძე იყო და მას "მაიკას" ვეძახდი. ის სურათები, სადაც ადამიანურად ვარ ჩაცმული, სწორედ ბაღშია გადაღებული (იცინის).

- ამ სურათზე მშობლებთან ერთად ხარ, არა?

- ძალიან კარგი მშობლები მყავს. ორივე ხელს მიწყობს და მეხმარება ჩემს საქმიანობაში. თავიდან დედას არ უნდოდა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ ახლა ამაყობს ჩემით. მამა კი თავიდანვე ხელს მიწყობდა, მოსწონდა ჩემი არჩევანი. საერთოდ, ძალიან ვგავარ მამას.

- ეს სურათი სად არის გადაღებული?

- კიკეთში. მთელი ბავშვობა მეგობრებთან ერთად, კიკეთში მაქვს გატარებული და აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი მოგონებები სწორედ ამ ადგილს უკავშირდება. იქ ყოველ წელს 15 ოჯახი მაინც ავდიოდით დასასვენებლად და ფანტასტიკურ, დაუვიწყარ სამ თვეს ვატარებდით. მშობლები "კინგს" თამაშობდნენ, ჩვენ - ბავშვები კი თავს რით აღარ ვირთობდით. ბოლოს, საკუთარი შესაძლებლობები რომ ამოვწურეთ და გასართობი ვერაფერი ვიპოვეთ, ძლიერი სიცხისგან დახოცილი სინდიოფალები დავასაფლავეთ და პანაშვიდი გადავუხადეთ (იცინის).

- სკოლის პერიოდზე რას იტყვი, მოსწავლე როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს ფოტო, სადაც თეთრი საყელო მიკეთია, სკოლის პერიოდშია გადაღებული.

- სასკოლო ფორმა გაცვია?

- არა, მაშინ ფორმა აღარავის ეცვა. ეს ის პერიოდი იყო, როცა არც გათბობა გვქონდა, არც - შუქი და ხანდახან არც გაკვეთილები გვიტარდებოდა. რომ გითხრათ, - სკოლაში სიარული მიყვარდა-მეთქი, მოგატყუებთ. საერთოდ, დილით გაღვიძების პრობლემა მქონდა მანამ, ვიდრე არ გავიზარდე. არ მესმის, საშინელ სიცივეში, წვიმაში, თოვაში გასვლის ან გაყინულ ცივ საკლასო ოთახში ჯდომის სურვილი რატომ უნდა მქონოდა? ერთადერთი, რისთვისაც სკოლაში მისვლა მიხაროდა, ის იყო, რომ იქ კლასელებს ვნახულობდი. ჩვენ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ეს დღემდე ასეა.

- შენს ფოტოალბომში ბაბუასთან ერთად გადაღებული სურათიც არის.

- ეს ფოტო ბათუმშია გადაღებული. ბაბუა ძალიან მიყვარდა. მკაცრი და სამართლიანი კაცი იყო. მასთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. მას მე და ჩემი და თითქმის ყოველ კვირას, თავის დასთან დავყავდით. იქ ცოტას დალევდა და გზაში სულ ერთსა და იმავე ამბავს გვიყვებოდა: როგორ დაეცა ამ გზაზე და როგორ დაებნა კარალიოკი. შემდეგ გამოცდას გვიწყობდა. გვეკითხებოდა: აბა, ის ადგილი მანახვეთ, სადაც კარალიოკი დამებნაო. ვინც პირველი ვიტყოდით, რაიმეთი გვაჯილდოებდა.

- სკოლის დამთავრების შემდეგ, სტუდენტობისას როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს სტუდენტობის დროს გადაღებული ფოტოა. უნდა გითხრათ, რომ როგორი "კოპლებიანი კაბაც" ვიყავი, ისეთივე დავრჩი (იცინის). საერთოდ, იშვიათად ვიპრანჭები... 7 წლის ასაკში ნათლიამ ხუმრობით, მაკიაჟი გამიკეთა. მახსოვს, მაშინ დედა ორივეს გაგვიბრაზდა და სახე საპნით დამაბანინა... სერიოზული მაკიაჟი 15-16 წლის ასაკში გავიკეთე, მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი. მომწონს, როცა ცოტაოდენი პუდრი და თვალის ჩრდილი მისვია; ხანდახან პომადის წასმაც მიყვარს.

- როგორც ვატყობ, ბავშვობის შემდეგ თმა აღარ შეგიჭრია...

- ერთხელ კარე მქონდა შეჭრილი. ვფიქრობ, მიხდებოდა, მაგრამ მაინც, ყველა აღნიშნავდა, - გრძელი თმა უფრო მეტად გიხდებაო. ჰოდა, ამიტომაც, შეჭრას ვერიდები. თმა არასოდეს შემიღებავს. რატომღაც, ასეთი ექსპერიმენტები მაშინებს (იღიმის).

- მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად იცვამ?

- არ მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თუ აუცილებელი არ არის, არც ვიცვამ. ბავშვობაში უფრო მიყვარდა "ქუსლებზე" "აწოწვა". ახლა, ოღონდ კედები მეცვას და სხვა არაფერი მინდა.

- ჩაცმის თავისუფალ სტილს ანიჭებ უპირატესობას, არა?

- შოპინგის მოყვარული ადამიანი ვარ. ჩემი გარდერობი ყოველდღიური, თავისუფალი სტილის სამოსით არის სავსე. ჩემთვის მთავარია, რეპეტიციებზე სამოსში კომფორტულად ვგრძნობდე თავს. თუმცა, მაქვს კლასიკური სტილის ტანსაცმელიც, რომლის ჩაცმას ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ ვახერხებ.

- აქსესუარები გიყვარს?

- კი, ძალიან მიყვარს. საყურე და საათი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია.

- ამ სურათიდან ჩანს, რომ მანქანის შეკეთება გეხერხება. ასეა?

- ჩემს ალბომში ბევრ ასეთ ფოტოს ნახავთ (იცინის). უკვე 5 წელია, საკუთარი ავტომობილი მყავს და მის შეკეთებაში ხშირად ვეხმარები ხოლმე ხელოსნებს, რომლებიც უკვე კარგად მიცნობენ. ნომრიდან და სერიიდან გამომდინარე, ჩემს მანქანას "ციცინო" დავარქვი. ჰოდა, ციცინოს რატომღაც, ყოველთვის საბურავების პრობლემა აქვს და ხშირად მიწევს ვულკანიზაციაში მისი მიყვანა.

- როგორი მძღოლი ხარ? პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 5 წელია, საჭეს ვმართავ და არც ერთი ჯარიმა არ მომსვლია, ვფიქრობ, კარგი მძღოლი ვარ. რაც შეეხება პატრულს: მათთან ვმეგობრობ. "სულ ჩემები, სულ კაები" არიან (იცინის) და პატარ-პატარა დარღვევებს მპატიობენ ხოლმე.

- მაყურებელმა სერიალით გაგიცნო. შენი გმირი - თამუნა ძალიან ენერგიული და მხიარულია. რეალურ ცხოვრებაში როგორი ხარ?

- უნდა გითხრათ, რომ რეალურად ორმაგად ენერგიული და მხიარული ვარ. სერიალზე კარგი ჯგუფი მუშაობს. ჩემი პარტნიორი - როლანდი ამ სერიალის წყალობით გავიცანი. მასთან მუშაობა ცოტა რთულია, მაგრამ ეს ამხელა კაცი ყველაზე საყვარელი ბუზღუნაა. როლანდი ხან წერტილას მეძახის, ხანაც - კოღოს, მე კი დევი-კაცი შევარქვი. ვერ შევაგნებინე, რომ მე კი არ ვარ დაბალი, არამედ ის არის ზედმეტად მაღალი (იცინის).

- სურათები ია სუხიტაშვილთან და გიორგი ყიფშიძესთან ერთად გაქვს გადაღებული...

- იასთან და გიორგისთან მუშაობა მომიხდა იმ პერიოდში, როცა იღებდნენ ფილმს - "თბილისო, მე შენ მიყვარხარ" და ეს ფოტოებიც მაშინ არის გადაღებული. უნდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობა ძალიან მომეწონა. ფილმის რეჟისორი ლევან ღლონტი გახლდათ. ამ ფილმში ასევე, თამაშობდა პაატა პაპუაშვილი. ფილმის პრემიერა 20 თებერვალს, საქართველოს კინოთეატრებში გაიმართება და ყველას გელოდებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნამუშევარი მაყურებლის მოწონებას დაიმსახურებს.

- სურათებიდან ჩანს, რომ სამზარეულოში ტრიალი მოგწონს...

- ნამდვილად ასეა. ახალი კერძე­ბის გამოგონება და მომზადება მიყვარს. ერთ-ერთ ტელევიზიაში კუ­ლინარიული გადაცემის წამყვანი ვი­ყავი და გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, თბილისის საუკეთესო რესტორნებში მიწევდა მისვლა, სადაც მზარეულები საფირმო კერძებს ამზადებდნენ. ჰოდა, მეც სწორედ მაშინ ვისწავლე ბევრი "გემრიელობის" გაკეთება.

- გარდა იმისა, რომ სერიალში მონაწილეობ, კიდევ რას საქმიანობ?

- რადიოში მუსიკალური გადაცემის წამყვანი ვარ. ასევე, დაკავებული გახლავართ თეატრში და მუშაობას ვიწყებ ახალ არხზეც - "ტვ 11", სადაც ერთ-ერთ გადაცემას წავიყვან. მოკლედ, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ.

- პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. შეყვარებული გყავს?

- პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს. შეყვარებული არ მყავს, ამჟამად სრულიად თავისუფალი ადამიანი ვარ.

- როგორი მამაკაცები იმსახურებენ შენს სიმპათიას?

- სერიოზული და ყურადღებიანი მამაკაცები მომწონს.

- სერიალში შენი გმირი ძალიან ეჭვიანია. შენ თუ ხარ ეჭვიანი?

- სინამდვილეშიც ეჭვიანი ვარ, მაგრამ თამუნას ნამდვილად ვერ შევედრები (იცინის).

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება