პიანისტი თათია შარანგია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუღლეს, სანდრო შელიას სიყვარულს საჯაროდ უხსნის.
"სან! მადლობთ, რომ არსებობ! მადლობთ, იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის რასაც აფრქვევ ყოველღიურად! მადლობთ, იმ სიხარულის ზღვისთვის, რაშიც ვიმყოფები ყოველ წამს შენი წყალობით. მადლობთ, რომ ჩვენი ბიჭები ასე გიყვარს და მათთვის ყოველივე პოზიტიურის საწყისი და მაგალითი ხარ. მადლობთ, რომ მუდამ ვსწავლობ შენგან თუ რას ნიშნავს იყო სრულყოფილი, ღირსეული ადამიანი და ვიზრდები სულიერად. მადლობთ, რომ ისე მიცნობ, როგორც მე არ ვიცნობ საკუთარ თავს... და გიყვარვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ... ჩვენი გაცნობის დღიდან ყველაზე მეტად ახლა, დღეს მიყვარხარ და ამაზე მეტად გაიზარდოს გრძნობა, ნუთუ შეიძლება? მაგრამ შენს გვერდით ყველაფერი შეიძლება. შენ ხომ არ გელევა ფანტაზია, თუ როგორ ამყოფო გარშემო ყველა ბედნიერი. და მითუმეტეს ჩემთვის შენ ხარ საჩუქარი, საჩუქარი, რომელზეც მუდამ მადლობას ვეუბნები ღმერთს.
მინდა 1000 წელი მყავდე ჯანმრთელი, რომ ირგვლივ სულ ღიმილი და ბედნიერი სახეები იყოს. რაც მხოლოდ შენს აურაში და შენს გარშემო ხდება! მიყვარხარ სიცოცხლეზე, საკუთარ თავზე მეტად", - წერს შარანგია.
სანდრო და თათია დაახლოებით ორი წელია, ერთად არიან. ეს მათთვის პირველი ქორწინება არ არის. თათიას პირველი ქმარი ექსპრეზიდენტ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა გახლდათ, რომლისგანაც მას ორი ვაჟი ჰყავს. თათია და მისი პატარები დღეს სანდროსთან ერთად ცხოვრობენ. პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს სანდროსაც.
იხილეთ ასევე: თათია შარანგიას სანტასთან წელს სათხოვარი აღარ დარჩა