პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისტერ ვალენტინი" სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს
"მისტერ ვალენტინი" სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს

"მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი 2014" სკან­და­ლე­ბის გა­რე­შე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. კონ­კურ­სის ერთ-ერ­თმა ყო­ფილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი ტა­ტა­ნაშ­ვილ­მა "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კონ­კურ­სი ჩა­წყო­ბი­ლი იყო და გა­ი­მარ­ჯვა მან, ვინც თა­ვად იპო­ვა სპონ­სო­რი კონ­კურ­სის­თვის.

ტა­ტა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი 2014", თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო.

– რო­გორც მე ვიცი და მი­თხრეს, გი­ორ­გი ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. მან უბ­რა­ლოდ, სთხო­ვა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს პორ­ტფე­ლი­ო­ე­ბი გა­და­ე­ღო მისი რჩე­უ­ლი ბი­ჭე­ბის­თვის, რა­ზეც და­თან­ხმდნენ, იფიქ­რეს, უფრო მეტი პრი­ზი გვექ­ნე­ბა და ბი­ჭებ­საც წა­ვა­ხა­ლი­სებ­თო. სპონ­სო­რე­ბის მიყ­ვა­ნა რომ შე­მეძ­ლოს, მერ­წმუ­ნეთ, მე ჩა­ვა­ტა­რებ­დი "მის­ტერ ვა­ლენ­ტინს". რად­გან 35 000-იანი მან­ქა­ნით დავ­დი­ვარ, ყვე­ლას ჰგო­ნია, ბევ­რი ფული მაქვს. მა­მამ მა­ჩუ­ქა ეს მან­ქა­ნა და უარს ხომ არ ვე­ტყო­დი?

– ბო­ლოს რა­ტომ უთხრეს უარი სპონ­სო­რო­ბა­ზე ტა­ტა­ნაშ­ვილს?

– ამ ბიჭს და­უ­წყია ლა­პა­რა­კი ვი­ღა­ცებ­თან, კონ­კურ­სი ჩა­წყო­ბი­ლია და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წი­ნას­წარ არის ცნო­ბი­ლიო. ამი­ტო­მაც უთხრეს მას უარი სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მა­ზე. ვფიქ­რობ, რაც გა­ა­კე­თა, პო­პუ­ლა­რო­ბის გამო გა­ა­კე­თა. ისე­თი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა მეც შე­მიძ­ლია. არ მგო­ნია, ისეთ სამ­კა­უ­ლებს და ფო­ტო­ებს ქმნი­დეს გი­ორ­გი ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი, რომ დიდი ხარ­ჯი გა­ე­წია ჩვე­ნი სა­ჩუქ­რე­ბის­თვის.

– არას­დროს შეხ­ვედ­რი­ხარ კონ­კურ­სზე მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში?

– ერთხელ შეგ­ვხვდა ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც სა­მოსს ვარ­ჩევ­დით და ის, რო­გორც ვიცი, შემ­თხვე­ვით მო­ვი­და. როცა წა­ვი­კი­თხე ტა­ტა­ნაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბე­ბი, შე­მე­ცო­და, რად­გან დარ­ბის კარ­და­კარ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და ცდი­ლობს თავი და­იმ­კვიდ­როს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა ისეთ­მა ბიჭ­მა მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა ამ ხერ­ხე­ბით, არ აქვს გა­ნათ­ლე­ბა და ცდი­ლობს სხვა რა­ღა­ცე­ბით მი­იქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა.

– ვიცი, რომ "ამ­ბე­ბი.გე"-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის შემ­დეგ, მას ემუქ­რე­ბი­ან?

– ჩემ­თვის ის არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სად, ზუს­ტად ვიცი, ჩემი მხრი­დან არა­ვინ ემუქ­რე­ბა.

– სა­კუ­თარ თავს პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­დე­ლად თვლი?

– თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას, იმას, რომ გა­და­მი­ღეს არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჟურ­ნა­ლის­თვის, მიწ­ვე­უ­ლი ვარ სა­ზღვარ­გა­რე­თის მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე, ვარ "ნიუ ფეის მო­დელ სერ­ჩის" სა­მე­უ­ლის წევ­რი და "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი", ვთვლი, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­დე­ლი ვარ.

– "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნებს" სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ცი­ნი­ან, შენც გიგ­რძვნია ეს?

– არა მხო­ლოდ "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნებს", ყვე­ლა­ფერს ირო­ნი­ით უყუ­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, პი­რა­დად ჩემ­თვის არა­ვის შე­მო­უ­ხე­დავს ირო­ნი­ით. მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მაგ­და მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც მო­დე­ლია და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს უცხო­ურ სა­ა­გენ­ტო­ებ­ში.

– დიდი ხა­ნია მო­დე­ლი ხარ?

– რამ­დე­ნი­მე წე­ლია ვმო­დე­ლობ, სამი წლის წინ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კონ­კურ­სზე "ნიუ ფეის მო­დელ სერჩ", რო­მე­ლიც ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა ჩა­ა­ტა­რა. სამ სა­უ­კე­თე­სო ბი­ჭ­ში მოვ­ხვდი, სწო­რედ აქე­დან გა­ვი­ცა­ნი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე "რუს­თა­ვი 2"-ზე "ბიზ­ნეს-კუ­რი­ერ­ში". მაგ­რამ შემ­დეგ სწავ­ლის გამო დრო­ე­ბით ჩა­მოვ­ცილ­დი ჟურ­ნა­ლის­ტი­კას.

– "ბიზ­ნეს-კუ­რი­ერ­ში" გა­რეგ­ნო­ბის გამო აგიყ­ვა­ნეს?

– არა, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო კას­ტინ­გი, შე­ვავ­სე მო­ნა­ცე­მე­ბი. ჯერ სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ კი შტატ­ში ჩამ­სვეს. მო­დე­ლო­ბა, სამ­სა­ხუ­რი და სწავ­ლა ერ­თად არ გა­მომ­დი­ო­და. წელს გა­მოჩ­ნდა შან­სი დავ­ბრუ­ნე­ბო­დი სა­მო­დე­ლო ცხოვ­რე­ბას, ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე "მის­ტერ ვა­ლენ­ტინ­ზე" გა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შარ­შან სტუმ­რის სტა­ტუ­სით ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი ამ კონ­კურ­სზე, კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მო­მე­წო­ნა.

– წელ­საც კარ­გად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი?

– წელს უკე­თე­სად შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ არ იყ­ვნენ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სპონსრე­ბი. თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"მისტერ ვალენტინი" სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს

"მისტერ ვალენტინი" სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს

"მისტერ ვალენტინი 2014" სკანდალების გარეშე არ დასრულებულა. კონკურსის ერთ-ერთმა ყოფილმა ორგანიზატორმა გიორგი ტატანაშვილმა "ამბები.გე"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკურსი ჩაწყობილი იყო და გაიმარჯვა მან, ვინც თავად იპოვა სპონსორი კონკურსისთვის.

ტატანაშვილის განცხადებას "მისტერ ვალენტინი 2014", თორნიკე ტყემალაძე გამოეხმაურა, რომელმაც ბრალდებები უარყო.

– როგორც მე ვიცი და მითხრეს, გიორგი ტატანაშვილი არასოდეს ყოფილა "მისტერ ვალენტინის" ორგანიზატორი. მან უბრალოდ, სთხოვა ორგანიზატორებს პორტფელიოები გადაეღო მისი რჩეული ბიჭებისთვის, რაზეც დათანხმდნენ, იფიქრეს, უფრო მეტი პრიზი გვექნება და ბიჭებსაც წავახალისებთო. სპონსორების მიყვანა რომ შემეძლოს, მერწმუნეთ, მე ჩავატარებდი "მისტერ ვალენტინს". რადგან 35 000-იანი მანქანით დავდივარ, ყველას ჰგონია, ბევრი ფული მაქვს. მამამ მაჩუქა ეს მანქანა და უარს ხომ არ ვეტყოდი?

– ბოლოს რატომ უთხრეს უარი სპონსორობაზე ტატანაშვილს?

– ამ ბიჭს დაუწყია ლაპარაკი ვიღაცებთან, კონკურსი ჩაწყობილია და გამარჯვებული წინასწარ არის ცნობილიო. ამიტომაც უთხრეს მას უარი საჩუქრების გადაცემაზე. ვფიქრობ, რაც გააკეთა, პოპულარობის გამო გააკეთა. ისეთი ფოტოების გადაღება მეც შემიძლია. არ მგონია, ისეთ სამკაულებს და ფოტოებს ქმნიდეს გიორგი ტატანაშვილი, რომ დიდი ხარჯი გაეწია ჩვენი საჩუქრებისთვის.

– არასდროს შეხვედრიხარ კონკურსზე მზადების პერიოდში?

– ერთხელ შეგვხვდა ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც სამოსს ვარჩევდით და ის, როგორც ვიცი, შემთხვევით მოვიდა. როცა წავიკითხე ტატანაშვილის ბრალდებები, შემეცოდა, რადგან დარბის კარდაკარ ჟურნალისტებთან და ცდილობს თავი დაიმკვიდროს. საქართველოში ბევრმა ისეთმა ბიჭმა მოიპოვა პოპულარობა ამ ხერხებით, არ აქვს განათლება და ცდილობს სხვა რაღაცებით მიიქციოს ყურადღება.

– ვიცი, რომ "ამბები.გე"-ზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, მას ემუქრებიან?

– ჩემთვის ის არაფერს წარმოადგენს, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, ჩემი მხრიდან არავინ ემუქრება.

– საკუთარ თავს პროფესიონალ მოდელად თვლი?

– თუ გავითვალისწინებთ ჩემს გამოცდილებას, იმას, რომ გადამიღეს არაერთი პრესტიჟული ჟურნალისთვის, მიწვეული ვარ საზღვარგარეთის მოდის კვირეულებზე, ვარ "ნიუ ფეის მოდელ სერჩის" სამეულის წევრი და "მისტერ ვალენტინი", ვთვლი, რომ პროფესიონალი მოდელი ვარ.

– "მისტერ ვალენტინებს" საქართველოში დასცინიან, შენც გიგრძვნია ეს?

– არა მხოლოდ "მისტერ ვალენტინებს", ყველაფერს ირონიით უყურებენ საქართველოში, პირადად ჩემთვის არავის შემოუხედავს ირონიით. მყავს შეყვარებული მაგდა მელიქიშვილი, რომელიც თავადაც მოდელია და საკმაოდ წარმატებით მუშაობს უცხოურ სააგენტოებში.

– დიდი ხანია მოდელი ხარ?

– რამდენიმე წელია ვმოდელობ, სამი წლის წინ მონაწილეობა მივიღე კონკურსზე "ნიუ ფეის მოდელ სერჩ", რომელიც ია კიწმარიშვილმა ჩაატარა. სამ საუკეთესო ბიჭში მოვხვდი, სწორედ აქედან გავიცანი ხალხი, რომლებიც დამეხმარებოდნენ წარმატების მიღწევაში. მუშაობა დავიწყე "რუსთავი 2"-ზე "ბიზნეს-კურიერში". მაგრამ შემდეგ სწავლის გამო დროებით ჩამოვცილდი ჟურნალისტიკას.

– "ბიზნეს-კურიერში" გარეგნობის გამო აგიყვანეს?

– არა, გამოცხადებული იყო კასტინგი, შევავსე მონაცემები. ჯერ სტაჟიორი ვიყავი, შემდეგ კი შტატში ჩამსვეს. მოდელობა, სამსახური და სწავლა ერთად არ გამომდიოდა. წელს გამოჩნდა შანსი დავბრუნებოდი სამოდელო ცხოვრებას, ამიტომაც მივიღე "მისტერ ვალენტინზე" გამოსვლის გადაწყვეტილება. შარშან სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული ამ კონკურსზე, კარგად იყო ორგანიზებული და მომეწონა.

– წელსაც კარგად იყო ორგანიზებული?

– წელს უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ არ იყვნენ საკმარისი რაოდენობის სპონსრები. თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დასრულდა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება