პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეტრინ ეშტონი - არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ევროკავშირი და რუსეთი უახლოესი პარტნიორები
 კეტრინ ეშტონი - არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ევროკავშირი და რუსეთი უახლოესი პარტნიორები

ის­ტო­რია და გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ გარე ზე­წო­ლა არა­თუ მი­უ­ღე­ბე­ლია, არა­მედ ხელს უშ­ლის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას და ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის დროს ჩვენ ამ აზ­რზე ვი­დე­ქით სა­ქარ­თვე­ლოს­თან და მოლ­დო­ვას­თან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კონ­ტექ­სტშიც. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის კეტ­რინ ეშ­ტო­ნის მიერ გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ავ­ტო­რო წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რი-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებს ეხე­ბა.

"რუ­სეთს არაფ­რის უნდა ეში­ნო­დეს. მე­ზობ­ლებ­თან მის ის­ტო­რი­ულ, ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ კავ­ში­რებს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვლე­ვე­ბი ამ­ტკი­ცებს, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად არ აი­სა­ხე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნას შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე", - წერს ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში კეტ­რინ ეშ­ტო­ნი "კო­მერ­სან­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მან რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის წე­რი­ლის სა­პა­სუ­ხოდ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ამას­თან, რო­გორც კეტ­რინ ეშ­ტო­ნი წერს, ევ­რო­კავ­ში­რი მო­ი­თხოვს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა.

"იმ ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში სა­ბა­ჟო კავ­შირს შე­უ­ერ­თდნენ, ეს არ­ჩე­ვა­ნი სა­კუ­თა­რი ნე­ბით უნდა გა­ა­კე­თონ", - აღ­ნიშ­ნავს ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ამას­თან, კეტ­რინ ეშ­ტო­ნი წერს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი და რუ­სე­თი იზი­ა­რე­ბენ ატ­ლან­ტი­კი­დან წყნარ ოკე­ა­ნემ­დე ერ­თი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სივ­რცის შექ­მნის კონ­ცეფ­ცი­ას. მი­სი­ვე თქმით, ეს კონ­ცეფ­ცია შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს რე­ა­ლუ­რი, თუ მისი რე­ა­ლი­ზე­ბა სა­ერ­თო ფა­სუ­ლო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით მოხ­დე­ბა, მათ შო­რის მე­ზობ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და მათი უფ­ლე­ბის და­იც­ვან სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა.

კეტ­რინ ეშ­ტო­ნი ასე­ვე ეხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მი­ის­წრაფ­ვის და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას შექ­მნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში. მი­სი­ვე თქმით, ის მი­ე­სალ­მე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, სი­ტუ­ა­ცი­ის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სა­ჭი­როა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ფიქ­რი.

"არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი იმის­თვის, თუ რა­ტომ არ უნდა იყ­ვნენ ევ­რო­კავ­ში­რი და რუ­სე­თი უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რე­ბი. მო­დით, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ დე­მოკ­რა­ტი­ულ უკ­რა­ი­ნას სტა­ბი­ლუ­რო­ბის აღ­დგე­ნის საქ­მე­ში. ევ­რო­კავ­ში­რის­თვის საქ­მე ეხე­ბა არა ინ­ტე­რეს­თა სფე­როს შექ­მნას, არა­მედ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა­ში მდგო­მა­რე­ობს ტრა­დი­ცი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტის გა­რე­შე", - წერს კეტ­რინ ეშ­ტო­ნი და დას­ძენს, რომ საკ­მა­რი­სია გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­ზე სა­უ­ბა­რი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სულ გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტში" გა­მოქ­ვეყ­ნდა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის სტა­ტია, სა­დაც ის ეხე­ბო­და რუ­სეთ-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს და იმას, თუ რო­გორ აი­სა­ხა მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Коммерсантъ-ის მი­ხედ­ვით.

კეტრინ ეშტონი - არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ევროკავშირი და რუსეთი უახლოესი პარტნიორები

 კეტრინ ეშტონი - არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ევროკავშირი და რუსეთი უახლოესი პარტნიორები

ისტორია და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გარე ზეწოლა არათუ მიუღებელია, არამედ ხელს უშლის გრძელვადიანი გადაწყვეტილების მიღებას და ვილნიუსის სამიტის დროს ჩვენ ამ აზრზე ვიდექით საქართველოსთან და მოლდოვასთან ჩვენი ურთიერთობების კონტექსტშიც. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის მიერ გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებულ საავტორო წერილში, რომელიც ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებს ეხება.

"რუსეთს არაფრის უნდა ეშინოდეს. მეზობლებთან მის ისტორიულ, ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს არაფერი ემუქრება. დამოუკიდებელი კვლევები ამტკიცებს, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ნეგატიურად არ აისახება რუსეთ-უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობაზე", - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი "კომერსანტში" გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წერილის საპასუხოდ გამოაქვეყნა.

ამასთან, როგორც კეტრინ ეშტონი წერს, ევროკავშირი მოითხოვს, რომ აუცილებელია ყველა ქვეყნის სტრატეგიული გადაწყვეტილების პატივისცემა.

"იმ ქვეყნებმა, რომლებიც შესაძლოა მომავალში საბაჟო კავშირს შეუერთდნენ, ეს არჩევანი საკუთარი ნებით უნდა გააკეთონ", - აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ამასთან, კეტრინ ეშტონი წერს, რომ ევროკავშირი და რუსეთი იზიარებენ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის კონცეფციას. მისივე თქმით, ეს კონცეფცია შეიძლება გახდეს რეალური, თუ მისი რეალიზება საერთო ფასულობებზე დაყრდნობით მოხდება, მათ შორის მეზობლების დამოუკიდებლობის პატივისცემაზე და მათი უფლების დაიცვან საკუთარი განვითარების გზა.

კეტრინ ეშტონი ასევე ეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებას და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მიისწრაფვის დაეხმაროს უკრაინას შექმნილი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში. მისივე თქმით, ის მიესალმება უკრაინაში, სიტუაციის ნორმალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ ამავდროულად საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი.

"არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისთვის, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ევროკავშირი და რუსეთი უახლოესი პარტნიორები. მოდით, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას სტაბილურობის აღდგენის საქმეში. ევროკავშირისთვის საქმე ეხება არა ინტერესთა სფეროს შექმნას, არამედ უკრაინელი ხალხის არჩევანის პატივისცემას, რომელიც ევროკავშირთან ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნაში მდგომარეობს ტრადიციული კავშირების გაწყვეტის გარეშე", - წერს კეტრინ ეშტონი და დასძენს, რომ საკმარისია გავლენის სფეროებზე საუბარი.

რამდენიმე დღის წინ რუსულ გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სტატია, სადაც ის ეხებოდა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და იმას, თუ როგორ აისახა მათ ურთიერთობაზე უკრაინის კრიზისი.

მომზადებულია Коммерсантъ-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა