პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთ დეიმონმა ბენ აფლეკს საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა
მეთ დეიმონმა ბენ აფლეკს საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ მეთ დე­ი­მონს იუ­მო­რის კარ­გი გრძნო­ბა აქვს. ამ დღე­ებ­ში იგი მე­გობ­რებს, ბენ აფ­ლეკ­სა და ჯიმი კი­მელს გა­ე­ხუმ­რა და ფაქ­სით სა­კუ­თა­რი საჯ­დო­მის ფოტო გა­უგ­ზავ­ნა.

43 წლის მსა­ხი­ობ­მა ამ­გვა­რად მე­გობ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე თავ­შე­კა­ვე­ბის გამო ხუმ­რო­ბის­თვის სა­მა­გი­ე­რო გა­და­უ­ხა­და.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ ჯიმ­მა ღა­მის თოქ-შოუ Jimmy Kimmel Live-ში საქ­ვე­ლო­მოქ­მე­დო აუქ­ცი­ო­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, აუქ­ცი­ონ­ში აფ­ლე­კი და დე­ი­მო­ნი არი­ან ჩარ­თულ­ნი. ბენ­მა ჯი­მის "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე მას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მად­ლო­ბა, მე­გობ­რე­ბო. და @easterncongo და @water, მად­ლო­ბას გიხ­დით. მეთ აქ ხარ? ფაქ­სით და­გი­კავ­შირ­დე­ბი",- და­წე­რა ბენ­მა ტვი­ტერ­ში და მი­უ­თი­თა, რომ დე­ი­მონ­მა "ტვი­ტე­რის" გა­მო­ყე­ნე­ბა არ იცის.

თა­ვის მხრივ, მეთ­მა ხუმ­რო­ბა აი­ტა­ცა და მე­გობ­რებს ფაქ­სით სა­კუ­თა­რი საჯ­დო­მის ფოტო გა­უგ­ზავ­ნა. მას წარ­წე­რაც და­ურ­თო: "ძვირ­ფა­სო ბენ და ჯეიმ, აი, თქვენ ჩემი ფაქ­სი, მ.დ."

ჯიმ­მა არ და­ი­ზა­რა, გზავ­ნი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ბენს მი­მარ­თა: "ბენ აფ­ლეკ, ნახე, მე­გო­ბარ­მა მეთ­მა რა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა?"

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად მეთი კო­ლე­გე­ბის ხუმ­რო­ბის ობი­ექ­ტი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა. მა­გა­ლი­თად, მის­მა მე­გო­ბარ­მა ჯორჯ კლუ­ნიმ, რო­მელ­მაც იცო­და, რომ დე­ი­მონს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა უნ­დო­და, კოს­ტუ­მე­რი და­არ­წმუ­ნა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად მე­თის კოს­ტუ­მე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­მეტ­რით ჩა­ე­ვიწ­რო­ვე­ბი­ნა.

ამას­თან, თა­ვად ჯორ­ჯი და­უ­ზა­რებ­ლად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მე­გო­ბა­რი ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ტებ­და. მეთ­მა რა­ცი­ონ­საც გა­და­ხე­და და სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­შიც ხში­რად და­დი­ო­და, მაგ­რამ კოს­ტუ­მი მა­ინც უჭერ­და. კლუნს ჩა­დე­ნი­ლი "და­ნა­შა­უ­ლი" ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში რომ არ ეღი­ა­რე­ბი­ნა, მეთი სი­მარ­თლეს ვერ გა­ი­გებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია exposay.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მეთ დეიმონმა ბენ აფლეკს საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა

მეთ დეიმონმა ბენ აფლეკს საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა

ჰოლივუდის მსახიობ მეთ დეიმონს იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ამ დღეებში იგი მეგობრებს, ბენ აფლეკსა და ჯიმი კიმელს გაეხუმრა და ფაქსით საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა.

43 წლის მსახიობმა ამგვარად მეგობრებს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებაზე თავშეკავების გამო ხუმრობისთვის სამაგიერო გადაუხადა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯიმმა ღამის თოქ-შოუ Jimmy Kimmel Live-ში საქველომოქმედო აუქციონის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, აუქციონში აფლეკი და დეიმონი არიან ჩართულნი. ბენმა ჯიმის "ტვიტერის" გვერდზე მას მადლობა გადაუხადა.

"მადლობა, მეგობრებო. და @easterncongo და @water, მადლობას გიხდით. მეთ აქ ხარ? ფაქსით დაგიკავშირდები",- დაწერა ბენმა ტვიტერში და მიუთითა, რომ დეიმონმა "ტვიტერის" გამოყენება არ იცის.

თავის მხრივ, მეთმა ხუმრობა აიტაცა და მეგობრებს ფაქსით საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა. მას წარწერაც დაურთო: "ძვირფასო ბენ და ჯეიმ, აი, თქვენ ჩემი ფაქსი, მ.დ."

ჯიმმა არ დაიზარა, გზავნილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ბენს მიმართა: "ბენ აფლეკ, ნახე, მეგობარმა მეთმა რა გამოგვიგზავნა?"

აღსანიშნავია, რომ თავად მეთი კოლეგების ხუმრობის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მაგალითად, მისმა მეგობარმა ჯორჯ კლუნიმ, რომელმაც იცოდა, რომ დეიმონს წონაში დაკლება უნდოდა, კოსტუმერი დაარწმუნა, რომ ყოველდღიურად მეთის კოსტუმები რამდენიმე მილიმეტრით ჩაევიწროვებინა.

ამასთან, თავად ჯორჯი დაუზარებლად აღნიშნავდა, რომ მეგობარი ყოველდღიურად იმატებდა. მეთმა რაციონსაც გადახედა და სავარჯიშო დარბაზშიც ხშირად დადიოდა, მაგრამ კოსტუმი მაინც უჭერდა. კლუნს ჩადენილი "დანაშაული" ერთ-ერთ ინტერვიუში რომ არ ეღიარებინა, მეთი სიმართლეს ვერ გაიგებდა.

მომზადებულია exposay.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება