პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელფასო უფსკრული კერძო სექტორში - საქართველოში ტოპმენეჯერები თანამშრომლებზე 100-150-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ
სახელფასო უფსკრული კერძო სექტორში - საქართველოში ტოპმენეჯერები თანამშრომლებზე 100-150-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტოპ­მე­ნე­ჯერ­თა ყო­ველ­თვი­ურ ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და უბ­რა­ლო თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სა­ხელ­ფა­სო სხვა­ო­ბაა. ამი­ტომ და­საქ­მე­ბუ­ლებ­ში მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა. სა­ხელ­ფა­სო დის­ბა­ლან­სი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში, ასე­ვე კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­ში საკ­მა­ოდ დი­დია.

"ამე­რი­კა­ში, ასე­ვე ევ­რო­პა­ში ტოპ­მე­ნე­ჯე­რი­სა და მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რის ხელ­ფა­სებს შო­რის სხვა­ო­ბა არის არა­უ­მე­ტეს 1/15-თან. ეს ნიშ­ნავს, რომ თუ მუ­შის ხელ­ფა­სი არის 100 დო­ლა­რი, ტოპ­მე­ნე­ჯე­რის - 1500 დო­ლა­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს დის­ბა­ლან­სი არის 1/150-თან, 1/120-თან და 1/100-თან, ნაკ­ლე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად, არ­სად არ არის. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, იწ­ვევს უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდას", - აცხა­დებს პროფ­კაშ­ვი­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ რი­გით თა­ნამ­შრო­მელ­სა და ტოპ­მე­ნე­ჯე­რის ხელ­ფა­სებს შო­რის დისპრო­პორ­ცია რომ არ­სე­ბობს და თა­ნაც მა­ღა­ლი, სტა­ტის­ტი­კო­სი სოსო არჩვა­ძეც ადას­ტუ­რებს. მისი თქმით, ზო­გა­დად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გი­სა და ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რან­გის პი­რე­ბის ხელ­ფა­სებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ უნდა იყოს 8-10-ჯერ მეტი.

"ია­პო­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­მა იცის თუ რა ფი­ნან­სე­ბი აქვს იმ კომ­პა­ნი­ას, სა­დაც ის მუ­შა­ობს. მან ზუს­ტად იცის, რომ მე­ნე­ჯერს მას­ზე მეტი ხელ­ფა­სი აქვს, მაგ­რამ არა 100-150-ჯერ მეტი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა, არა­მედ მაქ­სი­მუმ 15-ჯერ მეტი. ია­პო­ნი­ა­ში სა­ხელ­ფა­სო ბა­ლან­სი სრუ­ლად არის და­ცუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით ეს სი­ტუ­ა­ცი­აა გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. ასე­თი რამ ხდე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც იმის ამ­ბი­ცია, რომ გარ­კვე­უ­ლი ნორ­მე­ბი და­წეს­დეს, სა­ხელ­მწი­ფოს არ გა­აჩ­ნია.

მერე რა, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­აა. კერ­ძო კომ­პა­ნია ხომ იმ ბიზ­ნეს-გა­რე­მო­ში მუ­შა­ობს, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ქმნის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­საც უნდა ემ­სა­ხუ­როს", - აღ­ნიშ­ნა პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

იმი­სათ­ვის, რომ პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს და და­საქ­მე­ბუ­ლებ­ში უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა შემ­ცირ­დეს, პროფ­კავ­ში­რე­ბი გა­მო­სა­ვალს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის შექ­მნა­ში ხე­დავს, რო­მე­ლიც სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა­ზე იმუ­შა­ვებს.

"მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს კო­მერ­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ის, რომ გამჭვირ­ვა­ლე იყოს ხელ­ფა­სე­ბი შტა­ტე­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში მთავ­რო­ბა, პროფ­კავ­ში­რე­ბი და დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცია ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობს ანა­ზღა­უ­რე­ბის გეგ­მა­ზე. ხდე­ბა შე­თან­ხმე­ბა ამა თუ იმ სექ­ტორ­ში რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ხელ­ფა­სის ზედა და ქვე­და ზღვა­რი. და­ნარ­ჩენს კი უკვე ბა­ზა­რი არე­გუ­ლი­რებს, ვი­ღა­ცას აწყობს ეს ანა­ზღა­უ­რე­ბა და მუ­შა­ობს, ვი­ღა­ცას კი არა.

გერ­მა­ნი­ა­ში ეს წესი დგინ­დე­ბა წე­ლი­წად­ში ერთხელ. შემ­დეგ ისევ იკ­რი­ბე­ბა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა პროფ­კავ­ში­რებ­თან და დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან ერ­თად და დგინ­დე­ბა ახა­ლი გა­ნაკ­ვე­თი. ასე ცხოვ­რო­ბენ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხელ­ფა­სი არის ნორ­მა­ლუ­რი, მო­სახ­ლე­ო­ბა და­ცუ­ლია, სა­დაც შრო­მი­თი კონ­ფლიქ­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არის, სა­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი არაა. მეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გერ­მა­ნია არ არის და ვერც იქ­ნე­ბა ვე­რას­დროს თუ ამ სა­კი­თხი­სად­მი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა ისე­თი ვე­ლუ­რი, რო­გორც დღე­საა", - დას­ძი­ნა პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ რი­გით თა­ნამ­შრო­მელ­სა და ტოპ­მე­ნე­ჯე­რის ხელ­ფა­სებს შო­რის დისპრო­პორ­ცია რომ არ­სე­ბობს და თა­ნაც მა­ღა­ლი, სტა­ტის­ტი­კო­სი სოსო არჩვა­ძეც აღი­ა­რებს. მისი თქმით, ზო­გა­დად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გი­სა და ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რან­გის პი­რე­ბის ხელ­ფა­სებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ უნდა იყოს 8-10-ჯერ მეტი. თუ სხვა­ო­ბა უფრო მე­ტია, ეს უკვე სო­ცი­ა­ლურ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, და­ძა­ბუ­ლო­ბას და სა­შე­მო­სავ­ლო სეგ­რე­გა­ცი­ას იწ­ვევს.

"კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებ­ში ხელ­ფა­სე­ბის დისპრო­პორ­ცი­ა­ზე როცა ვსა­უბ­რობთ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერთი მო­მენ­ტი. კერ­ძოდ, კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში ხელ­ფა­სი აღარ არის შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი ან ძი­რი­თა­დი წყა­რო. ხელ­ფა­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, კერ­ძო სექ­ტო­რის ნე­ბის­მი­ერ ინ­სტი­ტუ­ტში, ხელ­ფა­სის გარ­და, მე­ნე­ჯერ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის წილი, აქ­ცი­ე­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი და ა.შ.

უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პირი იღებს მხო­ლოდ ერთი სა­ხის შე­მო­სა­ვალს, ანუ თა­ვი­სი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­დეგს, ხოლო ტოპ­მე­ნე­ჯერ­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს სხვა სი­კე­თეც. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა შე­მო­სავ­ლებ­ში ერთი მხრივ და­ქი­რა­ვე­ბით მუ­შაკ­სა და მე­ო­რე მხრივ მმარ­თვე­ლო­ბი­თი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის", - აცხა­დებს არჩვა­ძე.

სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კი­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის წარ­მო­ე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს სტი­მუ­ლი­რე­ბის ფუნ­ქცია და ხელ­ფასს აქვს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თით­ქმის გა­დამ­წყვე­ტი როლი. რამ­დე­ნად არის ეს ზომა, პრო­პორ­ცია და­ცუ­ლი და რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს რე­ა­ლო­ბას, არჩვა­ძის აზ­რით, ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა შე­სას­წავ­ლი.

"ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გი­სა და ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რან­გის პი­რე­ბის ხელ­ფა­სებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ უნდა იყოს და­ახ­ლო­ე­ბით 8-10-ჯერ მეტი. ჩვენ­თან, სხვა­ო­ბა არის საკ­მა­ოდ დიდი. ბევრ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ებ­ში ხელ­ფა­სე­ბი არის არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დვი­ლის­თვის, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ძა­ლი­ან მა­ღა­ლი.

გარ­და მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი­სა, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია დისპრო­პორ­ცია კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში. მათ, ვგუ­ლის­ხმობ კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს, სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­ი­გეს აბ­სო­ლუ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბად და "მე ვარ და ჩემი ნა­ბა­დი"-ს პრინ­ცი­პით მუ­შა­ო­ბენ. არა­და, ეკო­ნო­მი­კას აქვს თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა და ასე მიშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ის, რომ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა­ში მთლად ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ არის, ერთ მა­გა­ლით­საც გე­ტყვით: დღე­ი­სათ­ვის ჩვენ­თან სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის თა­ნა­ფარ­დო­ბა, მშპ-სა და მო­სახ­ლე­ო­ბი­სერთ სულ­ზე 160%-ის ფარ­გლებ­შია, მა­შინ როცა ამე­რი­კა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს თა­ნა­ფარ­დო­ბა 90%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში. ჩვე­ნი ჩა­მორ­ჩე­ნა ამე­რი­კას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით უფრო მე­ტია, ვიდ­რე ხელ­ფა­სე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნის მხრივ. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფა­სე­ბის მიმ­ღებ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი წრე იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა გახ­და ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა", - დას­ძი­ნა არჩვა­ძემ "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სახელფასო უფსკრული კერძო სექტორში - საქართველოში ტოპმენეჯერები თანამშრომლებზე 100-150-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ

სახელფასო უფსკრული კერძო სექტორში - საქართველოში ტოპმენეჯერები თანამშრომლებზე 100-150-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ

საქართველოში ტოპმენეჯერთა ყოველთვიურ ანაზღაურებასა და უბრალო თანამშრომლებს შორის კატასტროფული სახელფასო სხვაობაა. ამიტომ დასაქმებულებში მუდმივად უკმაყოფილებაა. სახელფასო დისბალანსი, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში საკმაოდ დიდია.

"ამერიკაში, ასევე ევროპაში ტოპმენეჯერისა და მუშა-მოსამსახურის ხელფასებს შორის სხვაობა არის არაუმეტეს 1/15-თან. ეს ნიშნავს, რომ თუ მუშის ხელფასი არის 100 დოლარი, ტოპმენეჯერის - 1500 დოლარია. საქართველოში კი ეს დისბალანსი არის 1/150-თან, 1/120-თან და 1/100-თან, ნაკლები პრაქტიკულად, არსად არ არის. ასეთი დამოკიდებულება, ბუნებრივია, იწვევს უსამართლობის განცდას", - აცხადებს პროფკაშვირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

კომპანიებში დასაქმებულ რიგით თანამშრომელსა და ტოპმენეჯერის ხელფასებს შორის დისპროპორცია რომ არსებობს და თანაც მაღალი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ზოგადად ყველაზე მაღალი რანგისა და ყველაზე დაბალი რანგის პირების ხელფასებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს 8-10-ჯერ მეტი.

"იაპონიაში დასაქმებულმა იცის თუ რა ფინანსები აქვს იმ კომპანიას, სადაც ის მუშაობს. მან ზუსტად იცის, რომ მენეჯერს მასზე მეტი ხელფასი აქვს, მაგრამ არა 100-150-ჯერ მეტი, როგორც საქართველოა, არამედ მაქსიმუმ 15-ჯერ მეტი. იაპონიაში სახელფასო ბალანსი სრულად არის დაცული. დაახლოებით ეს სიტუაციაა გერმანიაში, საფრანგეთში და განვითარებულ ქვეყნებში. ასეთი რამ ხდება მხოლოდ საქართველოში და საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც იმის ამბიცია, რომ გარკვეული ნორმები დაწესდეს, სახელმწიფოს არ გააჩნია.

მერე რა, რომ კერძო კომპანიაა. კერძო კომპანია ხომ იმ ბიზნეს-გარემოში მუშაობს, რომელსაც მთავრობა და სახელმწიფო ქმნის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ინტერესებსაც უნდა ემსახუროს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და დასაქმებულებში უსამართლობის გრძნობა შემცირდეს, პროფკავშირები გამოსავალს სპეციალური კომისიის შექმნაში ხედავს, რომელიც სახელფასო პოლიტიკაზე იმუშავებს.

"მე არ მაინტერესებს კომერციული სტრუქტურების კომერციული საქმიანობა. მე მაინტერესებს ის, რომ გამჭვირვალე იყოს ხელფასები შტატების მიხედვით. მაგალითად, გერმანიაში მთავრობა, პროფკავშირები და დამსაქმებელთა ასოციაცია ერთობლივად მუშაობს ანაზღაურების გეგმაზე. ხდება შეთანხმება ამა თუ იმ სექტორში რამდენი შეიძლება იყოს ხელფასის ზედა და ქვედა ზღვარი. დანარჩენს კი უკვე ბაზარი არეგულირებს, ვიღაცას აწყობს ეს ანაზღაურება და მუშაობს, ვიღაცას კი არა.

გერმანიაში ეს წესი დგინდება წელიწადში ერთხელ. შემდეგ ისევ იკრიბება სამთავრობო უწყება პროფკავშირებთან და დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად და დგინდება ახალი განაკვეთი. ასე ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, სადაც ხელფასი არის ნორმალური, მოსახლეობა დაცულია, სადაც შრომითი კონფლიქტი, პრაქტიკულად, არ არის, სადაც ეკონომიკური კრიზისი არაა. მესმის, რომ საქართველო გერმანია არ არის და ვერც იქნება ვერასდროს თუ ამ საკითხისადმი მიდგომა იქნება ისეთი ველური, როგორც დღესაა", - დასძინა პეტრიაშვილმა.

კომპანიებში დასაქმებულ რიგით თანამშრომელსა და ტოპმენეჯერის ხელფასებს შორის დისპროპორცია რომ არსებობს და თანაც მაღალი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც აღიარებს. მისი თქმით, ზოგადად ყველაზე მაღალი რანგისა და ყველაზე დაბალი რანგის პირების ხელფასებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს 8-10-ჯერ მეტი. თუ სხვაობა უფრო მეტია, ეს უკვე სოციალურ უკმაყოფილებას, დაძაბულობას და საშემოსავლო სეგრეგაციას იწვევს.

"კერძო სტრუქტურებში ხელფასების დისპროპორციაზე როცა ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ერთი მომენტი. კერძოდ, კერძო კომპანიებში ხელფასი აღარ არის შემოსავლის ერთადერთი ან ძირითადი წყარო. ხელფასის პარალელურად, კერძო სექტორის ნებისმიერ ინსტიტუტში, ხელფასის გარდა, მენეჯერმა შეიძლება მიიღოს საკუთრების უფლების წილი, აქციებიდან შემოსავალი და ა.შ.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დაქირავებული პირი იღებს მხოლოდ ერთი სახის შემოსავალს, ანუ თავისი შრომის ანაზღაურების შედეგს, ხოლო ტოპმენეჯერმა შეიძლება მიიღოს სხვა სიკეთეც. ამის გათვალისწინებით შეიძლება მართლაც იყოს მნიშვნელოვანი სხვაობა შემოსავლებში ერთი მხრივ დაქირავებით მუშაკსა და მეორე მხრივ მმართველობითი სფეროს წარმომადგენლებს შორის", - აცხადებს არჩვაძე.

საბაზრო ეკონომიკისა და კერძო საკუთრების წარმოებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს სტიმულირების ფუნქცია და ხელფასს აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თითქმის გადამწყვეტი როლი. რამდენად არის ეს ზომა, პროპორცია დაცული და რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, არჩვაძის აზრით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევიდან გამომდინარეა შესასწავლი.

"ყველაზე მაღალი რანგისა და ყველაზე დაბალი რანგის პირების ხელფასებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს დაახლოებით 8-10-ჯერ მეტი. ჩვენთან, სხვაობა არის საკმაოდ დიდი. ბევრ მარეგულირებელ კომისიებში ხელფასები არის არა მარტო ქართული სინამდვილისთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან მაღალი.

გარდა მარეგულირებლებისა, საკმაოდ მაღალია დისპროპორცია კერძო კომპანიებში. მათ, ვგულისხმობ კერძო კომპანიებს, სრული თავისუფლება გაიგეს აბსოლუტურ თავისუფლებად და "მე ვარ და ჩემი ნაბადი"-ს პრინციპით მუშაობენ. არადა, ეკონომიკას აქვს თავისი შინაგანი კანონზომიერება და ასე მიშვება არ შეიძლება.

ის, რომ სახელფასო პოლიტიკაში მთლად ყველაფერი რიგზე არ არის, ერთ მაგალითსაც გეტყვით: დღეისათვის ჩვენთან საშუალო ხელფასის თანაფარდობა, მშპ-სა და მოსახლეობისერთ სულზე 160%-ის ფარგლებშია, მაშინ როცა ამერიკაში წლების განმავლობაში ეს თანაფარდობა 90%-ის ფარგლებში მერყეობს. იგივე სიტუაციაა ბალტიისპირეთში. ჩვენი ჩამორჩენა ამერიკასთან ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტია, ვიდრე ხელფასების ჩამორჩენის მხრივ. გარდა ამისა, საქართველოში ხელფასების მიმღებთა სოციალური წრე იმდენად მცირეა, რომ სამუშაოების მოძიება გახდა ეგზისტენციალური პრობლემა", - დასძინა არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ