სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ფორჩხიძე ''რუსთავი 2''-მა გადაიბირა?!. - იქნება თუ არა ''X-ფაქტორის'' ჟიურის წევრი
დათო ფორჩხიძე ''რუსთავი 2''-მა გადაიბირა?!. - იქნება თუ არა ''X-ფაქტორის'' ჟიურის წევრი

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-მა ამ­ჯე­რად მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი­დან "X ფაქ­ტორ­ზე" შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ა­ნონ­სე­ბულ კას­ტინ­გებ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სე­ზონ­ზე მი­ნი­მუმ ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი მა­ინც გა­დის, რო­გორც ჩანს, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ნიჭი არ ილე­ვა.

შოუ ბრი­ტა­ნუ­ლია და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ი­ტინგს არ კარ­გავს.

პრო­ექ­ტის წე­სე­ბი სხვა მუ­სი­კა­ლუ­რი შო­უ­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ჟი­უ­რი ოთხი წევ­რის­გან შედ­გე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, კას­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­კუ­თარ ჯგუფს აკომ­პლექ­ტებს და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის თა­ვა­დაც იბ­რძვის. ფი­ნალ­ში ჟი­უ­რის ერთ წევ­რს ერთი მო­ნა­წი­ლე დარ­ჩე­ბა.

"ახა­ლი ხმის­გან" შოუ იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ჟი­უ­რის გუნ­დე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჟი­უ­რის ერთ წევ­რს შე­საძ­ლოა, გუნდში მხო­ლოდ გო­გო­ნე­ბი ჰყავ­დეს, მე­ო­რეს - ბი­ჭე­ბი, მე­სა­მეს მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, მე­ო­თხეს - დუ­ე­ტე­ბი, თუმ­ცა რა და რო­გორ იქ­ნე­ბა ქარ­თულ "X ფაქ­ტორ­ში", ამის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, რად­გან პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ყვე­ლა დე­ტალს მკაც­რად ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ.

რად­გან შე­ჯიბ­რე­ბა ერ­თგვა­რად ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რი­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ფაქ­ტია, რომ სკან­და­ლებს ვერ ავ­ცდე­ბით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უცხო­ურ ანა­ლო­გებ­ში მსგავ­სი ფაქ­ტი ხში­რია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლია, მით უმე­ტეს, თუ კარ­გად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. შოუს გა­მორ­ჩე­ულ ხიბლს ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც მა­ტე­ბენ, ამი­ტომ ხალ­ხს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს, ვინ იქ­ნე­ბი­ან ქარ­თუ­ლი "X ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რი­ში. თა­ნაც, "რუს­თა­ვი 2"-ს ამ მხრივ ფან­ტა­ზია არას­დროს ღა­ლა­ტობს.

ერთი კვი­რის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი მუ­სი­კო­სი დათო ფორჩხი­ძე იქ­ნე­ბა. დათო მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი გულ­წრფე­ლო­ბი­სა და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, კარ­გი მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭის გა­მოც ძა­ლი­ან უყ­ვარს, მან "ახა­ლი ხმის" სამი სე­ზო­ნი მო­ი­გო და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არა მხო­ლოდ მისი კონ­კურ­სან­ტე­ბის, არა­მედ თა­ვად მწვრთნე­ლის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის.

და­თოს კარ­გი შოუს გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია, ამი­ტო­მაც არ გაგ­ვკვირ­ვე­ბია, როცა ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა თა­ვად ნახა "რუს­თა­ვი 2"-ში მი­სუ­ლი დათო ფორჩხი­ძე, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფო­ნით რა­ღაც კონ­ტრაქ­ტის დე­ტა­ლებს ათან­ხმებ­და.

ინ­ფორ­მა­ცია და­თოს­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ.

- დათო, სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გა­ვი­გეთ თქვენ შე­სა­ხებ. პირ­ველ რიგ­ში, გკი­თხავთ, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ახა­ლი ხმის" ახალ სე­ზონ­ზე პრო­ექ­ტში აღარ იქ­ნე­ბით.

- არ ვიცი, ზუს­ტად... ვინ გი­თხრათ?

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მა­ყუ­რე­ბე­ლი "X ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რი­ში გი­ხი­ლავთ.

- არ ვიცი, პირ­ვე­ლად თქვენ­გან ვი­გებ. ჭო­რის დო­ნე­ზე ვიცი ეგ ამ­ბა­ვი. ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად არა­ვის და­უ­რე­კავს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დათო ფორჩხიძე ''რუსთავი 2''-მა გადაიბირა?!. - იქნება თუ არა ''X-ფაქტორის'' ჟიურის წევრი

დათო ფორჩხიძე ''რუსთავი 2''-მა გადაიბირა?!. - იქნება თუ არა ''X-ფაქტორის'' ჟიურის წევრი

''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდეგ ''რუსთავი 2''-მა ამჯერად მუსიკალური კონკურსებიდან ''X ფაქტორზე'' შეაჩერა არჩევანი. რამდენიმე კვირის წინ დაანონსებულ კასტინგებზე უამრავი ადამიანი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა სეზონზე მინიმუმ ერთი მუსიკალური პროექტი მაინც გადის, როგორც ჩანს, პატარა ქვეყანაში ნიჭი არ ილევა.

შოუ ბრიტანულია და წლების განმავლობაში რეიტინგს არ კარგავს.

პროექტის წესები სხვა მუსიკალური შოუებისგან განსხვავებულია. ჟიური ოთხი წევრისგან შედგება და თითოეული მათგანი, კასტინგების მიხედვით, საკუთარ ჯგუფს აკომპლექტებს და გამარჯვებისთვის თავადაც იბრძვის. ფინალში ჟიურის ერთ წევრს ერთი მონაწილე დარჩება.

''ახალი ხმისგან'' შოუ იმით განსხვავდება, რომ ჟიურის გუნდები ერთმანეთისგან გამოირჩევა. ჟიურის ერთ წევრს შესაძლოა, გუნდში მხოლოდ გოგონები ჰყავდეს, მეორეს - ბიჭები, მესამეს მუსიკალური ჯგუფები, მეოთხეს - დუეტები, თუმცა რა და როგორ იქნება ქართულ ''X ფაქტორში'', ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან პროექტის ხელმძღვანელები ყველა დეტალს მკაცრად ასაიდუმლოებენ.

რადგან შეჯიბრება ერთგვარად ჟიურის წევრებს შორისაც მიმდინარეობს, ფაქტია, რომ სკანდალებს ვერ ავცდებით. ყოველ შემთხვევაში, უცხოურ ანალოგებში მსგავსი ფაქტი ხშირია.

საქართველოში მუსიკალური კონკურსები ყველაზე რეიტინგულია, მით უმეტეს, თუ კარგად არის გაკეთებული. შოუს გამორჩეულ ხიბლს ჟიურის წევრებიც მატებენ, ამიტომ ხალხს ძალიან აინტერესებს, ვინ იქნებიან ქართული ''X ფაქტორის'' ჟიურიში. თანაც, ''რუსთავი 2''-ს ამ მხრივ ფანტაზია არასდროს ღალატობს.

ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი მუსიკოსი დათო ფორჩხიძე იქნება. დათო მაყურებელს თავისი გულწრფელობისა და, გარკვეულწილად, კარგი მსახიობური ნიჭის გამოც ძალიან უყვარს, მან ''ახალი ხმის'' სამი სეზონი მოიგო და რასაკვირველია, ეს არა მხოლოდ მისი კონკურსანტების, არამედ თავად მწვრთნელის დიდი დამსახურებაც არის.

დათოს კარგი შოუს გაკეთება შეუძლია, ამიტომაც არ გაგვკვირვებია, როცა ჩვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თავად ნახა ''რუსთავი 2''-ში მისული დათო ფორჩხიძე, რომელიც ტელეფონით რაღაც კონტრაქტის დეტალებს ათანხმებდა.

ინფორმაცია დათოსთან გადავამოწმეთ.

- დათო, საინტერესო სიახლე გავიგეთ თქვენ შესახებ. პირველ რიგში, გკითხავთ, ჩვენი ინფორმაციით, ''ახალი ხმის'' ახალ სეზონზე პროექტში აღარ იქნებით.

- არ ვიცი, ზუსტად... ვინ გითხრათ?

- როგორც შევიტყვეთ, მაყურებელი ''X ფაქტორის'' ჟიურიში გიხილავთ.

- არ ვიცი, პირველად თქვენგან ვიგებ. ჭორის დონეზე ვიცი ეგ ამბავი. ჩემთვის ნამდვილად არავის დაურეკავს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება