საკლასო შეფასების და მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მიზნით ხუთწლიანი პროგრამა შემუშავდება

საკლასო შეფასების და მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების მიზნით ხუთწლიანი პროგრამა შემუშავდება

განათლების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული, ასევე საკლასო შეფასების სისტემის განვითარების მიზნით ხუთწლიანი პროგრამა შემუშავდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ღონისძიება მიმდინარეობს, რომელშიც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე მონაწილეობს. მისი განცხადებით, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერის შედეგად, ტექნიკური შეფასების საკონკურსო კომისიის ექსპერტებმა გერმანული საკონსულტაციო კომპანია GOPA შეარჩიეს, რომელიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო შეფასების ახალ სისტემას შექმნის.

"ესაა გერმანული კომპანია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და განათლების სამინისტროსთან ერთად იმიშავებს იმისთვის, რომ შემუშავდეს ხუთწლიანი პროგრამა მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული განვითარების, ასევე სასკოლო შეფასების განვითარების სქემისთვის. ეს იქნება ჩვენი სახელმძღვანელო. ის დაგვეხმარება ძირითადი პოლიტიკის განსაზღვრაში, თუ როგორ მოვუაროთ ამ პრობლემას", - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ორიენტირებულია ხარისხიანი განათლების მიღებაზე ზოგადი განათლების ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით "შერატონ მეტეხი პალასში"'მიმდინარე ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკნიკოლასი ესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია