სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული მაგომედოვი რუსეთში, FSB-ს განყოფილებაში?
როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული მაგომედოვი რუსეთში, FSB-ს განყოფილებაში?

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი­დან 10 თვის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი და­ღეს­ტნე­ლი მო­ჯა­ჰე­დი, 24 წლის მა­გო­მედ მა­გო­მე­დო­ვი რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ სტავ­რო­პოლ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მე-6 გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია.

მა­გო­მედ მა­გო­მე­დო­ვი თბი­ლი­სი­დან 2013 წლის 19 აპ­რილს გა­უ­ჩი­ნარ­და. კა­კა­ბა­ძის ქუ­ჩა­ძე ნა­ქი­რა­ვებ ოთახ­ში ის მე­უღ­ლეს­თან და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. რო­გორც მა­გო­მე­დო­ვის მე­უღ­ლე, ქა­ლი­მან ბაგ­და­ნი აცხა­დებს, 19 აპ­რილს, 12:40 სა­ათ­ზე მა­გო­მე­დი სახ­ლი­დან გა­ვი­და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მე­ჩეთ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო სა­ლო­ცა­ვად. ის გზი­დან და­ი­კარ­გა.

მა­გო­მე­დო­ვის რუ­სეთ­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ 2014 წლის 16 იან­ვარს გან­ცხა­დე­ბა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლის დამ, ხა­დი­ჯა მა­გო­მე­დო­ვა­მაც გა­ა­კე­თა. მისი თქმით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან "წი­თელ ჯვარს" აც­ნო­ბეს, რომ მა­გო­მედ მა­გო­მე­დო­ვი ნა­პოვ­ნია, თუმ­ცა მისი ზუს­ტი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცია უც­ნო­ბი იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მა­გო­მე­დო­ვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­დეს, რომ მა­გო­მე­დო­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. "ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კარ­გუ­ლია. მას შსს ეძებს რო­გორც უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ პირს", - გა­ნუ­ცხა­დეს კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული მაგომედოვი რუსეთში, FSB-ს განყოფილებაში?

როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული მაგომედოვი რუსეთში, FSB-ს განყოფილებაში?

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თბილისიდან 10 თვის წინ გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი, 24 წლის მაგომედ მაგომედოვი რუსეთში, ქალაქ სტავროპოლში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-6 განყოფილებაშია.

მაგომედ მაგომედოვი თბილისიდან 2013 წლის 19 აპრილს გაუჩინარდა. კაკაბაძის ქუჩაძე ნაქირავებ ოთახში ის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მაგომედოვის მეუღლე, ქალიმან ბაგდანი აცხადებს, 19 აპრილს, 12:40 საათზე მაგომედი სახლიდან გავიდა, მეგობრებთან ერთად მეჩეთში უნდა წასულიყო სალოცავად. ის გზიდან დაიკარგა.

მაგომედოვის რუსეთში ყოფნის შესახებ 2014 წლის 16 იანვარს განცხადება გაუჩინარებულის დამ, ხადიჯა მაგომედოვამაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციიდან "წითელ ჯვარს" აცნობეს, რომ მაგომედ მაგომედოვი ნაპოვნია, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ინფორმაცია უცნობი იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაგომედოვის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ მაგომედოვის ადგილსამყოფელის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკარგულია. მას შსს ეძებს როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა