ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ფილმში კვლავ ითამაშებს. ამჯერად დიკაპრიო აშშ-ის პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის როლს შეასრულებს.
"ლეომ მეგობრებს უამბო, რომ "უოლ სტრიტის მგელის" შემდეგ, რომელიც კინოჰიტად იქცა, მზადაა, მარტინ სკორსეზესთან მუშაობა დაიწყოს თეოდორ რუზველტის შესახებ ბიოგრაფიულ სურათზე",- განუცხადა წყარომ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ სკორსეზემ ლეონარდო თავის 5 ფილმში გადაიღო. მათი ბოლო ერთობლივი ნამუშევარი იყო ფილმი "უოლ სტრიტის მგელი".
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.