მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა
აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

კა­რა­ლე­თის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ზაზა რაზ­მა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­უ­ბა­რია 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს გარ­დაც­ვლილ ზვი­ად რაზ­მა­ძის ძმა­ზე, რო­მელ­თა ფო­ტო­სუ­რათ­მა მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა.

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ტე­ჯის წინ ჯი­ხუ­რის დად­გმი­სას რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია სა­დე­ნებს შე­ე­ხო და ზაზა რაზ­მა­ძე იმ­სხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­რის პრო­ზექ­ტუ­რა­ში ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­და­ას­ვე­ნეს.

"ზაზა რაზ­მა­ძეს, გო­რის ძვე­ლი ბაზ­რი­დან, სა­დაც დე­და­მი­სი მე­ო­რა­დი ტან­საც­მლით ვაჭ­რობ­და, რკი­ნის ჯი­ხუ­რი კა­რა­ლე­თის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში, სა­კუ­თა­რი კო­ტე­ჯის წინ გა­დაჰ­ქონ­და. კო­ტე­ჯის სი­ახ­ლო­ვეს კი ახა­ლი ბა­ზა­რი მდე­ბა­რე­ობს. ძვე­ლი ბაზ­რის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ მო­ვაჭ­რე­ე­ბის ნა­წი­ლი ახალ ბა­ზარ­ში გა­და­ვი­და. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი ნივ­თე­ბი ახალ ბა­ზარ­ში გა­და­აქვს. რაზ­მა­ძე­ებ­საც სა­ვაჭ­რო ჯი­ხუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნით ე.წ. "ამწე"-თი გა­დაჰ­ქონ­დათ. ზაზა რაზ­მა­ძე "ამ­წეს" ხე­ლით ეხ­მა­რე­ბო­და, რა დრო­საც ძაბ­ვა ჯი­ხუ­რის კონ­სტრუქ­ცი­ებ­ზე გა­და­ვი­და. რაზ­მა­ძე­ე­ბი ერედ­ვი­დან არი­ან დევ­ნი­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლურ გა­ჭირ­ვე­ბას გა­ნიც­დი­ან", - წერს შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

აგვისტოს ომის ცნობილი ფოტოგმირი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა

კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად ზაზა რაზმაძე გარდაიცვალა. საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილ ზვიად რაზმაძის ძმაზე, რომელთა ფოტოსურათმა მსოფლიო მოიარა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და ზაზა რაზმაძე იმსხვერპლა. გარდაცვლილი გორის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.

"ზაზა რაზმაძეს, გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს. ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდა. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადააქვს. რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. ,,ამწე"-თი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე "ამწეს" ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა. რაზმაძეები ერედვიდან არიან დევნილები და სოციალურ გაჭირვებას განიცდიან", - წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია