პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ
მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძე "ვერ­სი­ას" სკან­და­ლურ დო­კუ­მენ­ტებს აწ­ვდის. პა­რა­ლე­ლუ­რად, ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­სა და სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს მო­უ­წო­დებს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ. მჟა­ვა­ნა­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის­დრო­ინ­დე­ლი სქე­მა, რო­მელ­საც კო­რუფ­ცი­ის სუნი ას­დის, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის დრო­საც წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს. მჟა­ვა­ნა­ძის ეჭ­ვით, "ფუ­ლის შოვ­ნა­ში", მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან ერ­თად, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბად­რი გრუ­ზინ­სკი­ცაა ჩარ­თუ­ლი. ნათ­ქვა­მის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, წლე­ვან­დე­ლი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტიც გა­მოდ­გე­ბა, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­შიც, მე­რი­ას­თან ერ­თად, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი ლარი გა­ი­ღო. "ძაღ­ლის თა­ვიც სწო­რედ აქაა და­მარ­ხუ­ლი - კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ, რო­გორც ვი­ცით, "ალ­ტერ­ვი­ჟენს" ანუ აჩი­კო გუ­ლე­და­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­მაც წლე­ვან­დე­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა, მომ­ღერ­ლე­ბის ჰო­ნო­რა­რე­ბის­თვის თან­ხა გა­მო­უ­ყო", - აცხა­დებს მჟა­ვა­ნა­ძე.

- ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ, "კო­რუფ­ცი­ულ ნიშ­ნებ­ში" მა­ინც, რას გუ­ლის­ხმობთ?

- ტენ­დე­რი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა და, სა­ინ­ტე­რე­სოა, "ალ­ტერ­ვი­ჟენ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ფორმ­და ან რა­ტომ არ არ­სე­ბობს ხარჯთაღ­რი­ცხვა? ანა­ლო­გი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, აჩი­კო გუ­ლე­დან­თან, კახა ცის­კა­რი­ძი­სა და სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის სტუ­დი­ებ­თან ფორმ­დე­ბო­და.

- ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ვინ აფორ­მებ­და?

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, კონ­კრე­ტუ­ლად, მა­რი­ნა ბე­რი­ძე.

- ანუ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ხელს, უშუ­ა­ლოდ, მა­რი­ნა ბე­რი­ძე აწერს?

- არა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ხელ­მო­წე­რაა, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებ­და - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ამ­ზა­დებ­და, ამ დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი დღე­საც მა­რი­ნა ბე­რი­ძეა. სხვა­თა შო­რის, არ­სე­ბობს მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი, მაგ­რამ ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ ან პრო­კუ­რა­ტუ­რამ რომ შე­ა­მოწ­მოს, ამას მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტად არ ჩათ­ვლის, რად­გან მას­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს ღი­რე­ბუ­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად, რაში გა­ი­ხარ­ჯა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ცე­მუ­ლი თან­ხმე­ბი, ვინ მი­ი­ღო და რა გა­კეთ­და ამ თან­ხით და ა.შ. ეს კი არა და, ზოგ­ჯერ თან­ხე­ბი ორ-ორ­ჯე­რაა გა­დახ­დი­ლი, მა­გა­ლი­თად, ხუ­ლიო ეგ­ლე­სი­ას ჰო­ნო­რა­რი ორ­ჯერ გა­და­უ­რი­ცხეს... ბრალ­მდე­ბე­ლი არ ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ ამას ე.წ. ატ­კა­ტე­ბის სუნი ას­დის. აბა, რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ერთი და იგი­ვე ხალ­ხთან რომ აფორ­მებ­დნენ?

წლე­ვან­დე­ლი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის­თვის მე­რი­ამ "ალ­ტერ­ვი­ჟენს" 250 079 ლარი გა­და­უ­რი­ცხა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­მაც სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­მო­ყო, არა­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი რგო­ლე­ბი­დან ნათ­ქვა­მი იყო, რომ მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს არ უნდა და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა.

- მა­რი­ნა ბე­რი­ძე აცხა­დებს რომ წლე­ვან­დელ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერტთან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კავ­ში­რი არ ჰქო­ნია.

- თუ არ ჰქო­ნია, აბა, მომ­ღერ­ლე­ბის ჰო­ნო­რა­რი რა­ტომ გა­და­უ­რი­ცხეს?

- ანუ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე მომ­ღერ­ლე­ბი ბე­რი­ძემ შე­არ­ჩია?

- მომ­ღერ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, არ ჩა­რე­უ­ლა, მაგ­რამ, როცა "ატ­ლერ­ვი­ჟენ­თან" ხელ­შე­კურ­ლე­ბას აფორ­მებ­დნენ, უკვე იცოდ­ნენ, ვის უნდა ემ­ღე­რა... სა­ერ­თოდ, სა­ხელ­მწი­ფომ ცალ­კე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა, და­ა­ფი­ნან­სოს, მაგ­რამ მი­ლი­ო­ნებს აქეთ-იქით რომ ის­ვრი, ამას, სჯობს, თე­ატ­რებ­სა და კულ­ტუ­რის იმ ღვაწლ­მო­სილ ადა­მი­ა­ნებს მი­ხე­დო, რომ­ლე­ბიც გა­ჭირ­ვე­ბის­გან სულს ღა­ფა­ვენ და უსახ­სრო­ბის გამო, ქუ­ჩა­ში არი­ან გაყ­რილ­ნი.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროა. პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წეს­რი­გი ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ამ­ყა­რა, მი­ნის­ტრ გუ­რამ ოდი­შა­რი­ა­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ნერ­გი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გამო კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა. სტა­ლი­ნი ამ­ბობ­და, ზოგს ჰგო­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ნამ­ცხვა­რია, რო­მე­ლიც სურს, ბო­ლომ­დე შე­ჭა­მოს, მაგ­რამ იმას ვერ ხვდე­ბა, რომ უფ­ლე­ბა არ აქვს, ამ ნამ­ცხვარს ხელი ახ­ლო­სო. ოდი­შა­რი­ამ და მის­მა მო­ად­გი­ლე­ებ­მა სა­ხელ­მწი­ფო დოვ­ლა­თი ხელ­ში ჩა­იგ­დეს და ჰგო­ნი­ათ, მათი სა­კუთ­რე­ბაა. მა­რი­ნა ბე­რი­ძე რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს უმაგ­რებ­და ზურგს, დღე­საც ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე მუ­შა­ობს და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენს! შე და­ლოც­ვი­ლო, ამ მივ­ლი­ნე­ბებ­ში ამ­ხე­ლა თან­ხას რომ ხარ­ჯავ, ვინ მოგ­ცა ამის უფ­ლე­ბა? ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოდი­შა­რი­ას გა­ნა­ჩე­ნი უკვე გა­მო­უ­ტა­ნა - მას მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, ოღონდ რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, რაც პოს­ტებს სხვა მი­ნის­ტრე­ბიც და­ტო­ვე­ბენ. პრე­მი­ერს არ უნდა, მი­ნის­ტრე­ბი სა­თი­თა­ოდ გა­უშ­ვას, ეს ერ­თი­ა­ნად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მოხ­დე­ბა.

"ვერ­სია" უკო­მენ­ტა­როდ გთა­ვა­ზობთ ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძის მიერ მო­წო­დე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს, სა­ი­და­ნაც ნათ­ლად ჩანს, თუ რა თან­ხებს იღებ­დნენ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და კულ­ტუ­რის სხვა მუ­შა­კე­ბი.

2011 წელი

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შპს "ის­თერნპ­რო­მო­უ­შენს" შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, 2011 წლის 19-24 ივ­ლისს ქ. ბა­თუმ­ში "შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის" ჩა­ტა­რე­ბა­ზე 1 104 000 ლარი გა­მო­ი­ყო.

2012 წელი

1) შპს "თბს ტვ"-სთან და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის - "მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო" ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 480 000 ლარი.

2) შპს "არტ ბა­თუმ­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, თბი­ლის­სა და ოზურ­გეთ­ში პრო­ექ­ტის - მი­უ­ზიკლ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 1 716 985 ლარი.

3) კავ­შირ "თა­გის არტსი­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 21 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში ხო­ა­კინ კორ­ტე­სის წარ­მოდ­გე­ნის - ჩALE გა­მარ­თვა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 550 000 ლარი.

4) შპს "ის­თერნ პრო­მო­უ­შენ­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2012 წლის 16 აგ­ვის­ტოს ახალ­ცი­ხე­ში შარლ აზ­ნა­უ­რის კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა 1 356800 ლარი.

5) შპს "ის­თერნ პრო­მო­უ­შენ­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა - "შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის" ორ­გა­ნი­ზე­ბა ქ. ბა­თუმ­ში. მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 460 000 ევ­როს ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში.

6) ასო­ცი­ა­ცია "არ­ტაქ­ტივ ევო­ლუ­შენ­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ქ. ფოთ­ში პრო­ექ­ტის - "თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ტო­ბი­ექ­ტი - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სივ­რცე ღია ცის ქვეშ" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 85 000 ლარი.

7) ფ/პ გია თორ­თლა­ძეს­თან და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა პრო­ექ­ტის - "სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პან­ტე­ბის გა­რე­შე" ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 350 000 ლარი.

8) შპს "დის­ფიქჩერსთან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2012 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში პრო­ექ­ტის - "მე­ა­მა­ყე­ბა სა­ქარ­თვე­ლო" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 698 399 ლარი.

9) სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონდთან "თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის სას­ცე­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბის 30წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 310 000 ლარი.

2013 წელი

1) შპს "ის­თერნ პრო­მო­უ­შენ­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის 3 ივ­ლისს ქ. ბა­თუმ­ში კრის ბო­ტი­სა და სტინ­გის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 750 000 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში.

2) შპს სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "საყ­ვირ­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ბა­თუ­მის სა­ი­მი­ჯო მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლის - "ბე­სა­მე მუჩო" დამ­ზა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 56 000 ლარი.

3) შპს "ბიზ­ნესპრო­ტო­კო­ლი პლუს­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლის - "ქეთო და კოტე" თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ოცჯერ ჩვე­ნე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 559 015.43 ლარი.

4) შპს M.A.N. Projeqt Architeqture-თან და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პის გა­და­ღე­ბა­ზე (სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა #30/09/03 2011 წლის 30 სექ­ტემ­ბე­რი). სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 121 089 ლარი.

აჩი­კო გუ­ლე­დან­თან "ალ­ტერ­ვი­ჟენ გრუპ­სა" და "სტეპ რე­კორდსთან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი

1) სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შპს "ალ­თერ­ვი­ჟენ გრუპს" შო­რის და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის - თბი­ლი­სი Open Air Alter Vision ჩა­ტა­რე­ბა­ზე.

სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 30 613 ლარი.

2) შპს "სტეპ-რე­კორდს ლე­იბლთან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "თბი­ლი­სი Open Air Alter Vision" - სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 2 093 935 ლარი.

3) შპს "სტეპ-რე­კორდსს­ტუ­დი­ოს­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თბი­ლის­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის -"თბი­ლი­სი Open Air Alter Vision"-ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 500 000 ლარი.

4) შპს "სტეპ-რე­კორდს სტუ­დი­ოს­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ქ. ბა­თუმ­ში, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 15 316 ლარი.

5) Altrevision Design-თან და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა პრო­ექ­ტის - "ეპო­ქა­ლუ­რი მუ­სი­კო­სე­ბის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 35 000 ლარი.

6) შპს "სტეპ-რე­კორდს სტუ­დი­ოს­თან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2012 წლის 24-25 აგ­ვის­ტოს, სვა­ნეთ­ში ფეს­ტი­ვა­ლის -"სვა­ნე­თი" ჩა­ტა­რე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 5 000 ლარი.

"არტ ფო­რუმ­თან" (სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი და კახა ცის­კა­რი­ძე) გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი

1) სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ფი­ზი­კურ პირს, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილს შო­რის და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის 2 აგ­ვის­ტოს, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში კონ­ცერტ MTV Georgia Live-ში ჯგუფ "სტე­ფა­ნე და 3G"-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 35 000 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარი.

2) სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ფი­ზი­კურ პირ სერ­გო სუ­ლა­ძეს შო­რის და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის 2 აგ­ვის­ტოს, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში კონ­ცერტ MTV Georgia Live-ში ჯგუფ "ელდრა­ი­ნის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 12 500 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში.

3) სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და შპს "არ­ტფო­რუმს" შო­რის და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2012 წლის 13 სექ­ტემ­ბერს, ბალ­კა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, გო­რან ბრე­გო­ვი­ჩის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 179 223.39 ლარი.

4) სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შპს "ჯორ­ჯი­ან მე­დია პრო­დაქ­შენ გრუპს" შო­რის და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სა­მარ­თი MTV Georgia Live-ის და­ფი­ნან­სე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, "მე­დია გრუ­პი" ვალ­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სა­მარ­თი MTV Georgia Live-ის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, კერ­ძოდ: MTV Georgia Live-ის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, სპონ­სო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა და 2 776 471 აშშ დო­ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა, სა­ი­და­ნაც MTV Networks Europe-ის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხე­ბა 2 000 000 აშშ დო­ლა­რი 2011 წლის 31 იან­ვრამ­დე.

ხოლო 776 471 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლა­რით და­ი­ფა­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად წარ­მო­შო­ბი­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

სა­მი­ნის­ტრო, თა­ვის მხრივ, იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, "მე­დია გრუპს" მი­ა­წო­დოს ამ ოპე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია.

და­ვით ევ­გე­ნი­ძის კონ­ცერ­ტი

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, ძეგლ­თა დაც­ვი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სა და შპს "არ­ტფო­რუმს" შო­რის და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2010 წლის 2 იან­ვარს, ქ. ბა­თუმ­ში დათო ევ­გე­ნი­ძის კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 115 956 ლარი და 24 თეთ­რი.

ზუმ­ბა და "არტ გენი"

1) სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ფი­ზი­კურ პირ ზაზა კო­რინ­თელს შო­რის და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის 11 აგ­ვის­ტო­დან 6 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, ქ. ვილ­ნი­უს­სა და ქ. კლა­ი­პე­და­ში ჯგუ­ფი "ზუმ­ბა­ლენ­დის" მგზავ­რო­ბის ხარ­ჯის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე 13 750 ლა­რის გა­მო­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე.

2) შპს "გლო­ბალ არტთან" და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2012 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან ჯგუ­ფის - "ზუმ­ბა­ლენ­დი" პო­ლო­ნეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში სა­გას­ტრო­ლო ტურ­ნეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის 7 000 ლა­რის გა­მო­ყო­ფა­ზე.

3) და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ზაზა კო­რინ­თელ­თან 2009 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ მირ­ზა­ან­ში ტრა­დი­ცი­ულ დღე­სას­წა­ულ "ფი­როს­მა­ნო­ბა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 5 300 ლარი.

4) ააიპ "წა­მის­თან" (პრე­ზი­დენ­ტი ზაზა კო­რინ­თე­ლი) და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1 ივ­ნისს ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 9 200 ლარი.

5) შპს "არტ-ფაქ­ტორ-თან" (დი­რექ­ტო­რი ზაზა კო­რინ­თე­ლი) და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჯგუფ "ბერ­მუ­ხას" სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მოს გა­მარ­თვა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 4 000 ლარი.

6) ზაზა კო­რინ­თელ­თან და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2009 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ რუს­თავ­ში სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ შო­თა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 6 500 ლარი.

7) და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2012 წლის 19 აგ­ვის­ტოს ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში, სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯგუფ "ზუმ­ბა­ლენ­დის" კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 10 000 ლარი.

8) და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2011 წლის 3 სექ­ტემ­ბერს, მეს­ტი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვალ "სვა­ნე­თის" ჩა­ტა­რე­ბა­ზე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 5 000 ლარი.

9) 2012 წლის 1-29 ივ­ლისს, ფეს­ტი­ვალ "არტ გე­ნის" ჩა­ტა­რე­ბა­ზე გა­მო­ი­ყო 199 313 ლარი.

10) 2012 წელს ფეს­ტი­ვალ "არტ გე­ნის" ჩა­ტა­რე­ბა­ზე გა­მო­ი­ყო 30 000 ლარი.

2009 წლის სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის თან­ხე­ბი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის კლი­პე­ბი

1) სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, ძეგლ­თა დაც­ვი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ ბა­თუმ­ში, ახა­ლი წლის სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე გა­მო­ყო 1 300 000 ლარი.

2) 2009 წლის 31 დე­კემ­ბერს, 2010 წლის 1 და 2 იან­ვარს ქ. ბა­თუმ­ში, სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკ­რა­ნე­ბის მონ­ტაჟ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, გა­მო­ი­ყო 94 996 ლარი და 62 თეთ­რი.

3) სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შპს "საყ­ვირს" შო­რის და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი: "ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლის დამ­ზა­დე­ბა­ზე, სიმ­ღე­რა "თეთ­რი ვარ­დე­ბის" შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 114 815 ლარი.

კუ­რორტ ანაკ­ლი­ის სა­ი­მი­ჯო მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დე­ოკ­ლი­პის გა­და­ღე­ბა-დამ­ზა­დე­ბა­ზე, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე. სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო თან­ხა - 129 900 ლარი.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ

მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე "ვერსიას" სკანდალურ დოკუმენტებს აწვდის. პარალელურად, ფინანსურ პოლიციასა და სხვა საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, კულტურის სამინისტროს საქმიანობით დაინტერესდნენ. მჟავანაძის თქმით, სააკაშვილისდროინდელი სქემა, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის, გურამ ოდიშარიას მინისტრობის დროსაც წარმატებით მუშაობს. მჟავანაძის ეჭვით, "ფულის შოვნაში", მარინა ბერიძესთან ერთად, მინისტრის მოადგილე ბადრი გრუზინსკიცაა ჩართული. ნათქვამის საილუსტრაციოდ, წლევანდელი საახალწლო კონცერტიც გამოდგება, რომლის ორგანიზებაშიც, მერიასთან ერთად, კულტურის სამინისტროც მონაწილეობდა და რამდენიმე ათეული ათასი ლარი გაიღო. "ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული - კულტურის სამინისტრომ, როგორც ვიცით, "ალტერვიჟენს" ანუ აჩიკო გულედანის ორგანიზაციას, რომელმაც წლევანდელი კონცერტი ჩაატარა, მომღერლების ჰონორარებისთვის თანხა გამოუყო", - აცხადებს მჟავანაძე.

- ბატონო ნიკოლოზ, "კორუფციულ ნიშნებში" მაინც, რას გულისხმობთ?

- ტენდერი არ გამოცხადებულა და, საინტერესოა, "ალტერვიჟენთან" ხელშეკრულება რის საფუძველზე გაფორმდა ან რატომ არ არსებობს ხარჯთაღრიცხვა? ანალოგიური ხელშეკრულებები, ძირითადად, აჩიკო გულედანთან, კახა ცისკარიძისა და სტეფანე მღებრიშვილის სტუდიებთან ფორმდებოდა.

- ამ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებებს ვინ აფორმებდა?

- კულტურის სამინისტრო, კონკრეტულად, მარინა ბერიძე.

- ანუ ხელშეკრულებებს ხელს, უშუალოდ, მარინა ბერიძე აწერს?

- არა, ხელშეკრულებებზე მინისტრის მოადგილის ხელმოწერაა, მაგრამ მოლაპარაკებებს კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტი აწარმოებდა - ხელშეკრულებებს ამზადებდა, ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი დღესაც მარინა ბერიძეა. სხვათა შორის, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, მაგრამ ფინანსურმა პოლიციამ ან პროკურატურამ რომ შეამოწმოს, ამას მიღება-ჩაბარების აქტად არ ჩათვლის, რადგან მასში მითითებული არაა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, კონკრეტულად, რაში გაიხარჯა სამინისტროდან გაცემული თანხმები, ვინ მიიღო და რა გაკეთდა ამ თანხით და ა.შ. ეს კი არა და, ზოგჯერ თანხები ორ-ორჯერაა გადახდილი, მაგალითად, ხულიო ეგლესიას ჰონორარი ორჯერ გადაურიცხეს... ბრალმდებელი არ ვარ, მაგრამ ყველაფერ ამას ე.წ. ატკატების სუნი ასდის. აბა, რა ინტერესი ჰქონდათ, ხელშეკრულებას ერთი და იგივე ხალხთან რომ აფორმებდნენ?

წლევანდელი საახალწლო კონცერტისთვის მერიამ "ალტერვიჟენს" 250 079 ლარი გადაურიცხა. კულტურის სამინისტრომაც სოლიდური თანხა გამოყო, არადა ხელისუფლების უმაღლესი რგოლებიდან ნათქვამი იყო, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები კულტურის სამინისტროს არ უნდა დაეფინანსებინა.

- მარინა ბერიძე აცხადებს რომ წლევანდელ საახალწლო კონცერტთან კულტურის სამინისტროს კავშირი არ ჰქონია.

- თუ არ ჰქონია, აბა, მომღერლების ჰონორარი რატომ გადაურიცხეს?

- ანუ კონცერტში მონაწილე მომღერლები ბერიძემ შეარჩია?

- მომღერლების შერჩევაში, შეიძლება, არ ჩარეულა, მაგრამ, როცა "ატლერვიჟენთან" ხელშეკურლებას აფორმებდნენ, უკვე იცოდნენ, ვის უნდა ემღერა... საერთოდ, სახელმწიფომ ცალკეული ღონისძიებები შეიძლება, დააფინანსოს, მაგრამ მილიონებს აქეთ-იქით რომ ისვრი, ამას, სჯობს, თეატრებსა და კულტურის იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს მიხედო, რომლებიც გაჭირვებისგან სულს ღაფავენ და უსახსრობის გამო, ქუჩაში არიან გაყრილნი.

დღეს საქართველოს მთავრობაში ყველაზე ხმაურიანი კულტურის სამინისტროა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წესრიგი ყველა სამინისტროში დაამყარა, მინისტრ გურამ ოდიშარიასა და კულტურის სამინისტროში ჩანერგილი ნაციონალების გამო კი, ხელისუფლების დისკრედიტაცია ხდება. სტალინი ამბობდა, ზოგს ჰგონია, რომ სახელმწიფო ნამცხვარია, რომელიც სურს, ბოლომდე შეჭამოს, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ უფლება არ აქვს, ამ ნამცხვარს ხელი ახლოსო. ოდიშარიამ და მისმა მოადგილეებმა სახელმწიფო დოვლათი ხელში ჩაიგდეს და ჰგონიათ, მათი საკუთრებაა. მარინა ბერიძე რომელიც სააკაშვილის რეჟიმს უმაგრებდა ზურგს, დღესაც ნაციონალებზე მუშაობს და კულტურის სამინისტროს დისკრედიტაციას ახდენს! შე დალოცვილო, ამ მივლინებებში ამხელა თანხას რომ ხარჯავ, ვინ მოგცა ამის უფლება? ხელისუფლებამ ოდიშარიას განაჩენი უკვე გამოუტანა - მას მალე გაათავისუფლებენ, ოღონდ რამდენიმე ხნის შემდეგ, რაც პოსტებს სხვა მინისტრებიც დატოვებენ. პრემიერს არ უნდა, მინისტრები სათითაოდ გაუშვას, ეს ერთიანად და უმტკივნეულოდ მოხდება.

"ვერსია" უკომენტაროდ გთავაზობთ ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რა თანხებს იღებდნენ 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან სააკაშვილთან დაახლოებული მომღერლები, მსახიობები და კულტურის სხვა მუშაკები.

2011 წელი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "ისთერნპრომოუშენს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, 2011 წლის 19-24 ივლისს ქ. ბათუმში "შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის" ჩატარებაზე 1 104 000 ლარი გამოიყო.

2012 წელი

1) შპს "თბს ტვ"-სთან დაიდო ხელშეკრულება მუსიკალური პროექტის - "მე მიყვარს საქართველო" ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 480 000 ლარი.

2) შპს "არტ ბათუმთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის სექტემბერში, თბილისსა და ოზურგეთში პროექტის - მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" განხორციელებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 1 716 985 ლარი.

3) კავშირ "თაგის არტსითან" დაიდო ხელშეკრულება 21 აგვისტოს ბათუმში ხოაკინ კორტესის წარმოდგენის - ჩALE გამართვაზე. სახელშეკრულებო თანხა - 550 000 ლარი.

4) შპს "ისთერნ პრომოუშენთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 16 აგვისტოს ახალციხეში შარლ აზნაურის კონცერტის ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა 1 356800 ლარი.

5) შპს "ისთერნ პრომოუშენთან" დაიდო ხელშეკრულება - "შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის" ორგანიზება ქ. ბათუმში. მომსახურების საერთო ღირებულება - 460 000 ევროს ექვივალენტი ლარში.

6) ასოციაცია "არტაქტივ ევოლუშენთან" დაიდო ხელშეკრულება ქ. ფოთში პროექტის - "თანამედროვე არტობიექტი - შემოქმედებითი სივრცე ღია ცის ქვეშ" განხორციელებაზე, სახელშეკრულებო თანხა - 85 000 ლარი.

7) ფ/პ გია თორთლაძესთან დაიდო ხელშეკრულება პროექტის - "საქართველო ოკუპანტების გარეშე" ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 350 000 ლარი.

8) შპს "დისფიქჩერსთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში პროექტის - "მეამაყება საქართველო" განხორციელებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 698 399 ლარი.

9) საერთაშორისო ფონდთან "თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი" დაიდო ხელშეკრულება ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 310 000 ლარი.

2013 წელი

1) შპს "ისთერნ პრომოუშენთან" დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში კრის ბოტისა და სტინგის კონცერტის ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 750 000 დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

2) შპს სარეკლამო კომპანია "საყვირთან" დაიდო ხელშეკრულება ბათუმის საიმიჯო მუსიკალური ვიდეორგოლის - "ბესამე მუჩო" დამზადების თაობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 56 000 ლარი.

3) შპს "ბიზნესპროტოკოლი პლუსთან" დაიდო ხელშეკრულება საოპერო სპექტაკლის - "ქეთო და კოტე" თბილისში, რუსთაველის თეატრში ოცჯერ ჩვენებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 559 015.43 ლარი.

4) შპს M.A.N. Projeqt Architeqture-თან დაიდო ხელშეკრულება კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით მუსიკალური კლიპის გადაღებაზე (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #30/09/03 2011 წლის 30 სექტემბერი). სახელშეკრულებო თანხა - 121 089 ლარი.

აჩიკო გულედანთან "ალტერვიჟენ გრუპსა" და "სტეპ რეკორდსთან" გაფორმებული ხელშეკრულებები

1) საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "ალთერვიჟენ გრუპს" შორის დაიდო ხელშეკრულება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის - თბილისი Open Air Alter Vision ჩატარებაზე.

სახელშეკრულებო თანხა - 30 613 ლარი.

2) შპს "სტეპ-რეკორდს ლეიბლთან" დაიდო ხელშეკრულება "თბილისი Open Air Alter Vision" - საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 2 093 935 ლარი.

3) შპს "სტეპ-რეკორდსსტუდიოსთან" დაიდო ხელშეკრულება თბილისში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის -"თბილისი Open Air Alter Vision"-ის ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 500 000 ლარი.

4) შპს "სტეპ-რეკორდს სტუდიოსთან" დაიდო ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ჯაზფესტივალის განმავლობაში, ბულვარის ტერიტორიაზე მუსიკალური წარმოდგენების ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 15 316 ლარი.

5) Altrevision Design-თან დაიდო ხელშეკრულება პროექტის - "ეპოქალური მუსიკოსების" განხორციელებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 35 000 ლარი.

6) შპს "სტეპ-რეკორდს სტუდიოსთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 24-25 აგვისტოს, სვანეთში ფესტივალის -"სვანეთი" ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 5 000 ლარი.

"არტ ფორუმთან" (სტეფანე მღებრიშვილი და კახა ცისკარიძე) გაფორმებული ხელშეკრულებები

1) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირს, სტეფანე მღებრიშვილს შორის დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში კონცერტ MTV Georgia Live-ში ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს მონაწილეობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

2) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ სერგო სულაძეს შორის დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში კონცერტ MTV Georgia Live-ში ჯგუფ "ელდრაინის" მონაწილეობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 12 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და შპს "არტფორუმს" შორის დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 13 სექტემბერს, ბალკანელი კომპოზიტორის, გორან ბრეგოვიჩის კონცერტის ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 179 223.39 ლარი.

4) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს" შორის დაიდო ხელშეკრულება 2011 წელს საქართველოში გასამართი MTV Georgia Live-ის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე. ხელშეკრულებით, "მედია გრუპი" ვალდებულია, უზრუნველყოს 2011 წელს საქართველოში გასამართი MTV Georgia Live-ის დაფინანსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: MTV Georgia Live-ის დაფინანსების მიზნით, სპონსორების მოძიება და 2 776 471 აშშ დოლარის მობილიზება, საიდანაც MTV Networks Europe-ის ანგარიშზე გადაირიცხება 2 000 000 აშშ დოლარი 2011 წლის 31 იანვრამდე.

ხოლო 776 471 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით დაიფარება აღნიშნული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

სამინისტრო, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, "მედია გრუპს" მიაწოდოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

დავით ევგენიძის კონცერტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და შპს "არტფორუმს" შორის დაიდო ხელშეკრულება 2010 წლის 2 იანვარს, ქ. ბათუმში დათო ევგენიძის კონცერტის ორგანიზებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 115 956 ლარი და 24 თეთრი.

ზუმბა და "არტ გენი"

1) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფიზიკურ პირ ზაზა კორინთელს შორის დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 11 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ქ. ვილნიუსსა და ქ. კლაიპედაში ჯგუფი "ზუმბალენდის" მგზავრობის ხარჯის ანაზღაურებაზე 13 750 ლარის გამოყოფის თაობაზე.

2) შპს "გლობალ არტთან" დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 24 თებერვლიდან ჯგუფის - "ზუმბალენდი" პოლონეთსა და უკრაინაში საგასტროლო ტურნეს უზრუნველყოფისთვის 7 000 ლარის გამოყოფაზე.

3) დაიდო ხელშეკრულება ზაზა კორინთელთან 2009 წლის 31 ოქტომბერს სოფელ მირზაანში ტრადიციულ დღესასწაულ "ფიროსმანობაში" მონაწილეობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 5 300 ლარი.

4) ააიპ "წამისთან" (პრეზიდენტი ზაზა კორინთელი) დაიდო ხელშეკრულება 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაზე. სახელშეკრულებო თანხა - 9 200 ლარი.

5) შპს "არტ-ფაქტორ-თან" (დირექტორი ზაზა კორინთელი) დაიდო ხელშეკრულება ჯგუფ "ბერმუხას" საიუბილეო საღამოს გამართვაზე. სახელშეკრულებო თანხა - 4 000 ლარი.

6) ზაზა კორინთელთან დაიდო ხელშეკრულება 2009 წლის 10 ოქტომბერს სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულ შოთაობაში მონაწილეობაზე. სახელშეკრულებო თანხა - 6 500 ლარი.

7) დაიდო ხელშეკრულება 2012 წლის 19 აგვისტოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ჯგუფ "ზუმბალენდის" კონცერტის ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 10 000 ლარი.

8) დაიდო ხელშეკრულება 2011 წლის 3 სექტემბერს, მესტიაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ "სვანეთის" ჩატარებაზე. სახელშეკრულებო თანხა - 5 000 ლარი.

9) 2012 წლის 1-29 ივლისს, ფესტივალ "არტ გენის" ჩატარებაზე გამოიყო 199 313 ლარი.

10) 2012 წელს ფესტივალ "არტ გენის" ჩატარებაზე გამოიყო 30 000 ლარი.

2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპები

1) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ბათუმში, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაზე გამოყო 1 300 000 ლარი.

2) 2009 წლის 31 დეკემბერს, 2010 წლის 1 და 2 იანვარს ქ. ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკრანების მონტაჟსა და მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, გამოიყო 94 996 ლარი და 62 თეთრი.

3) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს "საყვირს" შორის დაიდო ხელშეკრულებები: "ქალაქ ქუთაისის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაზე, სიმღერა "თეთრი ვარდების" შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 114 815 ლარი.

კურორტ ანაკლიის საიმიჯო მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება-დამზადებაზე, შემსრულებელი სოფო ნიჟარაძე. სახელშეკრულებო თანხა - 129 900 ლარი.

გიორგი გიორგაძე

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ