ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი მერაბიშვილის პროცესის დაწყებას ელოდებიან. სასამართლოსთან იმყოფებიან სამართალდამცავები.

მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს ე.წ. ფიქტიური დასაქმების საქმეზე დღეს განაჩენს გამოუტანენ. სასამართლო პროცესი 12.00 საათისთვისაა ჩანიშნული.

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჭიაბერაშვილი მივიდა.

მისი განცხადებით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში განაჩენი დადებითი უნდა იყოს.

"ველოდები, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში განაჩენი დადებითი იყოს, თუმცა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ იქნება. ალბათ, ყველაფერი პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ