ჟენევის აეროპორტში დამჯდარი ეთიოპიის ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ადის აბიბადან რომში ასრულებდა რეისს, წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო მეკობრეებმა გაიტაცეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
"ბიბისის" ინფორმაციით, შვეიცარულ მედიაში გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი 767-300 საჰაერო მეკობრეებმა გაიტაცეს. როგორც შვეიცარულ გამოცემა Tribune de Geneves-ს ჟენევის საერთაშორისო აეროპორტის პრესმდივანმა განუცხადა, ერთ-ერთი გამტაცებელი ამ დროისთვის დაკავებულია. აეროპორტი კი დროებით დახურულია. მისივე თქმით, თვითმფრინავის ეკიპაჟი და მგზავრები უსაფრთხოდ არიან, მათგან არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავმა 767-300-მა გატაცების განგაშის სიგნალი მაშინ ჩართო, როდესაც სუდანის თავზე იმყოფებოდა.