საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზალკალიანი - საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს
დავით ზალკალიანი - საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერო­კავ­ში­რის ეგი­დით წარ­მო­ე­ბულ ოპე­რა­ცი­ა­ში ერ­თვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ და­ვით ზალ­კა­ნი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის დროს ხელი მო­ე­წე­რა ევ­რო­კავ­შირ­თან კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩარ­თვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არა მხო­ლოდ მომ­ხმა­რე­ბე­ლი, არა­მედ კონ­ტრი­ბუ­ტო­რიც უნდა იყოს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბა­ში თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს", - აღ­ნიშ­ნა ზალ­კა­ლი­ან­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის შე­თა­ვა­ზე­ბას ქარ­თუ­ლი მხა­რე გა­ნი­ხი­ლავს. რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ქარ­თუ­ლი მხა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ი­ღებს.

"ასე­თი თხოვ­ნით ევ­რო­კავ­შირ­მა მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს, რომ­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს აქვს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა და ჩვენ, ქარ­თუ­ლი მხა­რე ვართ ამ წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ში", - გან­მარ­ტა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

დავით ზალკალიანი - საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს

დავით ზალკალიანი - საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში ერთვება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ვილნიუსის სამიტის დროს ხელი მოეწერა ევროკავშირთან კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩართვის ხელშეკრულებას.

"საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში თავის წვლილს შეიტანს", - აღნიშნა ზალკალიანმა.

როგორც ცნობილია, ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვასთან დაკავშირებით ევროკავშირის შეთავაზებას ქართული მხარე განიხილავს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.

"ასეთი თხოვნით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი და საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ, ქართული მხარე ვართ ამ წინადადების განხილვის სტადიაში", - განმარტა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე