პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა - სოჭელი ქართველები ოლიმპიადაზე
გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა - სოჭელი ქართველები ოლიმპიადაზე

სო­ჭი მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტ­რ­შია. ჯერ კი­დევ ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნამ­დე, ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და ზო­გა­დად, პრო­ცე­სე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში აქ­ტი­უ­რი გან­ს­ჯის სა­გა­ნი გახ­და... ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნამ­დე, რუ­სეთ­ში ჩა­სუ­ლი უცხო­უ­რი მე­დი­ი­სა და სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, იქ არ­სე­ბულ კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ­დ­ნენ, - სა­პირ­ფა­რე­შოს გა­მონ­გ­რე­უ­ლი კა­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­პირ­ფა­რე­შო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე პირ­თათ­ვის, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლის ჭე­რი­და­ნაც გა­ჯი ცვი­ო­და, კა­რი არ იკე­ტე­ბო­და და ნო­მერ­ში, შუ­ქის ან­თე­ბი­სას ღა­მის სა­ნა­თი ფეთ­ქ­დე­ბო­და, - ეს არის იმ სა­ხი­ფა­თო "კუ­რი­ო­ზე­ბის" არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­დის პირ­ველ დღე­ებს ახ­ლ­და თან...

რამ­დე­ნადა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და რუ­სე­თი მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ამის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დია კი­დევ დიდ­ხანს იმ­ს­ჯე­ლებს...

სოჭ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ქარ­თულ სო­ფელ პლას­ტუნ­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ვე­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დით, რა­თა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ოლიმ­პი­ა­დის ში­და სამ­ზა­რე­უ­ლო დაგ­ვე­ნახ­ვე­ბი­ნა.

ირ­მა კვა­რა­ცხე­ლია, სო­ჭე­ლი ქარ­თ­ვე­ლი:

- დღე­ებს ვით­ვ­ლი, კი­დევ რამ­დე­ნი ხა­ნი გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს ქა­ო­სი... ყო­ველ დი­ლას, 5 სა­ათ­ზე ვდგე­ბი, 6-ზე იქ უნ­და ვი­ყო. იცი­ან, რომ ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლი­დან შორს ვცხოვ­რობ და იქ მის­ვ­ლამ­დე დრო მჭირ­დე­ბა. მეც და და­ნარ­ჩე­ნი ჩემ­ნა­ი­რიც, ვინც იქ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით დავ­დი­ვართ და ვიკ­ვე­ბე­ბით. ავ­ტო­ბუ­სიც კი არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი ჩვენ­თ­ვის, რომ დი­ლას წაგ­ვიყ­ვა­ნოს და სა­ღა­მოს სახ­ლებ­ში ჩა­მოგ­ვა­რი­გოს. ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სი მო­სახ­ლე­ო­ბა ამას აპ­რო­ტეს­ტებს, მაგ­რამ შე­დე­გი მა­ინც არ ჩანს. ღა­მე ძა­ლი­ან ცი­ვა. ყი­ნავს. უმე­ტე­სად გვი­ა­ნო­ბამ­დე გვი­წევს ყოფ­ნა. ოლიმ­პი­ურ სტა­დი­ონ "ფიშ­ტ­ში" მო­მუ­შა­ვე მო­ხა­ლი­სე­ებ­სა და ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 500-მდე სტუმ­რის მი­ღე­ბა, დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა, და­პუ­რე­ბა და თავ-თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა გვი­წევს და წაქ­ცე­ვა­ზე ვართ, ისე ვიღ­ლე­ბით... ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ეს არ აღელ­ვებს. სახ­ლ­ში წა­სას­ვ­ლე­ლად ტაქ­სის ფულს ვაგ­რო­ვებთ. ჰო­ნო­რარ­ზე არც ვამ­ბობთ არა­ფერს. უბ­რა­ლოდ, ელე­მენ­ტა­რულ ხარ­ჯებ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ეს ხარ­ჯე­ბი კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

- ტრან­ს­პორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ეწე­რა, მაგ­რამ ახ­ლა გვითხ­რეს, საკ­მა­რი­სი ავ­ტო­ბუ­სე­ბი არ გვყავს, ად­ლე­რის­კენ გა­და­ვის­რო­ლე­თო...

- სტუმ­რებ­ზე რას გვე­ტყ­ვით?

- სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად, უპ­რე­ტენ­ზიო ხალ­ხია. ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლი­ათ ჭა­მა და და­ძი­ნე­ბა, მაგ­რამ აი, თვით რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც კი ისე­თი ირო­ნი­უ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი აქვთ, ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­აც კი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა.

- მა­გა­ლი­თად?

- მა­გა­ლი­თად, ვი­ღაც ფე­რად­კა­ნი­ან მა­მა­კაცს, თუ არ ვცდე­ბი, ფრან­გუ­ლი პრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს, ერთ დი­ლას რამ­დე­ნი­მე არც ისე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ერ­თ­დ­რო­უ­ლად შე­ემ­თხ­ვა, - ღა­მის სა­ნა­თის ჩარ­თ­ვა უნ­დო­და და შტეფ­სე­ლი აუ­ფეთ­ქ­და, აბა­ზა­ნა­ში წყა­ლი გა­უ­ცივ­და და 8 გრა­დუს ყინ­ვა­ში, ცი­ვი შხა­პის მი­ღე­ბამ მო­უ­წია და სა­უზ­მი­სას, ლო­კო­კი­ნი­ა­ნი "ჰოთ­დო­გი" შეხ­ვ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, მწვა­ნე სა­ლა­თის ფურ­ც­ლე­ბის დარ­ჩე­ვა და გა­რეცხ­ვა და­ე­ზა­რა... მან დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი რუ­სუ­ლით გვითხ­რა: - ვა­ტყობ, თქვენს ტან­მორ­ჩილ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ჩემ­თ­ვის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­უ­წევ­სო...

გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა, სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა. უბ­რა­ლო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ე.წ. კუ­ლი­სებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი დღე­ებს ვით­ვ­ლით. 18 სა­მუ­შაო დღე დარ­ჩა (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 9 თე­ბერ­ვალს). არა­და, ისე გვი­ხა­რო­და ჩვენს ქა­ლაქ­ში ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბა, აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით... არ ვი­ცი, შო­რი­დან რო­გორ ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ შიგ­ნი­დან ნამ­დ­ვი­ლად არ არის ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად...

ლა­რი­სა ხარ­ჩი­ლა­ვა, ქარ­თულ სო­ფელ პლას­ტუნ­კის მკვიდ­რი:

- ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე. ქან­ც­გაწყ­ვე­ტი­ლი ვარ. ისე ვე­ლო­დით ამ ოლიმ­პი­ა­დას და ახ­ლა ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის მო­ვა 23 თე­ბერ­ვა­ლი... ისე­თი გა­დაღ­ლი­ლი ვარ, აზ­რ­ზე მო­სას­ვ­ლე­ლად, ალ­ბათ ერ­თი თვე მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ის ოთხი ქარ­თ­ვე­ლი ჩა­მო­ვი­და. რო­დე­საც მათ ტან­საც­მელ­ზე GEORGIA წა­ვი­კი­თხე, ცრემ­ლე­ბი თა­ვი­სით წა­მო­მი­ვი­და. მე და ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლე­ბი GEORGIA-ს ვყვი­რო­დით. მე რუ­სი მე­უღ­ლე მყავ­და, ჩე­მი შვი­ლე­ბი ნა­ხევ­რად რუ­სე­ბი არი­ან. ამი­ტომ ორი­ვე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ...

ელ­ზა გე­ლაშ­ვი­ლი, სო­ჭე­ლი ქარ­თ­ვე­ლი:

- მეს­მის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რაც ხდე­ბა ახ­ლა. და­მი­ჯე­რეთ, ჩვენც გან­ვიც­დით ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ რუ­სე­თის უხეშ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ოდეს­მე ხომ უნ­და დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი? ჩვენ­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლი სპორ­­ტ­სმე­ნე­ბის და­ნახ­ვა უსა­ზღ­ვ­როდ დი­დი სი­ხა­რუ­ლი იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შე­ბის და­ნახ­ვა­ზე ყვე­ლანი ავ­ტირ­დით... 20 წე­ლია, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ. სტუმ­რებს უამ­რავ შე­კითხ­ვას ვუს­ვამ­დით. ჩვენ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით ცოცხ­ლ­დე­ბო­და. ახ­ლა კი, დად­გა დრო, რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან. ეს იმე­დია, პა­ტა­რა იმე­დი, რომ ხალ­ხ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას არ დამ­ს­გავ­სე­ბია და ოდეს­მე შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს... ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით იმ დღეს. ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ლო­ცავ­დით, რომ ამ მსოფ­ლიო დო­ნის ღო­ნის­ძე­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დი­ახ, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, მაგ­რამ ხალ­ხებს შო­რის მა­ინც მე­გობ­რო­ბის მომ­ხ­რე ვარ. ჩვენს ემო­ცი­ებ­ზე ჩვე­ნი რუ­სი მე­გობ­რე­ბიც ტი­როდ­ნენ. იმ 4 ქარ­თ­ველს უამ­რა­ვი რუ­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, მათ შო­რის, ქარ­თ­ვე­ლებ­ზე უსა­ზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ვიქ­ტორ ანი­სი­მო­ვი, რო­მე­ლიც თა­ვისი ოჯა­ხით იყო მი­სუ­ლი. ქარ­თუ­ლი დრო­შის და­ნახ­ვა­ზე, ისიც ჩვენ­თან ერ­თად ტი­რო­და...

- ალ­ბათ ნა­ხეთ ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა...

- დი­ახ, ეს თქვენ­თ­ვის იყო შო­კი, ჩვენ შეჩ­ვე­უ­ლი ვართ. რუ­სეთ­მა ად­რეც არა­ერ­თხელ წარ­მო­ად­გი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს "ღრუბ­ლი­ა­ნი" რუ­კა. მე სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ მას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვი სწავ­ლობს. რამ­დენ­ჯერ­მე, ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით სპექ­ტაკ­ლი დავ­დ­გით, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით, დრო­ში­თა და რუ­კით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დი­რექ­ტო­რიც მო­ვიწ­ვი­ეთ. თა­ვი­დან კი ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ მას საყ­ვე­დუ­რიც არ დას­ც­დე­ნია. ის ბავ­შ­ვე­ბი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი არი­ან და ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ... ჩვენ თქვენ­ზე კარ­გად ვიც­ნობთ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მის მტა­ცებ­ლურ პო­ლი­ტი­კას, მაგ­რამ ბო­ი­კოტ­მაც არა­ფე­რი გვარ­გო... და­მი­ჯე­რეთ, სოჭ­შიც კი, რო­მე­ლიც ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქია და სა­დაც თა­ვის რჩე­ნის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლის ზღვარ­ზეა. პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი გა­აფ­რ­თხი­ლა, - ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თუ შე­ნიშ­ნავ­დ­ნენ, პა­ტიმ­რო­ბა არ ას­ც­დე­ბო­დათ.

- თქვენ რო­გორ მოხ­ვ­დით ოლიმ­პი­ა­და­ზე?

- კონ­კურ­სი გა­ვი­ა­რე. ორი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ბა­რა­თი მაქვს - რო­გორც მო­ნა­წი­ლეს და რო­გორც სტუ­მარს... ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო გახ­ს­ნა. პო­ლი­ცია პე­რი­მეტრს მკაც­რად, გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლით აკონ­ტ­რო­ლებს, რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხ­ვე­ვა რომ არ მოხ­დეს. რა თქმა უნ­და, ჩეჩ­ნე­ბი­სა და და­ღეს­ტ­ნე­ლე­ბის ეში­ნი­ათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტ­რო­ლია შე­მო­სას­ვ­ლელ­თან. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის. ასეთ დროს, რო­გორც წე­სი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, უვ­ნებ­ლად რჩე­ბი­ან.

ლა­ლი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა - სოჭელი ქართველები ოლიმპიადაზე

გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა - სოჭელი ქართველები ოლიმპიადაზე

სო­ჭი მსოფ­ლიო ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­შია. ჯერ კი­დევ ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნამ­დე, ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და ზო­გა­დად, პრო­ცე­სე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში აქ­ტი­უ­რი გან­ს­ჯის სა­გა­ნი გახ­და... ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნამ­დე, რუ­სეთ­ში ჩა­სუ­ლი უცხო­უ­რი მე­დი­ი­სა და სპორ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, იქ არ­სე­ბულ კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე ჰყვე­ბოდ­ნენ და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ­დ­ნენ, - სა­პირ­ფა­რე­შოს გა­მონ­გ­რე­უ­ლი კა­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­პირ­ფა­რე­შო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე პირ­თათ­ვის, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი, რომ­ლის ჭე­რი­და­ნაც გა­ჯი ცვი­ო­და, კა­რი არ იკე­ტე­ბო­და და ნო­მერ­ში, შუ­ქის ან­თე­ბი­სას ღა­მის სა­ნა­თი ფეთ­ქ­დე­ბო­და, - ეს არის იმ სა­ხი­ფა­თო "კუ­რი­ო­ზე­ბის" არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­დის პირ­ველ დღე­ებს ახ­ლ­და თან...

რამ­დე­ნადა მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და რუ­სე­თი მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ამის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დია კი­დევ დიდ­ხანს იმ­ს­ჯე­ლებს...

სოჭ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ქარ­თულ სო­ფელ პლას­ტუნ­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ვე­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დით, რა­თა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ოლიმ­პი­ა­დის ში­და სამ­ზა­რე­უ­ლო დაგ­ვე­ნახ­ვე­ბი­ნა.

ირ­მა კვა­რაცხე­ლია, სო­ჭე­ლი ქარ­თ­ვე­ლი:

-  დღე­ებს ვით­ვ­ლი, კი­დევ რამ­დე­ნი ხა­ნი გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს ქა­ო­სი... ყო­ველ დი­ლას, 5 სა­ათ­ზე ვდგე­ბი, 6-ზე იქ უნ­და ვი­ყო. იცი­ან, რომ ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლი­დან შორს ვცხოვ­რობ და იქ მის­ვ­ლამ­დე დრო მჭირ­დე­ბა. მეც და და­ნარ­ჩე­ნი ჩემ­ნა­ი­რიც, ვინც იქ მუშაობის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით დავ­დი­ვართ და ვიკ­ვე­ბე­ბით. ავ­ტო­ბუ­სიც კი არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი ჩვენ­თ­ვის, რომ დი­ლას წაგ­ვიყ­ვა­ნოს და სა­ღა­მოს სახ­ლებ­ში ჩა­მოგ­ვა­რი­გოს. ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სი მო­სახ­ლე­ო­ბა ამას აპ­რო­ტეს­ტებს, მაგ­რამ შე­დე­გი მა­ინც არ ჩანს. ღა­მე ძა­ლი­ან ცი­ვა. ყი­ნავს. უმე­ტე­სად გვი­ა­ნო­ბამ­დე გვი­წევს ყოფ­ნა. ოლიმ­პი­ურ სტა­დი­ონ "ფიშ­ტ­ში" მო­მუ­შა­ვე მო­ხა­ლი­სე­ებ­სა და ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 500-მდე სტუმ­რის მი­ღე­ბა, დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა, და­პუ­რე­ბა და თავ-თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა გვი­წევს და წაქ­ცე­ვა­ზე ვართ, ისე ვიღ­ლე­ბით... ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ეს არ აღელ­ვებს. სახ­ლ­ში წა­სას­ვ­ლე­ლად ტაქ­სის ფულს ვაგ­რო­ვებთ. ჰო­ნო­რარ­ზე არც ვამ­ბობთ არა­ფერს. უბ­რა­ლოდ, ელე­მენ­ტა­რულ ხარ­ჯებ­ზეა ლა­პა­რა­კი.

-  ეს ხარ­ჯე­ბი კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი?

-  ტრან­ს­პორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ეწე­რა, მაგ­რამ ახ­ლა გვითხ­რეს, საკ­მა­რი­სი ავ­ტო­ბუ­სე­ბი არ გვყავს, ად­ლე­რის­კენ გა­და­ვის­რო­ლე­თო...

-  სტუმ­რებ­ზე რას გვეტყ­ვით?

-  სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად, უპ­რე­ტენ­ზიო ხალ­ხია. ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლი­ათ ჭა­მა და და­ძი­ნე­ბა, მაგ­რამ აი, თვით რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც კი ისე­თი ირო­ნი­უ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი აქვთ, ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­აც კი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა.

-  მა­გა­ლი­თად?

-  მა­გა­ლი­თად, ვი­ღაც ფე­რად­კა­ნი­ან მა­მა­კაცს, თუ არ ვცდე­ბი, ფრან­გუ­ლი პრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს, ერთ დი­ლას რამ­დე­ნი­მე არც ისე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ერ­თ­დ­რო­უ­ლად შე­ემ­თხ­ვა, - ღა­მის სა­ნა­თის ჩარ­თ­ვა უნ­დო­და და შტეფ­სე­ლი აუფეთ­ქ­და, აბა­ზა­ნა­ში წყა­ლი გა­უ­ცივ­და და 8 გრა­დუს ყინ­ვა­ში, ცი­ვი შხა­პის მი­ღე­ბამ მო­უ­წია და სა­უზ­მი­სას, ლო­კო­კი­ნი­ა­ნი "ჰოთ­დო­გი" შეხ­ვ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, მწვა­ნე სა­ლა­თის ფურ­ც­ლე­ბის დარ­ჩე­ვა და გა­რეცხ­ვა და­ე­ზა­რა... მან დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი რუ­სუ­ლით გვითხ­რა: - ვატყობ, თქვენს ტან­მორ­ჩილ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ჩემ­თ­ვის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანაზღა­უ­რე­ბა მო­უ­წევ­სო...

გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის მიღ­მა, სა­ში­ნე­ლი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაა. უბ­რა­ლო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ე.წ. კუ­ლი­სებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი დღე­ებს ვით­ვ­ლით. 18 სა­მუ­შაო დღე დარ­ჩა (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 9 თე­ბერ­ვალს). არა­და, ისე გვი­ხა­რო­და ჩვენს ქა­ლაქ­ში ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბა, აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით... არ ვი­ცი, შო­რი­დან რო­გორ ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ შიგ­ნი­დან ნამ­დ­ვი­ლად არ არის ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად...

ლა­რი­სა ხარ­ჩი­ლა­ვა, ქარ­თულ სო­ფელ პლას­ტუნ­კის მკვიდ­რი:

-  ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე. ქან­ც­გაწყ­ვე­ტი­ლი ვარ. ისე ვე­ლო­დით ამ ოლიმ­პი­ა­დას და ახ­ლა ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის მო­ვა 23 თე­ბერ­ვა­ლი... ისე­თი გა­დაღ­ლი­ლი ვარ, აზ­რ­ზე მო­სას­ვ­ლე­ლად, ალ­ბათ ერ­თი თვე მა­ინც დამ­ჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ის ოთხი ქარ­თ­ვე­ლი ჩა­მო­ვი­და. რო­დე­საც მათ ტან­საც­მელ­ზე GEORGIA წა­ვი­კითხე, ცრემ­ლე­ბი თა­ვი­სით წა­მო­მი­ვი­და. მე და ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლე­ბი GEORGIA-ს ვყვი­რო­დით. მე რუ­სი მე­უღ­ლე მყავ­და, ჩე­მი შვი­ლე­ბი ნა­ხევ­რად რუ­სე­ბი არი­ან. ამი­ტომ ორი­ვე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ...

ელ­ზა გე­ლაშ­ვი­ლი, სო­ჭე­ლი ქარ­თ­ვე­ლი:

-  მეს­მის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რაც ხდე­ბა ახ­ლა. და­მი­ჯე­რეთ, ჩვენც გან­ვიც­დით ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ რუ­სე­თის უხეშ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ოდეს­მე ხომ უნ­და დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი? ჩვენ­თ­ვის ქარ­თ­ვე­ლი სპორ­­ტ­სმე­ნე­ბის და­ნახ­ვა უსაზღ­ვ­როდ დი­დი სი­ხა­რუ­ლი იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შე­ბის და­ნახ­ვა­ზე ყვე­ლანი ავ­ტირ­დით... 20 წე­ლია, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ. სტუმ­რებს უამ­რავ შე­კითხ­ვას ვუს­ვამ­დით. ჩვენ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით ცოცხ­ლ­დე­ბო­და. ახ­ლა კი, დად­გა დრო, რო­დე­საც ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან. ეს იმე­დია, პა­ტა­რა იმე­დი, რომ ხალ­ხ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას არ დამ­ს­გავ­სე­ბია და ოდეს­მე შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს... ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით იმ დღეს. ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ლო­ცავ­დით, რომ ამ მსოფ­ლიო დო­ნის ღო­ნის­ძე­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დი­ახ, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, მაგ­რამ ხალ­ხებს შო­რის მა­ინც მე­გობ­რო­ბის მომ­ხ­რე ვარ. ჩვენს ემო­ცი­ებ­ზე ჩვე­ნი რუ­სი მე­გობ­რე­ბიც ტი­როდ­ნენ. იმ 4 ქარ­თ­ველს უამ­რა­ვი რუ­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, მათ შო­რის, ქარ­თ­ვე­ლებ­ზე უსაზღ­ვ­როდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ვიქ­ტორ ანი­სი­მო­ვი, რო­მე­ლიც თა­ვისი ოჯა­ხით იყო მი­სუ­ლი. ქარ­თუ­ლი დრო­შის და­ნახ­ვა­ზე, ისიც ჩვენ­თან ერ­თად ტი­რო­და...

-  ალ­ბათ ნა­ხეთ ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს რუ­კა...

-  დი­ახ, ეს თქვენ­თ­ვის იყო შო­კი, ჩვენ შეჩ­ვე­უ­ლი ვართ. რუ­სეთ­მა ად­რეც არა­ერ­თხელ წარ­მო­ად­გი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს "ღრუბ­ლი­ა­ნი" რუ­კა. მე სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ მას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც უამ­რა­ვი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვი სწავ­ლობს. რამ­დენ­ჯერ­მე, ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით სპექ­ტაკ­ლი დავ­დ­გით, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით, დრო­ში­თა და რუ­კით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. დი­რექ­ტო­რიც მო­ვიწ­ვი­ეთ. თა­ვი­დან კი ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ მას საყ­ვე­დუ­რიც არ დას­ც­დე­ნია. ის ბავ­შ­ვე­ბი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი არი­ან და ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ოლიმ­პი­ა­დის გახ­ს­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ... ჩვენ თქვენ­ზე კარ­გად ვიც­ნობთ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მის მტა­ცებ­ლურ პო­ლი­ტი­კას, მაგ­რამ ბო­ი­კოტ­მაც არა­ფე­რი გვარ­გო... და­მი­ჯე­რეთ, სოჭ­შიც კი, რო­მე­ლიც ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქია და სა­დაც თა­ვის რჩე­ნის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლის ზღვარ­ზეა. პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი გა­აფ­რ­თხი­ლა, - ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თუ შე­ნიშ­ნავ­დ­ნენ, პა­ტიმ­რო­ბა არ ას­ც­დე­ბო­დათ.

-  თქვენ რო­გორ მოხ­ვ­დით ოლიმ­პი­ა­და­ზე?

-  კონ­კურ­სი გა­ვი­ა­რე. ორი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ბა­რა­თი მაქვს - რო­გორც მო­ნა­წი­ლეს და რო­გორც სტუ­მარს... ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო გახ­ს­ნა. პო­ლი­ცია პე­რი­მეტრს მკაც­რად, გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლით აკონ­ტ­რო­ლებს, რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხ­ვე­ვა რომ არ მოხ­დეს. რა თქმა უნ­და, ჩეჩ­ნე­ბი­სა და და­ღეს­ტ­ნე­ლე­ბის ეში­ნი­ათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტ­რო­ლია შე­მო­სას­ვ­ლელ­თან. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის. ასეთ დროს, რო­გორც წე­სი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, უვ­ნებ­ლად რჩე­ბი­ან.

ლა­ლი პა­პას­კი­რი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია