საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოშიმშილე 5 მეხანძრე ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხეს
მოშიმშილე 5 მეხანძრე ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხეს

ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში გუ­შინ, სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ბურ­თა­ლოს ოფის­თან მო­შიმ­ში­ლე 5 მე­ხან­ძრე და­ი­კი­თხა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მო­შიმ­ში­ლე გი­ორ­გი ტა­ტა­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მათ კი­თხვე­ბი იმ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვეს, რომ­ლებ­საც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, თე­მურ გი­ორ­გა­ძეს უყე­ნე­ბენ.

17 მე­ხან­ძრე მე­ხუ­თე დღეა შიმ­ში­ლობს. ისი­ნი თე­მურ გი­ორ­გა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას ითხო­ვენ და მას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რო­გორც მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, გი­ორ­გა­ძე სხვა­დას­ხვა უკა­ნო­ნო­ბებს ჩა­დი­ო­და მათ მი­მართ, მათ შო­რის უკან არ­თმევ­და და­რი­ცხულ პრე­მი­ებს და არე­მონ­ტე­ბი­ნებ­და მის სახ­ლებს.

"ჩვენ იქამ­დე არ შევ­წყვეტთ შიმ­ში­ლო­ბას, სა­ნამ არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა და თე­მურ გი­ორ­გა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას არ და­ტო­ვებს", - აცხა­დე­ბენ მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი.

მო­შიმ­ში­ლე ლე­ვან როს­ტო­მაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია. ის ძლი­ე­რი თავ­ბრუს­ხვე­ვით გუ­შინ და­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­ი­და­ნაც დღეს გა­მო­წე­რეს.

მო­შიმ­ში­ლე მე­ხან­ძრე­ებს დღეს მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მოშიმშილე 5 მეხანძრე ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხეს

მოშიმშილე 5 მეხანძრე ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხეს

ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის საბურთალოს ოფისთან მოშიმშილე 5 მეხანძრე დაიკითხა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მოშიმშილე გიორგი ტატალაშვილმა განუცხადა, გამომძიებლებმა მათ კითხვები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს უყენებენ.

17 მეხანძრე მეხუთე დღეა შიმშილობს. ისინი თემურ გიორგაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და მას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, გიორგაძე სხვადასხვა უკანონობებს ჩადიოდა მათ მიმართ, მათ შორის უკან ართმევდა დარიცხულ პრემიებს და არემონტებინებდა მის სახლებს.

"ჩვენ იქამდე არ შევწყვეტთ შიმშილობას, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა და თემურ გიორგაძე თანამდებობას არ დატოვებს", - აცხადებენ მოშიმშილეები.

მოშიმშილე ლევან როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ის ძლიერი თავბრუსხვევით გუშინ დაავადმყოფოში იყო გადაყვანილი, საიდანაც დღეს გამოწერეს.

მოშიმშილე მეხანძრეებს დღეს მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ