პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მადამ ტუსოს მუზეუმს სანდრა ბალოკის ცვილის ფიგურა შეემატა
მადამ ტუსოს მუზეუმს სანდრა ბალოკის ცვილის ფიგურა შეემატა

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ სან­დრა ბა­ლო­კის ცვი­ლის ფი­გუ­რა და­ამ­ზა­დეს. 49 წლის მსა­ხი­ო­ბის ცვი­ლის ას­ლის ნახ­ვა ჰო­ლი­ვუ­დის მა­დამ ტუსოს მუ­ზე­უმ­ში ორ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბა­ლო­კის ფი­გუ­რას ელე­გან­ტუ­რი წი­თე­ლი კაბა ამ­შვე­ნებს, ხელ­ში ჩან­თა უჭი­რავს და შავი ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია.

სან­და ბა­ლო­კის ფი­გუ­რა მერ­ლინ მონ­როს, ოდრი ჰეფ­ბერ­ნის, ლედი გა­გას, ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის, ჯონი დე­პის, უილ სმი­ტის და სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბის უკვე არ­სე­ბუ­ლი ცვი­ლის ას­ლე­ბის გვერ­დით დად­გა­მენ.

ამა­ვე დროს, მა­დამ ტუსოს მუ­ზე­უ­მი­დან ჯას­ტინ ბი­ბე­რის ფი­გუ­რა აი­ღეს, რად­გან ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ისე და­ა­ზი­ა­ნეს, რომ მას გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია exposay.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

მადამ ტუსოს მუზეუმს სანდრა ბალოკის ცვილის ფიგურა შეემატა

მადამ ტუსოს მუზეუმს სანდრა ბალოკის ცვილის ფიგურა შეემატა

ჰოლივუდის მსახიობ სანდრა ბალოკის ცვილის ფიგურა დაამზადეს. 49 წლის მსახიობის ცვილის ასლის ნახვა ჰოლივუდის მადამ ტუსოს მუზეუმში ორ კვირაში იქნება შესაძლებელი.

ბალოკის ფიგურას ელეგანტური წითელი კაბა ამშვენებს, ხელში ჩანთა უჭირავს და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია.

სანდა ბალოკის ფიგურა მერლინ მონროს, ოდრი ჰეფბერნის, ლედი გაგას, ჯენიფერ ენისტონის, ჯონი დეპის, უილ სმიტის და სხვა ვარსკვლავების უკვე არსებული ცვილის ასლების გვერდით დადგამენ.

ამავე დროს, მადამ ტუსოს მუზეუმიდან ჯასტინ ბიბერის ფიგურა აიღეს, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისმა თაყვანისმცემლებმა ისე დააზიანეს, რომ მას განახლება სჭირდება.

მომზადებულია exposay.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება