მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატალი პორტმანს ებრაელები დაუპირისპირდნენ
ნატალი პორტმანს ებრაელები დაუპირისპირდნენ

ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნო­ვარ­სკვლავს ნა­ტა­ლი პორ­ტმანს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

იე­რუ­სა­ლი­მის ცენ­ტრა­ლუ­რი რა­ი­ო­ნის, ნაჰ­ლა­ო­ტის მცხოვ­რებ­ნი მსა­ხი­ობს სა­დე­ბი­უ­ტო კი­ნო­სუ­რა­თის იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.

პორ­ტმან­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ფილ­მის გა­და­სა­ღებ მო­ედ­ნად სწო­რედ იე­რუ­სა­ლი­მი შე­არ­ჩია, რად­გან სი­უ­ჟე­ტი ამ უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს ეს იდეა არ მოს­წონთ და მე­ტიც, აცხა­დე­ბენ, რომ გა­დამ­ღებ ჯგუფს ნაჰ­ლა­ო­ტის ქუ­ჩებ­ში "ფეხს არ და­ად­გმე­ვი­ნე­ბენ".

იე­რუ­სა­ლი­მის მე­რი­ა­ში უკვე შე­ვი­და კო­ლექ­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის მიერ გა­და­ღე­ბებ­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. პა­რა­ლე­ლუ­რად რა­ი­ო­ნის ქუ­ჩე­ბი საპ­რო­ტეს­ტო წარ­წე­რე­ბი­თა და გრა­ფი­ტე­ბით აჭ­რელ­და.

ნაჰ­ლა­ო­ტი, ძი­რი­თა­დად, ულტრა­ორ­თო­დოქ­სი ებ­რა­ე­ლე­ბით არის და­სახ­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვი­ან. მათ სახ­ლებ­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი და უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბიც კი არ აქვთ. სტუმ­რე­ბის მო­ლო­დინ­ში ქა­ლებს წი­ნას­წარ აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ჩა­იც­ვან. მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლობს და არას­რუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კით საქ­მი­ა­ნობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზიც ესაა - არ სურთ თა­ვინთ უბან­ში უცხო­ე­ლე­ბი შე­იჭ­რან და სიმ­ყუდ­რო­ვე ქა­ოს­მა შეც­ვა­ლოს.

ნაჰ­ლა­ო­ტის მცხოვ­რებ­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან იმი­თაც, რომ წი­ნას­წარ არ გა­აფრ­თხი­ლეს მათ სახ­ლებ­თან, სე­მი­ნა­რი­ა­სა და სი­ნა­გო­გას­თან ახ­ლოს რომ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ. გარ­და ამი­სა სცე­ნარ­თან გაც­ნო­ბას მო­ი­თხო­ვენ, რათა მას­ში უხამ­სი სცე­ნე­ბი და ფრა­ზე­ბი არ "გა­ი­პა­როს".

ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი მა­მით ებ­რა­ე­ლი, დე­დით კი ამე­რი­კე­ლია. ის გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად იე­რუ­სა­ლიმ­ში გა­სულ კვი­რას თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ფილ­მის "თქმუ­ლე­ბა წყვდი­ადსა და სიყ­ვა­რულ­ზე" - გა­და­სა­ღე­ბად ჩა­ვი­და. სცე­ნა­რი ებ­რა­ე­ლი მწერ­ლის ამოს ოზის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა, სა­დაც ჯერ კი­დევ ის­რა­ე­ლის და­არ­სე­ბამ­დე პე­რი­ო­დის ამ­ბე­ბია მო­თხრო­ბი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ნატალი პორტმანს ებრაელები დაუპირისპირდნენ

ნატალი პორტმანს ებრაელები დაუპირისპირდნენ

ებრაული წარმოშობის ჰოლივუდის კინოვარსკვლავს ნატალი პორტმანს თანამემამულეები უპირისპირდებიან.

იერუსალიმის ცენტრალური რაიონის, ნაჰლაოტის მცხოვრებნი მსახიობს სადებიუტო კინოსურათის იერუსალიმში გადაღების საშუალებას არ აძლევენ.

პორტმანმა თავისი პირველი ფილმის გადასაღებ მოედნად სწორედ იერუსალიმი შეარჩია, რადგან სიუჟეტი ამ უძველეს ქალაქში ვითარდება. ადგილობრივ მოქალაქეებს ეს იდეა არ მოსწონთ და მეტიც, აცხადებენ, რომ გადამღებ ჯგუფს ნაჰლაოტის ქუჩებში "ფეხს არ დაადგმევინებენ".

იერუსალიმის მერიაში უკვე შევიდა კოლექტიური განცხადება, სადაც ქალაქის მთავრობის მიერ გადაღებებზე ნებართვის გაცემას აპროტესტებენ. პარალელურად რაიონის ქუჩები საპროტესტო წარწერებითა და გრაფიტებით აჭრელდა.

ნაჰლაოტი, ძირითადად, ულტრაორთოდოქსი ებრაელებით არის დასახლებული, რომლებიც ძალიან ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. მათ სახლებში ტელევიზორი და უცხოელი ავტორების წიგნებიც კი არ აქვთ. სტუმრების მოლოდინში ქალებს წინასწარ აფრთხილებენ, რომ მოკრძალებულად ჩაიცვან. მამაკაცების უმრავლესობა სემინარიაში სწავლობს და არასრული სამუშაო გრაფიკით საქმიანობს. სავარაუდოდ, მათი პროტესტის მიზეზიც ესაა - არ სურთ თავინთ უბანში უცხოელები შეიჭრან და სიმყუდროვე ქაოსმა შეცვალოს.

ნაჰლაოტის მცხოვრებნი უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ წინასწარ არ გააფრთხილეს მათ სახლებთან, სემინარიასა და სინაგოგასთან ახლოს რომ გადამღები ჯგუფები გამოჩნდებოდნენ. გარდა ამისა სცენართან გაცნობას მოითხოვენ, რათა მასში უხამსი სცენები და ფრაზები არ "გაიპაროს".

ნატალი პორტმანი მამით ებრაელი, დედით კი ამერიკელია. ის გადამღებ ჯგუფთან ერთად იერუსალიმში გასულ კვირას თავისი პირველი ფილმის "თქმულება წყვდიადსა და სიყვარულზე" - გადასაღებად ჩავიდა. სცენარი ებრაელი მწერლის ამოს ოზის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა, სადაც ჯერ კიდევ ისრაელის დაარსებამდე პერიოდის ამბებია მოთხრობილი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება