სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევები მოიმატებს
თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევები მოიმატებს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, გრი­პის ვირუ­სე­ბის ზრდის თვალ­საზ­რი­სით, სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბას არ ელო­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გუ­შინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს და მარ­ტის და­სა­წყის­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ ისე­თი დო­ნის, რო­გორც 2009 წელს იყო.

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზამ­თა­რია, ტრი­ა­ლებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ვირუ­სე­ბი", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, გრი­პის ვირუ­სი საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის, ასე­ვე დი­ა­ბე­ტით, ფილ­ტვე­ბის, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბი­სათ­ვის.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ავად­მყო­ფი უნდა მო­ე­რი­დოს თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს. ასე­ვე, იმ­ნა­ძე მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა, რომ მი­ირ­თვან ნი­ო­რი და ხე­ლე­ბი ხში­რად და­ი­ბა­ნონ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად სუ­რათს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 87 შემ­თხვე­ვი­დან, 82 A ტი­პის H3N2 ვირუ­სია, ორ შემ­თხვე­ვა­ში და­დას­ტურ­და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ღო­რის გრი­პი, H1N1, ხოლო ორი B ტი­პის ვირუ­სი გა­მოვ­ლინ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევები მოიმატებს

თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევები მოიმატებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, გრიპის ვირუსების ზრდის თვალსაზრისით, სიტუაციის გართულებას არ ელოდება. თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელია, მაგრამ ისეთი დონის, როგორც 2009 წელს იყო.

"ჩვეულებრივი ზამთარია, ტრიალებს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსები", - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, გრიპის ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე დიაბეტით, ფილტვების, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისა და მოხუცებისათვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა განსახორციელებელი პრევენციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავადმყოფი უნდა მოერიდოს თავშეყრის ადგილებში სიარულს. ასევე, იმნაძე მოქალაქეებს მიმართა, რომ მიირთვან ნიორი და ხელები ხშირად დაიბანონ.

რაც შეეხება ზოგად სურათს, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული 87 შემთხვევიდან, 82 A ტიპის H3N2 ვირუსია, ორ შემთხვევაში დადასტურდა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, H1N1, ხოლო ორი B ტიპის ვირუსი გამოვლინდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია