საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც მსოფლიო აატირა
ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც მსოფლიო აატირა

რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე 2013 წლის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. მის­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა - "მან­და­რი­ნე­ბი" 14 სა­ერ­თა­შო­რი­სო პრეს­ტი­ჟუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა და კი­დევ 15 ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­ტა­ნენ. მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი ნა­მუ­შე­ვარს უქე­ბენ და "მან­და­რი­ნებს" წლის კი­ნოდ აღი­ა­რე­ბენ... და კი­დევ, სწო­რედ 2013 წელს, ზაზა ურუ­შა­ძე კო­ლე­გებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე­დაც აირ­ჩი­ეს.

დე­დის გამ­ხე­ლი­ლი სა­ი­დუმ­ლო

- მამა - რა­მაზ ურუ­შა­ძე ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გახ­ლდათ. დედა პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სია, ექი­მე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა.

- ოჯახ­ში არ გირ­ჩევ­დნენ, რომ ექი­მი ან ფეხ­ბურ­თე­ლი გამ­ხდა­რი­ყა­ვით?

- არა, არ­ჩე­ვან­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, დედა ახ­ლა­ხან გა­მო­მი­ტყდა, რომ თურ­მე მა­საც რე­ჟი­სო­რო­ბა ნდო­მე­ბია, მაგ­რამ მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ფა­კულ­ტე­ტი არ იყო; სას­წავ­ლებ­ლად მოს­კოვ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მა­მა­მისს უთხო­ვია, - ნუ წახ­ვა­ლო. ასე რომ, რე­ჟი­სო­რო­ბა მის აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩა. დე­დამ მი­თხრა: კარ­გია, რომ ჩემი ოც­ნე­ბა შენ მა­ინც ამიხ­დი­ნეო. ამ ნათ­ქვამ­მა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და...

რაც შე­ე­ხე­ბა ფეხ­ბურთს: შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დიღ­მის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე ვიზ­რდე­ბო­დი. სპორ­ტის ამ სა­ო­ცარ სა­ხე­ო­ბას ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი "ვარ­სკვლა­ვე­ბი": მიშა მეს­ხი, ბო­რია სი­ჭი­ნა­ვა, მა­მა­ჩე­მი მას­წავ­ლიდ­ნენ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვე­ზი­ა­რე მის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, მაგ­რამ ისე მოხ­და, იმ­დე­ნად ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რომ რა­ღაც პრო­ტეს­ტის გრძნო­ბის მსგავ­სი გა­მიჩ­ნდა და ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა აღარ მო­ვინ­დო­მე.

ლანა მას­წავ­ლე­ბე­ლი...

- 16 წლი­სამ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ჩემი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე იყო. იგი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გია, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია და სა­ინ­ტე­რე­სოდ გვას­წავ­ლი­და. სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ სა­ინ­ტე­რე­სო მიდ­გო­მა ჰქონ­და, - თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ გვარ­თმევ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად გვაძ­ლევ­და რჩე­ვას, მი­მარ­თუ­ლე­ბას. მახ­სოვს, ლექ­ცი­ებ­ზე არა მხო­ლოდ კი­ნო­ზე, არა­მედ სხვა ბევრ თე­მა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით. ქალ­ბა­ტო­ნი ლანა ერუ­დი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. მე­ო­რე ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა, რე­ჟი­სო­რი ომარ გვა­სა­ლია გახ­ლდათ. მონ­ტაჟს კი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი გვას­წავ­ლი­და... სტუ­დენ­ტო­ბი­სას ფირ­ზე სამი ფილ­მი გა­და­ვი­ღე. ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, უკვე სრულ­ყო­ფი­ლად ვი­ცო­დი ხე­ლო­ბა...

"კი­ნოს გა­რე­შე ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი"

- ადრე ვხა­ტავ­დი და არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ უეც­რად ვიგ­რძე­ნი და მივ­ხვდი, რომ კი­ნოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. მერე, ვიდ­რე მი­სა­ღებ გა­მოც­დებს ჩა­ვა­ბა­რებ­დი, ცოტა ხანს ოლღა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი (კინო­მცოდ­ნე) გარ­კვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს მაძ­ლევ­და, რა­ღაც სა­კი­თხებ­ში მარ­კვევ­და. ისე, კარ­გად ვწერ­დი... ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­მუ­შა­ოდ კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში" მი­ვე­დი. 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი იყო და ცხა­დია, მუ­შა­ო­ბის­თვის რთუ­ლი პე­რი­ო­დი გახ­ლდათ. ფუ­ლიც აღარ გვქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი აი­რია. არა­და, წარ­მო­ე­ბა­ში ბევ­რი ფილ­მი იყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი რომ გა­და­ვი­ღე, მერე მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წელი პა­უ­ზა მქონ­და, რაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო.

ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას შემ­დეგ...

- დღეს უკვე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ხართ. თქვე­ნამ­დე ეს სა­პა­ტიო თა­ნამ­დე­ბო­ბა მთე­ლი 36 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ეკა­ვა...

- ასეა. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა ყრი­ლო­ბა­ზე თავ­მჯდო­მა­რედ ამირ­ჩი­ეს. ბა­ტო­ნი ელ­და­რი, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, 36 წელი იყო ამ კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე, მა­ნამ­დე კი 11 წე­ლი­წა­დი სიკო დო­ლი­ძე გა­ნა­გებ­და. სხვა­თა შო­რის, ელ­და­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ეს შე­ნო­ბა ("კი­ნოს სახ­ლი") სა­კუთ­რე­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ვცდი­ლობ, რა­ღა­ცე­ბი აღ­ვად­გი­ნო, უპირ­ვე­ლე­სად კი - 460-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც დან­გრე­უ­ლია. მოკ­ლედ, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რის (რო­მელ­შიც 350 კა­ცია გა­წევ­რე­ბუ­ლი) მე­სა­მე თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ არც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ვარ და არც - ჩი­ნოვ­ნი­კი. არა­და, როცა წლე­ბის წინ, ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რო­ბას დავ­თან­ხმდი, ის ნამ­დვი­ლად, ჩი­ნოვ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი იყო. იქ 2002-2004 წლებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მერე რა­ღა­ცე­ბი არ მო­მე­წო­ნა და გა­დავ­დე­ქი...

"კი­ნო­დან კი­ნომ­დე" ვცო­ცხლობ

- სა­ერ­თოდ, როცა ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას მო­ე­დან­ზე ვმუ­შა­ობ, ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს. ასე რომ, "კი­ნო­დან კი­ნომ­დე" ვცო­ცხლობ! სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­აა. რა თქმა უნდა, შე­დე­გით ტკბო­ბაც კარ­გია და არა­ვინ თქვას, რომ ეს ასე არ არის, მაგ­რამ ფილმზე მუ­შა­ო­ბას რომ და­ამ­თავ­რებ და მას მსოფ­ლი­ოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი და­დე­ბი­თად შე­გი­ფა­სე­ბენ, სი­ა­მა­ყის შეგ­რძნე­ბა გე­უფ­ლე­ბა.

"მან­და­რი­ნე­ბი" არა­ლო­კა­ლუ­რი სივ­რცის­თვის

- თქვენს ბოლო ნა­მუ­შე­ვარს სა­ო­ცა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. "მან­და­რი­ნე­ბი" 14 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და კი­დევ აგ­რძე­ლებს "მოგ­ზა­უ­რო­ბას"...

- ხალ­ხის რე­აქ­ცი­ით ვხვდე­ბი, რომ ეს ფილ­მი ლო­კა­ლუ­რი სივ­რცის­თვის არ შე­მიქ­მნია. მას ერ­თნა­ი­რად აღიქ­ვამს: ამე­რი­კე­ლი, ფრან­გი, გერ­მა­ნე­ლი, ია­პო­ნე­ლი... ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბია და ეს მა­ხა­რებს. ჯილ­დო­ე­ბიც მა­ხა­რებს, რა თქმა უნდა. ასე­თი წარ­მა­ტე­ბა ჯერ არ მქო­ნია. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ კარ­გი რე­ვი­უ­ე­ბი გა­კეთ­და. იშტვან საბო ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­ჟი­სო­რია. ჰოდა, რო­დე­საც ის გა­მო­დის და "მან­და­რი­ნებს" წლის "კი­ნოდ" ასა­ხე­ლებს, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმა­საც გე­ტყვით, რომ ფილ­მი არ არის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი. რაკი მას­ზე ყვე­ლა ადა­მი­ანს ეტი­რე­ბა, ვფიქ­რობ, რომ რა­ღაც ისე გა­ვა­კე­თე, რო­გორც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ანუ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი "კინო" გა­და­ვი­ღე.

გა­ტა­ცე­ბუ­ლი "ცხე­ლი ძაღ­ლი"

- სე­რი­ალს - "ცხე­ლი ძაღ­ლი" 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დით...

- ამ ფილ­მის ერთ-ერთი ნა­წი­ლი აიკ­რძა­ლა, - ანუ ის, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მკვლე­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. აკ­რძა­ლუ­ლი ნა­წი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბას მე გა­და­ვარ­ჩი­ნე, "იმე­დი­დან" გა­ვი­ტა­ცე...

- ეს რო­გორ მოხ­და?

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დარ­ბე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე ვიგ­რძე­ნი, რომ სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბე­ბო­და და ვთქვი, - ორი­გი­ნა­ლე­ბის ას­ლე­ბი გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. 7 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც "იმედ­ში" შეც­ვივ­დნენ და ყვე­ლა­ფე­რი და­ამ­ტვრი­ეს, ფილ­მის ორი­გი­ნა­ლე­ბი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ფი­რე­ბიც გა­აქ­რეს. ორი წლის წინ კი, "იმედ­ში" ვი­ღა­ცე­ბი ისევ მი­ვიდ­ნენ და მე­მონ­ტა­ჟე აი­ძუ­ლეს, იმ 70-სა­ა­თი­ან ფირ­ზე შავი ფონი გა­და­ე­წე­რა. მერე ის­ხდნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­ა­ნად­გუ­რეს მთე­ლი მა­სა­ლა: რო­გორც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ასე­ვე დუბ­ლე­ბიც, და­სა­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი, სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტე­ბიც... ახა­ლი მთავ­რო­ბა რომ მო­ვი­და, "იმედ­ში" სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. მათ ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან შე­ი­ტყვეს, რომ ფილ­მის ასლი მქონ­და და და­მი­კავ­შირ­დნენ. მი­ვე­ცი და ეთერ­ში გა­უშ­ვეს... "ცხელ ძაღლზე" მუ­შა­ო­ბი­სას შე­მევ­სო ყვე­ლა ის და­ნაკ­ლი­სი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა, რაც მქონ­და. ეს სე­რი­ა­ლი არ იყო საპ­ნის ოპე­რა, რო­მელ­საც ერთ ოთახ­ში ვი­ღებ­დით. მას­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კი­ნო­გა­და­ღე­ბის პრინ­ცი­პით ვმუ­შა­ობ­დით.

"კი­ნო­ში კომ­პრო­მი­სი არ შე­იძ­ლე­ბა"

- მსა­ხი­ო­ბებს რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით არ­ჩევთ?

- მსა­ხი­ო­ბებს რო­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვირ­ჩევ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვიწ­ვევ...

- მუ­შა­ო­ბის დროს მკაც­რი ხართ?

- ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი ვარ. როცა ვმუ­შა­ობ, არ ვიღ­ლე­ბი. კი­ნო­ში კომ­პრო­მის­ზე არ უნდა წახ­ვი­დე; თუ წახ­ვე­დი, და­ღუ­პუ­ლი ხარ. ეს სფე­რო დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. თუ რო­მე­ლი­მე რგო­ლი ჩა­ვარ­და, შე­იძ­ლე­ბა, ფილ­მი მთლი­ა­ნად გა­ფუჭ­დეს. ამი­ტომ ყო­ველ­თვის კარ­გი ჯგუ­ფი მყავს და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პრობ­ლე­მაც არ მექ­მნე­ბა...

ტკი­ვი­ლი

- 90-იან­მა წლებ­მა და­მა­კარ­გვი­ნა თით­ქმის ყვე­ლა მე­გო­ბა­რი, ისი­ნი ტყვი­ით და­ი­ღუპ­ნენ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემ­ზე მძი­მე კვა­ლი და­ტო­ვა. ის პე­რი­ო­დი ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლი იყო და არის. ისე­თი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭე­ბი წა­ვიდ­ნენ ამ ქვეყ­ნი­დან, ისი­ნი ბევ­რი კარ­გი რა­მის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებ­დნენ...

შვი­ლე­ბი ჩემს კვალს გა­მოჰ­ყვნენ

- მყავს მე­უღ­ლე და ორი გო­გო­ნა. მე­უღ­ლე ფსი­ქო­ლო­გია და კი­ნოს­თან კავ­ში­რი არ აქვს. შვი­ლე­ბი კი ჩემს კვალს გა­მოჰ­ყვნენ: უფ­როს­მა - ანამ სა­რე­ჟი­სო­რო და­ამ­თავ­რა, უმ­ცრო­სი - მარ­თა ახლა აპი­რებს, სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დას­ვლას. არა­და, წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი და ვე­უბ­ნე­ბო­დი კი­დეც მათ ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მერე დავ­რწმუნ­დი, რომ ხელი არ უნდა შე­მე­შა­ლა. ანას შე­ვა­ტყვე, რომ თა­ვი­სი ხედ­ვა ჰქონ­და და რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტუ­რი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მიც გა­და­ი­ღო... მისი ერთ-ერთი ნა­მუ­შე­ვა­რი თორ­მეტ გა­მარ­ჯვე­ბულ ფილმში შე­ვი­და. მე­ცი­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, მაგ­რამ თვალ­სა და ხელ­შუა "გა­მი­რე­ჟი­სორ­და" (იცი­ნის).

- თქვენს გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ბოლო პე­რი­ო­დი "მან­და­რი­ნე­ბის" გამო სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე დავ­დი­ვარ. ნა­მუ­შე­ვა­რი კი­დევ 15 ფეს­ტი­ვალ­ზეა წარ­დგე­ნი­ლი. ცოტა ხან­ში ამ ფილ­მის დის­ტრი­ბუ­ცი­აც და­ი­წყე­ბა... ახლა კი­ნო­კავ­შირს უნდა მივ­ხე­დო, ახალ ფილმზე კი გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და­ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა ერთ-ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე ყოფ­ნი­სას შე­მომ­თა­ვა­ზეს. გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც მსოფლიო აატირა

ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც მსოფლიო აატირა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 2013 წლის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია. მისმა ნამუშევარმა - "მანდარინები" 14 საერთაშორისო პრესტიჟული ფესტივალი წარმატებით მოიარა და კიდევ 15 ფესტივალზე გაიტანენ. მსოფლიო კინემატოგრაფისტები ნამუშევარს უქებენ და "მანდარინებს" წლის კინოდ აღიარებენ... და კიდევ, სწორედ 2013 წელს, ზაზა ურუშაძე კოლეგებმა საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარედაც აირჩიეს.

დედის გამხელილი საიდუმლო

- მამა - რამაზ ურუშაძე ფეხბურთელი იყო. თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე გახლდათ. დედა პროფესიით ქიმიკოსია, ექიმების ოჯახიდანაა.

- ოჯახში არ გირჩევდნენ, რომ ექიმი ან ფეხბურთელი გამხდარიყავით?

- არა, არჩევანში თავისუფალი ვიყავი. სხვათა შორის, დედა ახლახან გამომიტყდა, რომ თურმე მასაც რეჟისორობა ნდომებია, მაგრამ მაშინ საქართველოში ასეთი ფაკულტეტი არ იყო; სასწავლებლად მოსკოვში უნდა წასულიყო, მაგრამ მამამისს უთხოვია, - ნუ წახვალო. ასე რომ, რეჟისორობა მის აუხდენელ ოცნებად დარჩა. დედამ მითხრა: კარგია, რომ ჩემი ოცნება შენ მაინც ამიხდინეო. ამ ნათქვამმა ჩემზე ძალიან იმოქმედა...

რაც შეეხება ფეხბურთს: შეიძლება ითქვას, რომ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვიზრდებოდი. სპორტის ამ საოცარ სახეობას ფეხბურთის ქართველი "ვარსკვლავები": მიშა მესხი, ბორია სიჭინავა, მამაჩემი მასწავლიდნენ. პატარაობიდანვე ვეზიარე მის საიდუმლოებებს, მაგრამ ისე მოხდა, იმდენად ბევრი ინფორმაცია მივიღე, რომ რაღაც პროტესტის გრძნობის მსგავსი გამიჩნდა და ფეხბურთელობა აღარ მოვინდომე.

ლანა მასწავლებელი...

- 16 წლისამ თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი ლანა ღოღობერიძე იყო. იგი არაჩვეულებრივი პედაგოგია, გემოვნებიანი ადამიანია და საინტერესოდ გვასწავლიდა. სტუდენტების მიმართ საინტერესო მიდგომა ჰქონდა, - თავისუფლებას არ გვართმევდა, მაგრამ ძალიან ფრთხილად გვაძლევდა რჩევას, მიმართულებას. მახსოვს, ლექციებზე არა მხოლოდ კინოზე, არამედ სხვა ბევრ თემაზეც ვსაუბრობდით. ქალბატონი ლანა ერუდირებული ადამიანია და ბევრი რამ მასწავლა. მეორე ხელმძღვანელი, ასევე არაჩვეულებრივი პიროვნება, რეჟისორი ომარ გვასალია გახლდათ. მონტაჟს კი ორი წლის განმავლობაში ოთარ იოსელიანი გვასწავლიდა... სტუდენტობისას ფირზე სამი ფილმი გადავიღე. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, უკვე სრულყოფილად ვიცოდი ხელობა...

"კინოს გარეშე ვერ ვიცხოვრებდი"

- ადრე ვხატავდი და არქიტექტორობა მინდოდა, მაგრამ უეცრად ვიგრძენი და მივხვდი, რომ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. მერე, ვიდრე მისაღებ გამოცდებს ჩავაბარებდი, ცოტა ხანს ოლღა თაბუკაშვილი (კინო­მცოდნე) გარკვეულ მიმართულებებს მაძლევდა, რაღაც საკითხებში მარკვევდა. ისე, კარგად ვწერდი... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მივედი. 90-იანი წლების დასაწყისი იყო და ცხადია, მუშაობისთვის რთული პერიოდი გახლდათ. ფულიც აღარ გვქონდა, ყველაფერი აირია. არადა, წარმოებაში ბევრი ფილმი იყო ჩაშვებული. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი რომ გადავიღე, მერე მახსოვს, რამდენიმე წელი პაუზა მქონდა, რაც ფსიქოლოგიურად რთული გადასატანი იყო.

ელდარ შენგელაიას შემდეგ...

- დღეს უკვე კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე ხართ. თქვენამდე ეს საპატიო თანამდებობა მთელი 36 წლის განმავლობაში ელდარ შენგელაიას ეკავა...

- ასეა. კინემატოგრაფისტთა ყრილობაზე თავმჯდომარედ ამირჩიეს. ბატონი ელდარი, როგორც აღნიშნეთ, 36 წელი იყო ამ კავშირის თავმჯდომარე, მანამდე კი 11 წელიწადი სიკო დოლიძე განაგებდა. სხვათა შორის, ელდარის დამსახურებაა, რომ ეს შენობა ("კინოს სახლი") საკუთრებაში შეინარჩუნა. ვცდილობ, რაღაცები აღვადგინო, უპირველესად კი - 460-კაციანი დარბაზი, რომელიც დანგრეულია. მოკლედ, კინემატოგრაფისტთა კავშირის (რომელშიც 350 კაცია გაწევრებული) მესამე თავმჯდომარე გახლავართ, მაგრამ არც საჯარო მოხელე ვარ და არც - ჩინოვნიკი. არადა, როცა წლების წინ, ეროვნული კინოცენტრის დირექტორობას დავთანხმდი, ის ნამდვილად, ჩინოვნიკური სამსახური იყო. იქ 2002-2004 წლებში ვმუშაობდი, მერე რაღაცები არ მომეწონა და გადავდექი...

"კინოდან კინომდე" ვცოცხლობ

- საერთოდ, როცა ფილმის გადაღებისას მოედანზე ვმუშაობ, ბედნიერების შეგრძნება მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ასე რომ, "კინოდან კინომდე" ვცოცხლობ! საოცარი პროფესიაა. რა თქმა უნდა, შედეგით ტკბობაც კარგია და არავინ თქვას, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ფილმზე მუშაობას რომ დაამთავრებ და მას მსოფლიოს კინემატოგრაფისტები დადებითად შეგიფასებენ, სიამაყის შეგრძნება გეუფლება.

"მანდარინები" არალოკალური სივრცისთვის

- თქვენს ბოლო ნამუშევარს საოცარი გამოხმაურება აქვს. "მანდარინები" 14 საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია და კიდევ აგრძელებს "მოგზაურობას"...

- ხალხის რეაქციით ვხვდები, რომ ეს ფილმი ლოკალური სივრცისთვის არ შემიქმნია. მას ერთნაირად აღიქვამს: ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი, იაპონელი... ყველასთვის მისაღებია და ეს მახარებს. ჯილდოებიც მახარებს, რა თქმა უნდა. ასეთი წარმატება ჯერ არ მქონია. სასიამოვნოა, რომ კარგი რევიუები გაკეთდა. იშტვან საბო ჩემთვის გამორჩეული რეჟისორია. ჰოდა, როდესაც ის გამოდის და "მანდარინებს" წლის "კინოდ" ასახელებს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმასაც გეტყვით, რომ ფილმი არ არის პროპაგანდისტული. რაკი მასზე ყველა ადამიანს ეტირება, ვფიქრობ, რომ რაღაც ისე გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებინა, ანუ ყველასთვის გასაგები და მისაღები "კინო" გადავიღე.

გატაცებული "ცხელი ძაღლი"

- სერიალს - "ცხელი ძაღლი" 5 წლის განმავლობაში იღებდით...

- ამ ფილმის ერთ-ერთი ნაწილი აიკრძალა, - ანუ ის, სადაც პრემიერ-მინისტრის მკვლელობაზეა ლაპარაკი. აკრძალული ნაწილი განადგურებას მე გადავარჩინე, "იმედიდან" გავიტაცე...

- ეს როგორ მოხდა?

- ტელეკომპანია "იმედის" დარბევამდე ცოტა ხნით ადრე ვიგრძენი, რომ სიტუაცია დაიძაბებოდა და ვთქვი, - ორიგინალების ასლები გავაკეთოთ-მეთქი. 7 ნოემბერს, როდესაც "იმედში" შეცვივდნენ და ყველაფერი დაამტვრიეს, ფილმის ორიგინალები, დამონტაჟებული ფირებიც გააქრეს. ორი წლის წინ კი, "იმედში" ვიღაცები ისევ მივიდნენ და მემონტაჟე აიძულეს, იმ 70-საათიან ფირზე შავი ფონი გადაეწერა. მერე ისხდნენ და ელოდებოდნენ ამ პროცესის დასრულებას. საბოლოო ჯამში, გაანადგურეს მთელი მასალა: როგორც დამონტაჟებული, ასევე დუბლებიც, დასამონტაჟებელი, სამუშაო ვარიანტებიც... ახალი მთავრობა რომ მოვიდა, "იმედში" სიტუაცია შეიცვალა. მათ ჩემი მეგობრებისგან შეიტყვეს, რომ ფილმის ასლი მქონდა და დამიკავშირდნენ. მივეცი და ეთერში გაუშვეს... "ცხელ ძაღლზე" მუშაობისას შემევსო ყველა ის დანაკლისი და შემოქმედებითი პაუზა, რაც მქონდა. ეს სერიალი არ იყო საპნის ოპერა, რომელსაც ერთ ოთახში ვიღებდით. მასზე ჩვეულებრივი კინოგადაღების პრინციპით ვმუშაობდით.

"კინოში კომპრომისი არ შეიძლება"

- მსახიობებს რა კრიტერიუმებით არჩევთ?

- მსახიობებს როლიდან გამომდინარე ვირჩევ, მაგრამ ძირითადად, პროფესიონალებს ვიწვევ...

- მუშაობის დროს მკაცრი ხართ?

- ძალიან მომთხოვნი ვარ. როცა ვმუშაობ, არ ვიღლები. კინოში კომპრომისზე არ უნდა წახვიდე; თუ წახვედი, დაღუპული ხარ. ეს სფერო დიდ ყურადღებას მოითხოვს. თუ რომელიმე რგოლი ჩავარდა, შეიძლება, ფილმი მთლიანად გაფუჭდეს. ამიტომ ყოველთვის კარგი ჯგუფი მყავს და გადასაღებ მოედანზე პრობლემაც არ მექმნება...

ტკივილი

- 90-იანმა წლებმა დამაკარგვინა თითქმის ყველა მეგობარი, ისინი ტყვიით დაიღუპნენ. ამ ყველაფერმა ჩემზე მძიმე კვალი დატოვა. ის პერიოდი ჩემთვის დიდი ტკივილი იყო და არის. ისეთი განათლებული და ნიჭიერი ბიჭები წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ისინი ბევრი კარგი რამის გაკეთებას შეძლებდნენ...

შვილები ჩემს კვალს გამოჰყვნენ

- მყავს მეუღლე და ორი გოგონა. მეუღლე ფსიქოლოგია და კინოსთან კავშირი არ აქვს. შვილები კი ჩემს კვალს გამოჰყვნენ: უფროსმა - ანამ სარეჟისორო დაამთავრა, უმცროსი - მართა ახლა აპირებს, სარეჟისორო ფაკულტეტზე გადასვლას. არადა, წინააღმდეგი ვიყავი და ვეუბნებოდი კიდეც მათ ამის შესახებ, მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ ხელი არ უნდა შემეშალა. ანას შევატყვე, რომ თავისი ხედვა ჰქონდა და რამდენიმე სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო... მისი ერთ-ერთი ნამუშევარი თორმეტ გამარჯვებულ ფილმში შევიდა. მეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ თვალსა და ხელშუა "გამირეჟისორდა" (იცინის).

- თქვენს გეგმებზე რას გვეტყვით?

- ბოლო პერიოდი "მანდარინების" გამო საერთაშორისო ფესტივალებზე დავდივარ. ნამუშევარი კიდევ 15 ფესტივალზეა წარდგენილი. ცოტა ხანში ამ ფილმის დისტრიბუციაც დაიწყება... ახლა კინოკავშირს უნდა მივხედო, ახალ ფილმზე კი გაზაფხულის ბოლოს დავიწყებთ მუშაობას. ამ ფილმის გადაღება ერთ-ერთ ფესტივალზე ყოფნისას შემომთავაზეს. გადაღება საქართველოში იქნება, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტულია.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება