პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი მამაკაცები ჭარბობენ ნინო მუმლაძის თაყვანისმცემელთა სიაში
როგორი მამაკაცები ჭარბობენ ნინო მუმლაძის თაყვანისმცემელთა სიაში

მსა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გახ­ლავთ, მაგ­რამ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში პი­რა­დი ამ­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან თავს იკა­ვებს. სა­მა­გი­ე­როდ, ნი­ნოს გვერ­დზე ხში­რად ნა­ხავთ მის­თვის სა­ხა­ლი­სო, სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ებს, სტა­ტი­ებ­სა თუ ვი­დე­ო­ებს... ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცია, რა­მაც ნინო გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა, მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვა გახ­ლავთ (რომ­ლის სარ­წმუ­ნო­ო­ბა­ზე თავს ვერ დავ­დებ): თურ­მე დიდმკერ­დი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ მა­მა­კა­ცებს მოს­წონთ, მდიდ­რებს კი - მომცრო ზო­მის მკერ­დის მქო­ნე ქა­ლე­ბი...

- შემ­თხვე­ვით, ერთ-ერთი მე­გობ­რის "კე­დელ­ზე" გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სტა­ტია ვნა­ხე, სა­თა­უ­რით - "დიდმკერ­დი­ა­ნი ქა­ლე­ბი მში­ერ და ღა­რიბ მა­მა­კა­ცებს იზი­და­ვენ", რა­ზეც ბევ­რი ვი­ცი­ნე. ასე­თი სტა­ტი­ე­ბის "გად­მო­ზი­ა­რე­ბა" მიყ­ვარს. ძი­რი­თა­დად, "ფე­ის­ბუკს" სა­ხა­ლი­სოდ და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის ვი­ყე­ნებ, თო­რემ ჩემი ფიქ­რე­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და სევ­დი­ა­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბის სტა­ტუ­სე­ბად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა არ მიყ­ვარს. ზოგს მოს­წონს, როცა ყვე­ლა­ფერს აღ­წერს, რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა. რა ვჭა­მე, რას ვა­კე­თებ და მსგავს რა­ღა­ცებს "ფე­ის­ბუკ­ზე" არა­სო­დეს ვწერ. თუკი ვინ­მეს გვერ­დზე რა­ი­მე სა­ხა­ლი­სოს, სა­ინ­ტე­რე­სო­სა და ლა­მაზს და­ვი­ნა­ხავ, ჩემს გვერ­დზეც ვდებ, რომ მე­გობ­რებს გან­წყო­ბი­ლე­ბა გა­ვუ­უმ­ჯო­ბე­სო, მათ­თან ერ­თად ვი­ცი­ნო... ზე­მოთ ნახ­სე­ნებ სტა­ტი­ას მი­ვა­წე­რე: აი, თურ­მე რაში ყო­ფი­ლა საქ­მე. ხომ ვამ­ბობ, - დამ­ღუ­პავს-მეთ­ქი (იცი­ნის)?.. სტა­ტი­ა­ში ეწე­რა, რომ თურ­მე, გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­დას­ტურ­და: "მში­ერ კაცს დიდი ძუძუ უნდა". ახლა რა ვქნა? მოდი, ჯერ რამე შე­ჭა­მონ და მერე შე­მომ­ხე­დონ (იცი­ნის).

- პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გვი­თხა­რი, - სტა­ტი­ის ში­ნა­არ­სი სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა?

- შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი­სა არ იყოს, თუკი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 95%-ს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირს, ბუ­ნებ­რი­ვია - ჩემი "პაკ­ლო­ნი­კე­ბის" სი­ა­საც რომ გა­და­ხე­დო, იქაც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ (იცი­ნის), მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, - ვინც ჩემი გუ­ლის და­პყრო­ბას ცდი­ლობ­და, ყვე­ლა ასე­თი იყო-მეთ­ქი; მათ შო­რის შეძ­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბიც გახ­ლდნენ, მაგ­რამ ჩემი გუ­ლის სა­ბო­ლო­ოდ მო­ნა­დი­რე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელს რამ­დენ დროს უთ­მობ?

- ამ­ჟა­მად, რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმა­ზე" ვმუ­შა­ობ და როცა 5-სა­ა­თი­ანი ეთე­რი მაქვს, ჩემი ერთ-ერთი მო­ვა­ლე­ო­ბაა, რა­დი­ოს "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, ლინ­კე­ბი "დავ­ყა­რო". ბუ­ნებ­რი­ვია, ამ დროს "ფე­ის­ბუ­კის" პი­რა­დი გვერ­დიც ჩარ­თუ­ლი მაქვს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ღა­მით, და­ძი­ნე­ბამ­დეც ვსარ­გებ­ლობ - თვალს გა­და­ვავ­ლებ ხოლ­მე, მაგ­რამ ინ­ტერ­ნეტ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ვარ. ჩემ­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ არის. უბ­რა­ლოდ, "ფე­ის­ბუკ­ზე" თით­ქმის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. როცა რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცია ან ვინ­მეს სას­წრა­ფოდ პოვ­ნა მჭირ­დე­ბა და მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არ მაქვს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­კონ­ტაქ­ტე­ბა ძალ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლია.

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ისე თუ გა­უ­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ხარ, რომ პი­რა­დი გვერ­დის გა­უქ­მე­ბა­ზე გე­ფიქ­რა?

- სა­ერ­თოდ, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი გულ­თან იშ­ვი­ა­თად მი­მაქვს. როცა სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჩემი პერ­სო­ნა­ჟი გა­მოჩ­ნდა, დიდი ამ­ბა­ვი ატყდა - ეს ქალი და­თოს ოჯახს რო­გორ უნ­გრევ­სო?!. რა თქმა უნდა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უფრო მეტი პრე­ტენ­ზია მეს­მო­და, ვიდ­რე - რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ არც ამას გა­ვუ­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ვარ: ვხვდე­ბო­დი, რომ პრე­ტენ­ზია ჩემ­თან კი არა, პერ­სო­ნაჟ­თან ჰქონ­დათ. ვინც რე­ა­ლო­ბა­სა და სე­რი­ალს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ არ­ჩევს, მას­ზე მხო­ლოდ მე­ცი­ნე­ბა. გულ­ჩვი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ჩემს გა­საბ­რა­ზებ­ლად ისე­თი რამ უნდა თქვა, რაც პი­რა­დად მე მე­ხე­ბა. უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის კრი­ტი­კა არ მა­წუ­ხებს. მხო­ლოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­როვ­ნე­ბის აზრს ვით­ვა­ლის­წი­ნებ, ასე­ვე - იმ ხალ­ხის, ვინც რე­ა­ლუ­რად მიც­ნობს. არ მიყ­ვარს, როცა ჩემი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტა­პე­ბი სხვი­სი გან­სა­ხილ­ვე­ლი ხდე­ბა. ამი­ტომ თავ­გა­და­სავ­ლებს სტა­ტუ­სე­ბად არ ვაქ­ვეყ­ნებ. ტუ­ა­ლეტ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა, არა­და, მთე­ლი "ფე­ის­ბუ­კი" ამით არის აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო თემა გახ­ლავთ: ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი - სა­პირ­ფა­რე­შო­ში სუ­რა­თი რა­ტომ უნდა გა­და­ი­ღო (იცი­ნის)? ასე­ვე, არ მეს­მის - ფო­ტო­ებ­ზე იმის აღ­ბეჭდ­ვა რა­ტომ უნდა გინ­დო­დეს, თუ რას ჭამ, რას იც­ვამ, ქუ­ჩა­ში რო­გორ მი­დი­ხარ?!. ალ­ბათ, ამას ის ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ, ვი­საც ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლი­ათ და ოც­ნე­ბო­ბენ, გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ინც იყ­ვნენ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი.

- როცა იმა­ვეს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ, შენი აზ­რით, მათ რა უნ­დათ?

- ალ­ბათ - მეტი პო­პუ­ლა­რო­ბა. სურთ, რომ სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყ­ვნენ...

- არა­და, "ბა­ნა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბით" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი აღი­ზი­ა­ნებთ.

- ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, მაგ­რამ მი­ნა­ხავს - ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, თუ რო­გორ წევს ლო­გინ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და წერს: "ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვა­ა­ართ". ბუ­ნებ­რი­ვია, ასე იმი­ტომ იქ­ცე­ვა, რომ ვი­ღა­ცამ პა­სუ­ხი გას­ცეს. თუკი სხვე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა აღი­ზი­ა­ნებთ, ასეთ ფო­ტოს არც და­დებ­დნენ.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" აღ­გი­ნიშ­ნავს, - სად იმ­ყო­ფე­ბი?

- ვისი რა საქ­მეა, სად ვარ და რას ვა­კე­თებ? არ­სად "ვჩე­ქინ­დე­ბი". ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ იყოს, თუკი მინ­და, მე­გობ­რე­ბიც იქ მო­ვიდ­ნენ, სა­დაც მე ვარ და ვერ­თო­ბი. როცა კონ­ცერ­ტზე ან ფილ­მის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ან და ამას მი­უ­თი­თე­ბენ, ეს უბ­რა­ლოდ, "მა­რი­ა­ჟო­ბაა" და სხვა არა­ფე­რი.

- მე­გობ­რე­ბის­თვის შენს "კე­დელ­ზე" "და­პოსტვის" უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი გაქვს?

- არა, "და­პოსტვა" შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ პა­სუხს ყვე­ლას ვერ ვცემ. ხან­და­ხან მწე­რენ, - რა ცუდი გოგო ყო­ფილ­ხარ, რა­ტომ არ მე­ლა­პა­რა­კე­ბიო? უც­ნო­ბე­ბის­გან დღე­ში იმ­დენ წე­რილს ვი­ღებ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლას ვუ­პა­სუ­ხო. ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში არც შე­დის, რომ ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­მი­მე­გობ­რებს, ყვე­ლას­თან რე­ა­ლუ­რად ვი­მე­გობ­რო. ვი­საც ჩემი "პოს­ტე­ბი­სა" და სუ­რა­თე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა სურს, ღმერ­თმა შე­არ­გოს. მათ სა­მე­გობ­რო სი­ა­ში მხო­ლოდ იმი­ტომ ვი­მა­ტებ, რომ არ ვა­წყე­ნი­ნო. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, მათ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ვუ­პა­სუ­ხო, მაგ­რამ ბევ­რნი არი­ან და რა ვქნა (იცი­ნის)? "ფე­ის­ბუკ­ზე" უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი მყავს. თავ­და­პირ­ვე­ლად, როცა "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კის" ბუმი იყო, იქ დავ­რე­გის­ტრირ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ, მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში ბევ­რი ხალ­ხი და­მე­მა­ტა და "ან­გა­რი­ში" გა­ვა­უქ­მე. მერე, "ფე­ის­ბუკ­სა" და "მა­ის­პე­ის­ზე" ერ­თდრო­უ­ლად დავ­რე­გის­ტრირ­დი, მაგ­რამ "მა­ის­პე­ი­სით" ჩემი ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი სარ­გებ­ლობს - ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის ნაკ­ლე­ბად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ წლე­ბია, ამ სა­იტ­ზე არ შევ­სულ­ვარ. "ფე­ის­ბუკ­ზე" ყვე­ლა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია და კო­მუ­ნი­კა­ცია უფრო ად­ვი­ლია. თავ­და­პირ­ვე­ლად, უცხო ადა­მი­ა­ნებს მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა­ზე უარს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რის გა­მოც კრი­ტი­კის წე­რი­ლე­ბი მომ­დი­ო­და: მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში იმი­ტომ არ მი­მა­ტებ, რომ თავ­ში აგი­ვარ­დაო და ა.შ. ჰოდა, ჩემი რა მი­დის? უკვე ყვე­ლას ვი­მა­ტებ. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს კარ­გია: სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის­გან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­მიძ­ლია. თუკი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა თა­ვად მინ­და, ძალ­ზე კომ­ფორ­ტუ­ლია, როცა ბევ­რი "ფრენ­დი" მყავს. მა­გა­ლი­თად, როცა რა­ღაც სა­ღა­მო მიმ­ყავს და მინ­და, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვეწ­ვი­ოს, ამის შე­სა­ხებ პი­რად გვერ­დზე "და­პოსტვა" უკვე დიდი რეკ­ლა­მაა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კა­მათ­ში თუ ჩაბ­მულ­ხარ?

- კა­მათს თა­ვად არა­სო­დეს ვი­წყებ. რამ­დენ­ჯერ­მე მივ­ქა­რე და გარ­კვე­ულ სა­კი­თხზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა დავ­წე­რე. მა­შინ­ვე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ტალ­ღა წა­მო­ვი­და. როცა ჩემს მო­საზ­რე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო ადა­მი­ა­ნი აკ­რი­ტი­კებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ვღი­ზი­ან­დე­ბი.

- "მო­წო­ნე­ბე­ბის" ("ლა­ი­ქე­ბის") რა­ო­დე­ნო­ბა შენს გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დებს?

- არა­ნა­ი­რად. ეს "ლა­ი­ქე­ბი" რას მაძ­ლევს? ბევ­რი "მო­წო­ნე­ბა" თუ გაქვს, უფრო მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი ხარ თუ რა?

- "ფე­ის­ბუკ­ზე" შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გან "ურ­თი­ერ­თო­ბის" სტა­ტუ­სის გა­მოგ­ზავ­ნა რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნია? შენი აზ­რით, ეს ნა­ბი­ჯი პირ­ვე­ლად გო­გო­ნამ უნდა გა­დად­გას თუ - ბიჭ­მა?

- ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვის­თან მქო­ნია, რომ ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი მო­მინ­დეს. როცა ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას გა­დავ­წყვეტ და ვი­ტყვი, - აი, ჩემი რჩე­უ­ლი ეს გახ­ლავთ-მეთ­ქი, შე­საძ­ლოა, "ურ­თი­ერ­თო­ბა" "ფე­ის­ბუკ­ზეც" აღ­ვნიშ­ნო, რად­გან ამის შე­სა­ხებ ისე­დაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ტყობს. თუკი წყვილს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ალ­ბათ უმ­ნიშ­ვნე­ლოა, "ფე­ის­ბუკ­ზე" "ურ­თი­ერ­თო­ბის" სტა­ტუსს პირ­ვე­ლად ვინ გაგ­ზავ­ნის ან სა­ერ­თოდ - გაგ­ზავ­ნის თუ არა. მთა­ვა­რია, ურ­თი­ერ­თო­ბა რე­ა­ლუ­რად "და­ლა­გე­ბუ­ლი" და გარ­კვე­უ­ლი ჰქონ­დეთ. ალ­ბათ მა­ინც ძვე­ლი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნე­ვი. თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ზე ისე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი, რომ ყვე­ლა ნი­უ­ანსს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ.

- შენი ინ­ტერ­ნეტ­ნაც­ნო­ბო­ბა რეა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლა?

- კი, მაგ­რამ დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. რო­მანს - არა, მე­გობ­რო­ბას ვგუ­ლის­ხმობ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მი­მო­წე­რით გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი რე­ა­ლუ­რად სულ სხვა­ნა­ი­რია.

- რე­ა­ლურ მე­გო­ბარს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლით (კო­მენ­ტა­რით, სტა­ტუ­სით...) გა­უ­ო­ცე­ბი­ხარ?

- თუ გა­ოც­დი, ე.ი. კარ­გად არ იც­ნობ. შე­იძ­ლე­ბა, უც­ნობ ადა­მი­ან­თან მი­მო­წე­რით მო­ტყუვ­დე - თავი კარგ ტი­პად მო­გაჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ როცა ერ­თად ხართ გაზ­რდი­ლე­ბი, "მო­ხარ­შულს" იც­ნობ, იმა­საც ხვდე­ბი - ამა თუ იმ დროს ესა თუ ის სტა­ტუ­სი რა­ტომ და­წე­რა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვინ­მე "და­გიბ­ლო­კავს"?

- ძა­ლი­ან ბევ­რჯერ.

- რა მი­ზე­ზით?

- უზ­რდე­ლო­ბის გამო. ხან­და­ხან უხე­შად მწე­რენ ან ზედ­მე­ტად ფა­მი­ლი­ა­რუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ჰგო­ნი­ათ, თუ მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში და­ვა­მა­ტე ან ქა­თი­ნა­უ­რის გამო მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, მათი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ვარ და ყვე­ლაფ­რის თქმის უფ­ლე­ბა აქვთ. ცხა­დია, ასე არ არის. ყვე­ლაფ­რის თქმას ხში­რად, უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც ვერ მი­ბე­და­ვენ, რად­გან ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ზრდი­ლო­ბის სა­კი­თხია. უც­ნობ ადა­მი­ანს არა­ე­თი­კუ­რი, უხე­ში გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი რო­გორ ვა­პა­ტიო? ასეთ ხალ­ხს აუ­ცი­ლებ­ლად "ვბლო­კავ".

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორი მამაკაცები ჭარბობენ ნინო მუმლაძის თაყვანისმცემელთა სიაში

როგორი მამაკაცები ჭარბობენ ნინო მუმლაძის თაყვანისმცემელთა სიაში

მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი გახლავთ, მაგრამ ვირტუალურ სამყაროში პირადი ამბების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. სამაგიეროდ, ნინოს გვერდზე ხშირად ნახავთ მისთვის სახალისო, საინტერესო ფოტოებს, სტატიებსა თუ ვიდეოებს... ერთ-ერთი ინფორმაცია, რამაც ნინო გაამხიარულა, მეცნიერების კვლევა გახლავთ (რომლის სარწმუნოობაზე თავს ვერ დავდებ): თურმე დიდმკერდიანი ქალბატონები მატერიალურად გაჭირვებულ მამაკაცებს მოსწონთ, მდიდრებს კი - მომცრო ზომის მკერდის მქონე ქალები...

- შემთხვევით, ერთ-ერთი მეგობრის "კედელზე" გაზიარებული სტატია ვნახე, სათაურით - "დიდმკერდიანი ქალები მშიერ და ღარიბ მამაკაცებს იზიდავენ", რაზეც ბევრი ვიცინე. ასეთი სტატიების "გადმოზიარება" მიყვარს. ძირითადად, "ფეისბუკს" სახალისოდ და კომუნიკაციისთვის ვიყენებ, თორემ ჩემი ფიქრების, შეხედულებებისა და სევდიანი განწყობილების სტატუსებად გამოქვეყნება არ მიყვარს. ზოგს მოსწონს, როცა ყველაფერს აღწერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. რა ვჭამე, რას ვაკეთებ და მსგავს რაღაცებს "ფეისბუკზე" არასოდეს ვწერ. თუკი ვინმეს გვერდზე რაიმე სახალისოს, საინტერესოსა და ლამაზს დავინახავ, ჩემს გვერდზეც ვდებ, რომ მეგობრებს განწყობილება გავუუმჯობესო, მათთან ერთად ვიცინო... ზემოთ ნახსენებ სტატიას მივაწერე: აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ხომ ვამბობ, - დამღუპავს-მეთქი (იცინის)?.. სტატიაში ეწერა, რომ თურმე, გამოკვლევის შედეგად დადასტურდა: "მშიერ კაცს დიდი ძუძუ უნდა". ახლა რა ვქნა? მოდი, ჯერ რამე შეჭამონ და მერე შემომხედონ (იცინის).

- პირადი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, - სტატიის შინაარსი სიმართლეს შეესაბამება?

- შალვა ნათელაშვილის ნათქვამისა არ იყოს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ს მატერიალურად უჭირს, ბუნებრივია - ჩემი "პაკლონიკების" სიასაც რომ გადახედო, იქაც გაჭირვებული ადამიანები ჭარბობენ (იცინის), მაგრამ ვერ ვიტყვი, - ვინც ჩემი გულის დაპყრობას ცდილობდა, ყველა ასეთი იყო-მეთქი; მათ შორის შეძლებული მამაკაცებიც გახლდნენ, მაგრამ ჩემი გულის საბოლოოდ მონადირება ვერავინ შეძლო.

- დღის განმავლობაში სოციალურ ქსელს რამდენ დროს უთმობ?

- ამჟამად, რადიო "აფხაზეთის ხმაზე" ვმუშაობ და როცა 5-საათი­ანი ეთერი მაქვს, ჩემი ერთ-ერთი მო­ვალეობაა, რადიოს "ფეისბუკის" გვერდზე გარკვეული ინფორმაციები, ლინკები "დავყარო". ბუნებრივია, ამ დროს "ფეისბუკის" პირადი გვერდიც ჩართული მაქვს. სოციალური ქსელით ღამით, დაძინებამდეც ვსარგებლობ - თვალს გადავავლებ ხოლმე, მაგრამ ინტერნეტდამოკიდებული არ ვარ. ჩემთვის სოციალური ქსელები პრიორიტეტული არ არის. უბრალოდ, "ფეისბუკზე" თითქმის ყველა ადამიანია დარეგისტრირებული. როცა რაღაც ინფორმაცია ან ვინმეს სასწრაფოდ პოვნა მჭირდება და მისი ტელეფონის ნომერი არ მაქვს, სოციალური ქსელის მეშვეობით დაკონტაქტება ძალზე კომფორტულია.

- სოციალური ქსელით მიღებულ ინფორმაციას ისე თუ გაუღიზიანებიხარ, რომ პირადი გვერდის გაუქმებაზე გეფიქრა?

- საერთოდ, ასეთი რაღაცები გულთან იშვიათად მიმაქვს. როცა სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემი პერსონაჟი გამოჩნდა, დიდი ამბავი ატყდა - ეს ქალი დათოს ოჯახს როგორ უნ­გრევსო?!. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში უფრო მეტი პრეტენზია მესმოდა, ვიდრე - რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ არც ამას გავუღიზიანებივარ: ვხვდებოდი, რომ პრეტენზია ჩემთან კი არა, პერსონაჟთან ჰქონდათ. ვინც რეალობასა და სერიალს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, მასზე მხოლოდ მეცინება. გულჩვილი ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემს გასაბრაზებლად ისეთი რამ უნდა თქვა, რაც პირადად მე მეხება. უცნობი ადამიანების კრიტიკა არ მაწუხებს. მხოლოდ კომპეტენტური პიროვნების აზრს ვითვალისწინებ, ასევე - იმ ხალხის, ვინც რეალურად მიცნობს. არ მიყვარს, როცა ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპები სხვისი განსახილველი ხდება. ამიტომ თავგადასავლებს სტატუსებად არ ვაქვეყნებ. ტუალეტში გადაღებულ ფოტოებზე ძალიან მეცინება, არადა, მთელი "ფეისბუკი" ამით არის აჭრელებული. ჩემთვის ეს ყველაზე სახალისო თემა გახლავთ: ვერაფრით ვხვდები - საპირფარეშოში სურათი რატომ უნდა გადაიღო (იცინის)? ასევე, არ მესმის - ფოტოებზე იმის აღბეჭდვა რატომ უნდა გინდოდეს, თუ რას ჭამ, რას იცვამ, ქუჩაში როგორ მიდიხარ?!. ალბათ, ამას ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც ყურადღება აკლიათ და ოცნებობენ, გარკვეულწილად მაინც იყვნენ პოპულარულები.

- როცა იმავეს ცნობილი ადამიანები აკეთებენ, შენი აზრით, მათ რა უნდათ?

- ალბათ - მეტი პოპულარობა. სურთ, რომ სულ ყურადღების ცენტრში იყვნენ...

- არადა, "ბანალური საკითხებით" ჟურნალისტების ინტერესი აღიზიანებთ.

- ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მინახავს - ცნობილი ადამიანი ფოტოს აქვეყნებს, თუ როგორ წევს ლოგინში მეუღლესთან ერთად და წერს: "ძალიან ბედნიერები ვააართ". ბუნებრივია, ასე იმიტომ იქცევა, რომ ვიღაცამ პასუხი გასცეს. თუკი სხვების ცნობისმოყვარეობა აღიზიანებთ, ასეთ ფოტოს არც დადებდნენ.

- "ფეისბუკზე" აღგინიშნავს, - სად იმყოფები?

- ვისი რა საქმეა, სად ვარ და რას ვაკეთებ? არსად "ვჩექინდები". ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება, მაშინ იყოს, თუკი მინდა, მეგობრებიც იქ მოვიდნენ, სადაც მე ვარ და ვერთობი. როცა კონცერტზე ან ფილმის სანახავად მიდიან და ამას მიუთითებენ, ეს უბრალოდ, "მარიაჟობაა" და სხვა არაფერი.

- მეგობრებისთვის შენს "კედელზე" "დაპოსტვის" უფლება შეზღუდული გაქვს?

- არა, "დაპოსტვა" შეუძლიათ, მაგრამ პასუხს ყველას ვერ ვცემ. ხანდახან მწერენ, - რა ცუდი გოგო ყოფილხარ, რატომ არ მელაპარაკებიო? უცნობებისგან დღეში იმდენ წერილს ვიღებ, რომ შეუძლებელია, ყველას ვუპასუხო. ჩემს ინტერესებში არც შედის, რომ ვინც სოციალურ ქსელში დამიმეგობრებს, ყველასთან რეალურად ვიმეგობრო. ვისაც ჩემი "პოსტებისა" და სურათების თვალიერება სურს, ღმერთმა შეარგოს. მათ სამეგობრო სიაში მხოლოდ იმიტომ ვიმატებ, რომ არ ვაწყენინო. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მათ შეტყობინებებს ვუპასუხო, მაგრამ ბევრნი არიან და რა ვქნა (იცინის)? "ფეისბუკზე" უამრავი მეგობარი მყავს. თავდაპირველად, როცა "ოდნოკლასნიკის" ბუმი იყო, იქ დავრეგისტრირდი, მაგრამ შემდეგ, მეგობრების სიაში ბევრი ხალხი დამემატა და "ანგარიში" გავაუქმე. მერე, "ფეისბუკსა" და "მაისპეისზე" ერთდროულად დავრეგისტრირდი, მაგრამ "მაისპეისით" ჩემი ძალიან ცოტა მეგობარი სარგებლობს - ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციისთვის ნაკლებად მოსახერხებელი აღმოჩნდა. ამიტომ წლებია, ამ საიტზე არ შევსულვარ. "ფეისბუკზე" ყველა დარეგისტრირებულია და კომუნიკაცია უფრო ადვილია. თავდაპირველად, უცხო ადამიანებს მეგობრობის თხოვნაზე უარს ვეუბნებოდი, რის გამოც კრიტიკის წერილები მომდიოდა: მეგობრების სიაში იმიტომ არ მიმატებ, რომ თავში აგივარდაო და ა.შ. ჰოდა, ჩემი რა მიდის? უკვე ყველას ვიმატებ. გარკვეულწილად, ეს კარგია: სხვადასხვა ადამიანისგან ბევრი ინფორმაციის მიღება შემიძლია. თუკი ინფორმაციის გავრცელება თავად მინდა, ძალზე კომფორტულია, როცა ბევრი "ფრენდი" მყავს. მაგალითად, როცა რაღაც საღამო მიმყავს და მინდა, ბევრი ადამიანი გვეწვიოს, ამის შესახებ პირად გვერდზე "დაპოსტვა" უკვე დიდი რეკლამაა.

- სოციალურ ქსელში კამათში თუ ჩაბმულხარ?

- კამათს თავად არასოდეს ვიწყებ. რამდენჯერმე მივქარე და გარკვეულ საკითხზე საკუთარი მოსაზრება დავწერე. მაშინვე წინააღმდეგობის ტალღა წამოვიდა. როცა ჩემს მოსაზრებას აბსოლუტურად უცხო ადამიანი აკრიტიკებს, ბუნებრივია, ვღიზიანდები.

- "მოწონებების" ("ლაიქების") რაოდენობა შენს განწყობილებაზე მოქმედებს?

- არანაირად. ეს "ლაიქები" რას მაძლევს? ბევრი "მოწონება" თუ გაქვს, უფრო მაგარი ადამიანი ხარ თუ რა?

- "ფეისბუკზე" შეყვარებულისგან "ურთიერთობის" სტატუსის გამოგზავნა რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია? შენი აზრით, ეს ნაბიჯი პირველად გოგონამ უნდა გადადგას თუ - ბიჭმა?

- ისეთი სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია, რომ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი მომინდეს. როცა ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯის გადადგმას გადავწყვეტ და ვიტყვი, - აი, ჩემი რჩეული ეს გახლავთ-მეთქი, შესაძლოა, "ურთიერთობა" "ფეისბუკზეც" აღვნიშნო, რადგან ამის შესახებ ისედაც მთელი საქართველო შეიტყობს. თუკი წყვილს დემოკრატიული, თავისუფალი ურთიერთობა აქვს, ალბათ უმნიშვნელოა, "ფეისბუკზე" "ურთიერთობის" სტატუსს პირველად ვინ გაგზავნის ან საერთოდ - გაგზავნის თუ არა. მთავარია, ურთიერთობა რეალურად "დალაგებული" და გარკვეული ჰქონდეთ. ალბათ მაინც ძველი თაობის ადამიანად მივიჩნევი. თინეიჯერები სოციალურ ქსელზე ისე არიან დამოკიდებულნი, რომ ყველა ნიუანსს ყურადღებას აქცევენ.

- შენი ინტერნეტნაცნობობა რეა­ლურ ურთიერთობაში გადაზრდილა?

- კი, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა. რომანს - არა, მეგობრობას ვგულისხმობ. ხშირ შემთხვევაში, მიმოწერით გაცნობილი ადამიანი რეალურად სულ სხვანაირია.

- რეალურ მეგობარს ვირტუალური საქციელით (კომენტარით, სტატუსით...) გაუოცებიხარ?

- თუ გაოცდი, ე.ი. კარგად არ იცნობ. შეიძლება, უცნობ ადამიანთან მიმოწერით მოტყუვდე - თავი კარგ ტიპად მოგაჩვენოს, მაგრამ როცა ერ­თად ხართ გაზრდილები, "მოხარშულს" იცნობ, იმასაც ხვდები - ამა თუ იმ დროს ესა თუ ის სტატუსი რატომ დაწერა.

- სოციალურ ქსელში ვინმე "დაგიბლოკავს"?

- ძალიან ბევრჯერ.

- რა მიზეზით?

- უზრდელობის გამო. ხანდახან უხეშად მწერენ ან ზედმეტად ფამილიარულები ხდებიან. ჰგონიათ, თუ მეგობრების სიაში დავამატე ან ქათინაურის გამო მადლობა გადავუხადე, მათი უახლოესი მეგობარი ვარ და ყველაფრის თქმის უფლება აქვთ. ცხადია, ასე არ არის. ყველაფრის თქმას ხშირად, უახლოესი ადამიანებიც ვერ მიბედავენ, რადგან ეს ელემენტარულად, ზრდილობის საკითხია. უცნობ ადამიანს არაეთიკური, უხეში გამონათქვამები როგორ ვაპატიო? ასეთ ხალხს აუცილებლად "ვბლოკავ".

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება