Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უგულავას შევაგინებ, როცა ვნახავ" - "იმედში" ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი"
"უგულავას შევაგინებ, როცა ვნახავ" - "იმედში" ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი"

გუ­შინ გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცია" ხმა­უ­რი­ა­ნად დას­რულ­და. გა­და­ცე­მის მთა­ვა­რი თემა თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბა იყო. პირ­და­პირ ეთერ­ში გიგი უგუ­ლა­ვაც ჩარ­თეს. უგუ­ლა­ვამ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის იმ წევ­რებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლებ­მაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" მმარ­თველ გუნდში გა­და­ი­ნაც­ვლეს. მისი თქმით, სწო­რედ იმის გამო, რომ მან "პრე­ვენ­ცია ვერ მო­ახ­დი­ნა", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე "და­ი­სა­ჯა".

გიგი უგუ­ლა­ვას ჩარ­თვამ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის, მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძის და ბესო ბენ­დე­ლი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. უმ­ცი­რე­სო­ბი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად ჯერ სტუ­დი­ა­ში და­უ­პი­რის­პირ­დნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეზო­შიც გაგ­რძელ­და.

მი­ხე­ილ ქავ­თა­რა­ძე (საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი):

- მე და­არ­სე­ბის დღი­დან ვი­ყა­ვი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში", პარ­ტი­ა­ში გიგი უგუ­ლა­ვას მიყ­ვა­ნი­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა. მე­ცო­ცხე­ო­ბა რომ და­ი­წყეს, იმი­ტომ წა­მო­ვე­დი პარ­ტი­ი­დან. გიგი უგუ­ლა­ვას წა­მო­სა­ძა­ხე­ბე­ლი არა­ფე­რი მაქვს. მე გა­და­ცე­მა­ში გიგი უგუ­ლა­ვას ჩარ­თვამ გა­მა­ღი­ზი­ა­ნა. საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბას­თან არ მაქვს ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა. მათი ნა­წი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც უგუ­ლა­ვამ შარ­ში გახ­ვია. უგუ­ლა­ვა კრი­მი­ნა­ლია - ამ­ბობ­და 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ფე­ხე­ბით ჩა­მოგ­კი­დებთ თქვენ და თქვენს ოჯა­ხებ­სო. ცოლ­თან ერ­თად სტრიპ­ტიზ­ბა­რებ­ში რომ და­დის, იმ კაც­ზე რა უნდა ვთქვა? მე უგუ­ლა­ვა მე­ზი­ზღე­ბა, პი­რა­დად შე­ვა­გი­ნებ, როცა ვნა­ხავ.

- რა მოხ­და "იმედ­ში" ისე­თი, რაც ეთერ­ში ვერ ვნა­ხეთ?

- არა­ფე­რი მომ­ხდა­რა იმ კა­მა­თის გარ­და, რაც ეთერ­ში გა­ვი­და. კი­დევ იყო ის ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­კა­მე­რას აფა­რებს ხელს.

- ვინ იყო ის ახალ­გაზ­რდა, ოპე­რა­ტორს შე­უ­რა­ცხყო­ფა რომ მი­ა­ყე­ნა? თქვე­ნი გუნ­დის წევ­რია?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო იქ.

ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ვა­შა­ძე, ის გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ის" მე­ო­რე ბლო­კის სტუ­მა­რი იყო. ვა­შა­ძე პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს.

- ვფიქ­რობ საკ­რე­ბუ­ლოს ზო­გი­ერ­თი წევ­რის მხრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ჩხუ­ბი წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვე­რა­ვინ ვერ მიხ­ვდა, რაზე იყო სა­უ­ბა­რი გა­და­ცე­მა­ში, რა­ტომ არ იღე­ბენ ბი­უ­ჯეტს და ა.შ.

გუ­შინ ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და: "ესაა ის პრე­ტენ­ზია, რო­მელ­საც ვი­ღებ და თუ რა­მეს ვნა­ნობ, რა თქმა უნდა, ვნა­ნობ ამას, რად­გან ბევ­რს მე გა­ვუხ­სე­ნი პო­ლი­ტი­კა­ში კარი ან მე ვერ შევ­ძე­ლი პრე­ვენ­ცია მო­მეხ­დი­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრობ­ლე­მაა და ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" წა­ა­გო თა­ვის დრო­ზე, სწო­რედ ეს არის. პო­ლი­ტი­კა­ში და­უ­წე­რე­ლი აქ­სი­ო­მა არ­სე­ბობს და ერთა ძველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მაც თქვა, რომ როცა ოპო­ზი­ცი­ა­ში ხარ, რო­გორც წესი, უფრო გი­ჟე­ბი გე­წე­ბე­ბი­ან, ხოლო როცა ხარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - სა­შო­ვარ­ზე მო­სუ­ლი ნა­ძირ­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, ასე­თი რამ გარ­და­უ­ვა­ლია და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა მათ შო­რის ერთ-ერთი ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­უდ­გა და რომ­ლის გა­მოც, სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად ვი­ტყო­დი, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს და­ი­სა­ჯა".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"უგულავას შევაგინებ, როცა ვნახავ" - "იმედში" ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი"

"უგულავას შევაგინებ, როცა ვნახავ" - "იმედში" ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი"

გუშინ გრიგოლიას გადაცემა "რეაქცია" ხმაურიანად დასრულდა. გადაცემის მთავარი თემა თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება იყო. პირდაპირ ეთერში გიგი უგულავაც ჩართეს. უგულავამ საკრებულოს უმრავლესობის იმ წევრებზე ისაუბრა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობიდან" მმართველ გუნდში გადაინაცვლეს. მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ მან "პრევენცია ვერ მოახდინა", "ნაციონალური მოძრაობა" 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე "დაისაჯა".

გიგი უგულავას ჩართვამ საკრებულოს უმრავლესობის წევრების, მიხეილ ქავთარაძის და ბესო ბენდელიანის გაღიზიანება გამოიწვია. უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ჯერ სტუდიაში დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი შეხლა-შემოხლა ტელეკომპანია "იმედის" ეზოშიც გაგრძელდა.

მიხეილ ქავთარაძე (საკრებულოს უმრავლესობის წევრი):

- მე დაარსების დღიდან ვიყავი "ნაციონალურ მოძრაობაში", პარტიაში გიგი უგულავას მიყვანილი ნამდვილად არ ვარ, როგორც თავად აღნიშნა. მეცოცხეობა რომ დაიწყეს, იმიტომ წამოვედი პარტიიდან. გიგი უგულავას წამოსაძახებელი არაფერი მაქვს. მე გადაცემაში გიგი უგულავას ჩართვამ გამაღიზიანა. საკრებულოს უმცირესობასთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა. მათი ნაწილი ჩვეულებრივი შემსრულებლები არიან, რომლებიც უგულავამ შარში გახვია. უგულავა კრიმინალია - ამბობდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ფეხებით ჩამოგკიდებთ თქვენ და თქვენს ოჯახებსო. ცოლთან ერთად სტრიპტიზბარებში რომ დადის, იმ კაცზე რა უნდა ვთქვა? მე უგულავა მეზიზღება, პირადად შევაგინებ, როცა ვნახავ.

- რა მოხდა "იმედში" ისეთი, რაც ეთერში ვერ ვნახეთ?

- არაფერი მომხდარა იმ კამათის გარდა, რაც ეთერში გავიდა. კიდევ იყო ის ახალგაზრდა, რომელიც ვიდეოკამერას აფარებს ხელს.

- ვინ იყო ის ახალგაზრდა, ოპერატორს შეურაცხყოფა რომ მიაყენა? თქვენი გუნდის წევრია?

- წარმოდგენა არ მაქვს. უამრავი ადამიანი იყო იქ.

ინგა გრიგოლიას გადაცემაში მომხდარი ინციდენტის დროს ტელევიზიაში იმყოფებოდა პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე, ის გადაცემა "რეაქციის" მეორე ბლოკის სტუმარი იყო. ვაშაძე პროვოკაციაზე საუბრობს.

- ვფიქრობ საკრებულოს ზოგიერთი წევრის მხრიდან ტელეკომპანიაში ჩხუბი წინასწარ იყო დაგეგმილი. საბოლოო ჯამში ვერავინ ვერ მიხვდა, რაზე იყო საუბარი გადაცემაში, რატომ არ იღებენ ბიუჯეტს და ა.შ.

გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" გიგი უგულავამ განაცხადა: "ესაა ის პრეტენზია, რომელსაც ვიღებ და თუ რამეს ვნანობ, რა თქმა უნდა, ვნანობ ამას, რადგან ბევრს მე გავუხსენი პოლიტიკაში კარი ან მე ვერ შევძელი პრევენცია მომეხდინა. ბუნებრივია, ეს პრობლემაა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წააგო თავის დროზე, სწორედ ეს არის. პოლიტიკაში დაუწერელი აქსიომა არსებობს და ერთა ძველმა პოლიტიკოსმაც თქვა, რომ როცა ოპოზიციაში ხარ, როგორც წესი, უფრო გიჟები გეწებებიან, ხოლო როცა ხარ ხელისუფლებაში - საშოვარზე მოსული ნაძირლები. როგორც ჩანს, ასეთი რამ გარდაუვალია და სწორედ ამან განაპირობა მათ შორის ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" დაუდგა და რომლის გამოც, სრულიად სამართლიანად ვიტყოდი, 1-ელ ოქტომბერს დაისაჯა".

თამარ ბოჭორიშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა