სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა იმნაძე - სამტრედიის სათნოების სახლის ხუთ ბენეფიციარს A ტიპის ვირუსი დაუდასტურდა
პაატა იმნაძე - სამტრედიის სათნოების სახლის ხუთ ბენეფიციარს A ტიპის ვირუსი დაუდასტურდა

სამ­ტრე­დი­ის სათ­ნო­ე­ბის სახ­ლის ხუთ ბე­ნე­ფი­ცი­არს A ტი­პის H3N2 ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელმღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი­ვე ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და ასე­ვე სათ­ნო­ე­ბის სახ­ლის ერთ თა­ნამ­შრო­მელს, სამ ბე­ნე­ფი­ცი­არს სურ­დოს ვირუ­სი და­უდ­გინ­და. პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში უმ­ძი­მე­სი კონ­ტინ­გენ­ტია, ყვე­ლა მათ­განს მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს და თავ­შე­სა­ფარ­ში ძი­რი­თა­დად მწო­ლი­ა­რე ავად­მყო­ფე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლილ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სამ­ტრე­დი­ის სათ­ნო­ე­ბის სახ­ლში ხუთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი 12-13 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა, თავ­შე­საფ­რის ცხრა ბი­ნა­და­რი კი მკურ­ნა­ლო­ბას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნაგ­რძობს.

ამას­თან, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, გრი­პის ვირუ­სე­ბის ზრდის თვალ­საზ­რი­სით, სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბას არ ელო­დე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს და მარ­ტის და­სა­წყის­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ ისე­თი დო­ნის, რო­გორც 2009 წელს იყო.

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ზამ­თა­რია, ტრი­ა­ლებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ვირუ­სე­ბი", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, გრი­პის ვირუ­სი საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის, ასე­ვე დი­ა­ბე­ტით, ფილ­ტვე­ბის, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბი­სათ­ვის.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ავად­მყო­ფი უნდა მო­ე­რი­დოს თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სი­ა­რულს. ასე­ვე, იმ­ნა­ძემ მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა, რომ მი­ირ­თვან ნი­ო­რი და ხე­ლე­ბი ხში­რად და­ი­ბა­ნონ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად სუ­რათს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 87 შემ­თხვე­ვი­დან, 82 A ტი­პის H3N2 ვირუ­სია, ორ შემ­თხვე­ვა­ში და­დას­ტურ­და ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ღო­რის გრი­პი, H1N1, ხოლო ორი B ტი­პის ვირუ­სი გა­მოვ­ლინ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პაატა იმნაძე - სამტრედიის სათნოების სახლის ხუთ ბენეფიციარს A ტიპის ვირუსი დაუდასტურდა

პაატა იმნაძე - სამტრედიის სათნოების სახლის ხუთ ბენეფიციარს A ტიპის ვირუსი დაუდასტურდა

სამტრედიის სათნოების სახლის ხუთ ბენეფიციარს A ტიპის H3N2 ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იგივე ვირუსი დაუდასტურდა ასევე სათნოების სახლის ერთ თანამშრომელს, სამ ბენეფიციარს სურდოს ვირუსი დაუდგინდა. პაატა იმნაძის ინფორმაციით, მოხუცებულთა თავშესაფარში უმძიმესი კონტინგენტია, ყველა მათგანს მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს და თავშესაფარში ძირითადად მწოლიარე ავადმყოფები იმყოფებიან.

მისივე თქმით, გარდაცვლილ ბენეფიციარებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამტრედიის სათნოების სახლში ხუთი ბენეფიციარი 12-13 თებერვალს გარდაიცვალა, თავშესაფრის ცხრა ბინადარი კი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, გრიპის ვირუსების ზრდის თვალსაზრისით, სიტუაციის გართულებას არ ელოდება. თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში გრიპის შემთხვევების მატება მოსალოდნელია, მაგრამ ისეთი დონის, როგორც 2009 წელს იყო.

"ჩვეულებრივი ზამთარია, ტრიალებს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსები", - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, გრიპის ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე დიაბეტით, ფილტვების, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისა და მოხუცებისათვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა განსახორციელებელი პრევენციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავადმყოფი უნდა მოერიდოს თავშეყრის ადგილებში სიარულს. ასევე, იმნაძემ მოქალაქეებს მიმართა, რომ მიირთვან ნიორი და ხელები ხშირად დაიბანონ.

რაც შეეხება ზოგად სურათს, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული 87 შემთხვევიდან, 82 A ტიპის H3N2 ვირუსია, ორ შემთხვევაში დადასტურდა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, H1N1, ხოლო ორი B ტიპის ვირუსი გამოვლინდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია