მსოფლიო
კონფლიქტები
სამართალი

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
პოლიტიკა
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა ძალიან მოუქნელი იყო და სარგებლის მაგივრად გვაზარალებდა ხოლმე"
"მიშა ძალიან მოუქნელი იყო და სარგებლის მაგივრად გვაზარალებდა ხოლმე"

ინ­ტერ­ნეტ­ში იშ­ვი­ა­თი ფოტო გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც 1995 წელს უკ­რა­ი­ნის რა­და­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩია ასა­ხუ­ლი. ფო­ტო­ში სხვებ­თან ერ­თად, ფი­გუ­რი­რე­ბენ: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია. მატ­ჩის პე­რი­პე­ტი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- მე მა­შინ ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, ხოლო ექს-პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირ­ში". ეს თა­მა­ში მო­ვი­გეთ 2-0. სა­ა­კაშ­ვი­ლი მთე­ლი თა­მა­შის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეღ­რი­ტი­ნე­ბო­და, მა­თა­მა­შე­თო, ბო­ლოს დავ­თან­ხმდით და ბოლო 5 წუთი ვა­თა­მა­შეთ. სხვა­თა­შო­რის, ყვე­ლა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მის თა­მაშს.

- რა­ტომ არ უნ­დო­დათ მისი თა­მა­ში?

- ძა­ლი­ან სუს­ტი იყო. მინ­დორ­ზე ბო­ტა­სე­ბით გა­მოს­ვლა გა­გი­გი­ათ? ბუ­ცე­ბი არ ჩა­იც­ვა და სულ ფეხი უცუ­რავ­და. ერთი-ორ­ჯერ ისე წა­იქ­ცა, კი­ნა­ღამ წელ­ში გა­და­ტყდა. ძი­რი­თა­დად უბურ­თოდ დარ­ბო­და. ზუს­ტად არ მახ­სოვს, რო­დის იყო და ერთხელ ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­დი­ო­და და ამ­ბობ­და: "ისე­თი ძლი­ე­რი პრი­ოვ­ნე­ბა ვარ, რომ ყვე­ლა მე­მორ­ჩი­ლე­ბა, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე, რო­მე­ლიც ყი­ფი­ანს პასს არ აძ­ლევ­და, როცა ჩემ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და, რამ­დენ­ჯე­რაც კი ბურ­თი ვთხო­ვე, მა­შინ­ვე გად­მო­მა­წო­დაო". კაც­მა 5 წუთი ითა­მა­შა და მა­ინ­ტე­რე­სებს, სად მო­ას­წრო ჩემ­გან პა­სის მი­ღე­ბა. ისე ერთხელ მარ­თლაც გა­და­ვა­წო­დე, მაგ­რამ მა­შინ­ვე წა­არ­თვეს, ისე გა­უკ­ვირ­და და და­იბ­ნა.

- ამ 5 წუთ­ში გუნ­და რამე სარ­გე­ბე­ლი თუ მო­უ­ტა­ნა?

- ორ­ჯერ კი­ნა­ღამ ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტყდა. ეგ იყო მა­გის სა­ფეხ­ბურ­თო მოღ­ვა­წე­ო­ბა. ბედი ჰქო­ნია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა არ აი­კი­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება წლიურ ჭრილში გაძვირდა, ხოლო კვარტალურად ფასები შემცირებულია

"მიშა ძალიან მოუქნელი იყო და სარგებლის მაგივრად გვაზარალებდა ხოლმე"

"მიშა ძალიან მოუქნელი იყო და სარგებლის მაგივრად გვაზარალებდა ხოლმე"

ინტერნეტში იშვიათი ფოტო გავრცელდა, რომელზეც 1995 წელს უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტის წევრების საფეხბურთო მატჩია ასახული. ფოტოში სხვებთან ერთად, ფიგურირებენ: მიხეილ სააკაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ზურაბ ჟვანია. მატჩის პერიპეტიებზე სასაუბროდ მანუჩარ მაჩაიძეს დავუკავშირდით:

- მე მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, ხოლო ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი "მოქალაქეთა კავშირში". ეს თამაში მოვიგეთ 2-0. სააკაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში გვეღრიტინებოდა, მათამაშეთო, ბოლოს დავთანხმდით და ბოლო 5 წუთი ვათამაშეთ. სხვათაშორის, ყველა ეწინააღმდეგებოდა მის თამაშს.

- რატომ არ უნდოდათ მისი თამაში?

- ძალიან სუსტი იყო. მინდორზე ბოტასებით გამოსვლა გაგიგიათ? ბუცები არ ჩაიცვა და სულ ფეხი უცურავდა. ერთი-ორჯერ ისე წაიქცა, კინაღამ წელში გადატყდა. ძირითადად უბურთოდ დარბოდა. ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო და ერთხელ ტელევიზორი ჩავრთე, სააკაშვილი გამოდიოდა და ამბობდა: "ისეთი ძლიერი პრიოვნება ვარ, რომ ყველა მემორჩილება, თქვენ წარმოიდგინეთ, მანუჩარ მაჩაიძე, რომელიც ყიფიანს პასს არ აძლევდა, როცა ჩემთან ერთად თამაშობდა, რამდენჯერაც კი ბურთი ვთხოვე, მაშინვე გადმომაწოდაო". კაცმა 5 წუთი ითამაშა და მაინტერესებს, სად მოასწრო ჩემგან პასის მიღება. ისე ერთხელ მართლაც გადავაწოდე, მაგრამ მაშინვე წაართვეს, ისე გაუკვირდა და დაიბნა.

- ამ 5 წუთში გუნდა რამე სარგებელი თუ მოუტანა?

- ორჯერ კინაღამ ხერხემალში გადატყდა. ეგ იყო მაგის საფეხბურთო მოღვაწეობა. ბედი ჰქონია, რომ სერიოზული ტრავმა არ აიკიდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია