საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბიტურიენტების რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება
აბიტურიენტების რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება

წელს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად კონ­კურ­სი 45 ათას­ზე მეტ ად­გილ­ზე აქვთ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რო­გორც ბა­თუ­მის "შე­რა­ტონ­ში" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­მარ­თულ სე­მი­ნარ­ზე შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი 20 თე­ბერ­ვალს და­ი­წყე­ბა და 21 მარტს დას­რულ­დე­ბა.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ნი­სის ბოლო კვი­რა­ში და­ი­წყე­ბა. წელს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად კონ­კურ­სი 45 ათას­ზე მეტ ად­გილ­ზე აქვთ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ამას­თან, მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­სულ წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში სულ 42 ათა­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ­გან სტუ­დენ­ტი 29 ათა­სი გახ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ წელს 45 ათას­ზე მეტ ად­გილ­ზეა კონ­კურ­სია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, როცა გა­სულ წელს სულ 29 ათა­სი სტუ­დენ­ტი გახ­და, მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლი ჰქონ­დეთ. ამის გამო, ზო­გი­ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ისე­თი ფა­კულ­ტე­ტე­ბიც იხ­სნე­ბა, რო­მელ­თა კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს მო­მა­ვა­ლი არ აქვს და პრო­ფე­სი­ას ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ამას­თან, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა დას­ძი­ნა, რომ 2005 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 26 უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, რო­მელ­თაც 15 ათა­სი სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლი ჰქონ­დათ. იმა­ვე წელს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში 30 ათა­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, წელს კი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე 100 უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს აქვს კონ­კურ­სი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აბიტურიენტების რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება

აბიტურიენტების რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყება

წელს უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტების მისაღებად კონკურსი 45 ათასზე მეტ ადგილზე აქვთ გამოცხადებული. როგორც ბათუმის "შერატონში" ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესი 20 თებერვალს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ, ივნისის ბოლო კვირაში დაიწყება. წელს უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტების მისაღებად კონკურსი 45 ათასზე მეტ ადგილზე აქვთ გამოცხადებული.

ამასთან, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სულ 42 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა, მათგან სტუდენტი 29 ათასი გახდა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რით არის განპირობებული, რომ წელს 45 ათასზე მეტ ადგილზეა კონკურსია გამოცხადებული, როცა გასულ წელს სულ 29 ათასი სტუდენტი გახდა, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ უმაღლესი სასწავლებლები უკიდურესად დაინტერესებული არიან რაც შეიძლება მეტი საკონკურსო ადგილი ჰქონდეთ. ამის გამო, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებლებში ისეთი ფაკულტეტებიც იხსნება, რომელთა კურსდამთავრებულებს მომავალი არ აქვს და პროფესიას ვერ გამოიყენებენ.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ 2005 წელს საქართველოში 26 უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომელთაც 15 ათასი საკონკურსო ადგილი ჰქონდათ. იმავე წელს, ერთიანი ეროვნულ გამოცდებში 30 ათასი აბიტურიენტი მონაწილეობდა, წელს კი ერთიან ეროვნულ გამოცდებში აკრედიტაციის მქონე 100 უმაღლეს სასწავლებელს აქვს კონკურსი გამოცხადებული აბიტურიენტების მიღებაზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია