კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13-წლიანი სამეზობლო დავა
13-წლიანი სამეზობლო დავა

ბორ­ჯომ­ში, 9 აპ­რი­ლის N38-ში მდე­ბა­რე ბინა ორ ოჯახს ბაქ­რა­ძე­ებ­სა და სა­რა­ლი­ძე­ებს ეკუთ­ვნის. მათი სა­ბი­ნაო დავა 13 წლის წინ და­ი­წყო, მე­ზობ­ლე­ბი ფართს ვერ იყო­ფენ.

ერთ-ერ­თმა მო­ბი­ნად­რემ, თა­მარ შენ­გე­ლი­ამ ქა­ლა­ქის საბ­ჭოს გა­ფარ­თო­ე­ბის მო­თხოვ­ნით მას შემ­დეგ მი­მარ­თა, რაც მას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად მისი დის­შვი­ლი ჯოტო სა­რა­ლი­ძე გა­და­ვი­და და მისი და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, კუთ­ვნილ 18 კვად­რატ­ში ვე­ღარ ეტე­ოდ­ნენ. ჯოტო სა­რა­ლი­ძის დე­ი­დას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა 87 წლის გივი ბაქ­რა­ძე თა­ვი­დან­ვე გა­აპ­რო­ტეს­ტა. იგი ფიქ­რობ­და, რომ სა­რა­ლი­ძე უკა­ნო­ნოდ ჩა­ე­წე­რა და ამი­ტომ სა­ჩივ­რით პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა. მა­შინ­დელ­მა აღ­მას­კომ­მა სა­რა­ლი­ძეს გა­მო­სახ­ლე­ბა და­ა­ვა­ლა, თუმ­ცა მან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა და სა­სა­მარ­თლომ ამ­ჯე­რად ბი­ნა­ში და­ტო­ვა.

მე­ზობ­ლებს შო­რის დავა 2001 წლი­დან გაგ­რძელ­და, რო­დე­საც ჯოტო სა­რა­ლი­ძემ და მის­მა დე­ი­დამ თა­მარ შენ­გე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს. შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო­ში დავა ჯოტო სა­რა­ლი­ძემ 2007 წელს, თა­მარ შენ­გე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნაგ­რძო, რო­მელ­საც ქო­ნე­ბა ან­დერ­ძით გა­და­ე­ცა.

ბაქ­რა­ძე იხ­სე­ნებს, რომ პირ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო­ში 2009 წელს და­ი­ბა­რეს და მა­შინ მო­სარ­ჩე­ლე მხა­რეს უარი ეთ­ქვა სარ­ჩე­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, რო­გორც უსა­ფუძ­ვლო და ხან­დაზ­მუ­ლი საქ­მე.

"მას შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე იჩივ­ლა კი­დევ. და­ი­ქი­რა­ვა აუ­დი­ტი, შე­ად­გი­ნა ყალ­ბი ნა­ხა­ზე­ბი და წარ­მო­ად­გი­ნა, რო­გორც ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა. ამა­სო­ბა­ში 13 წელი გა­ვი­და და ჩვე­ნი საქ­მე არა­ერთ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლეს. ბო­ლოს კი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლია და 11 თე­ბერ­ვალს ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი. 85 წლის ვარ, იმ­დე­ნი მა­ნერ­ვი­უ­ლეს ორ­ჯერ ინ­ფარ­ქტი გა­და­ვი­ტა­ნე, 13 წე­ლია სა­სა­მარ­თლო­დან სა­სა­მარ­თლო­ში დავ­დი­ვარ, ად­ვო­კა­ტიც ვერ ამიყ­ვა­ნია, ჩემს მა­გივ­რად რომ ია­როს. პენ­სი­ის მეტი შე­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს", - ამ­ბობს ბაქ­რა­ძე.

მე­ზობ­ლე­ბი ბი­ნის გარ­და, სა­სა­მარ­თლო­ში ეზოს გა­ყო­ფა­ზეც და­ვო­ბენ. ეს საქ­მეც ამ დრომ­დე სა­სა­მარ­თლო­შია. ვის გა­ა­მარ­თლებს სა­სა­მარ­თლო, ჯერ უც­ნო­ბია.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

13-წლიანი სამეზობლო დავა

13-წლიანი სამეზობლო დავა

ბორჯომში, 9 აპრილის N38-ში მდებარე ბინა ორ ოჯახს ბაქრაძეებსა და სარალიძეებს ეკუთვნის. მათი საბინაო დავა 13 წლის წინ დაიწყო, მეზობლები ფართს ვერ იყოფენ.

ერთ-ერთმა მობინადრემ, თამარ შენგელიამ ქალაქის საბჭოს გაფართოების მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მასთან საცხოვრებლად მისი დისშვილი ჯოტო სარალიძე გადავიდა და მისი დაოჯახების შემდეგ, კუთვნილ 18 კვადრატში ვეღარ ეტეოდნენ. ჯოტო სარალიძის დეიდასთან საცხოვრებლად გადასვლა 87 წლის გივი ბაქრაძე თავიდანვე გააპროტესტა. იგი ფიქრობდა, რომ სარალიძე უკანონოდ ჩაეწერა და ამიტომ საჩივრით პროკურატურას მიმართა. მაშინდელმა აღმასკომმა სარალიძეს გამოსახლება დაავალა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ამჯერად ბინაში დატოვა.

მეზობლებს შორის დავა 2001 წლიდან გაგრძელდა, როდესაც ჯოტო სარალიძემ და მისმა დეიდამ თამარ შენგელიამ სასამართლოს მიმართეს. შემდეგი სასამართლოში დავა ჯოტო სარალიძემ 2007 წელს, თამარ შენგელაიას გარდაცვალების შემდეგ განაგრძო, რომელსაც ქონება ანდერძით გადაეცა.

ბაქრაძე იხსენებს, რომ პირველად სასამართლოში 2009 წელს დაიბარეს და მაშინ მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, როგორც უსაფუძვლო და ხანდაზმული საქმე.

"მას შემდეგ რამდენჯერმე იჩივლა კიდევ. დაიქირავა აუდიტი, შეადგინა ყალბი ნახაზები და წარმოადგინა, როგორც ახალი გარემოება. ამასობაში 13 წელი გავიდა და ჩვენი საქმე არაერთ სასამართლოში განიხილეს. ბოლოს კი სააპელაციო სასამართლოში უჩივლია და 11 თებერვალს ვარ დაბარებული. 85 წლის ვარ, იმდენი მანერვიულეს ორჯერ ინფარქტი გადავიტანე, 13 წელია სასამართლოდან სასამართლოში დავდივარ, ადვოკატიც ვერ ამიყვანია, ჩემს მაგივრად რომ იაროს. პენსიის მეტი შემოსავალი არ გვაქვს", - ამბობს ბაქრაძე.

მეზობლები ბინის გარდა, სასამართლოში ეზოს გაყოფაზეც დავობენ. ეს საქმეც ამ დრომდე სასამართლოშია. ვის გაამართლებს სასამართლო, ჯერ უცნობია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ