სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას თავი ეკატერინე მედიჩი ხომ არ გონია?" - ახალაიას მეუღლე დავით ზურაბიშვილზე
"ამას თავი ეკატერინე მედიჩი ხომ არ გონია?" - ახალაიას მეუღლე დავით ზურაბიშვილზე

ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენ­თან და­კავ­ში­რე­ბით "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ლი­დე­რის და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"თუ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ფა­სა­დუ­რად მა­ინც, იგი­ვე აზ­რის არაა, მა­შინ რა­ტომ უნდა დარ­ჩეს ეს სუ­ბი­ექ­ტი მისი მრჩე­ვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და რა­ტომ უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ მას ჩვენ ხელ­ფა­სი? თუ ფა­სა­დუ­რი შე­ლა­მა­ზე­ბა უფრო ეუ­კად­რი­სე­ბა, ვიდ­რე ოხ­ლოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დე იურე შე­მო­ღე­ბა?".

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლიც:

"ეს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ბარ­თლო­მეს ღა­მით" რომ იმუქ­რე­ბა თავი ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩი ხომ არ გო­ნია? ან არ იცის მაგ ღა­მეს მერე ომი რომ მოყ­ვა? თუმ­ცა რა გა­საკ­ვი­რია, ერთი კარ­გი მე­ზღაპ­რეა ბა­ტო­ნი დათო და შე­იძ­ლე­ბა თავი დე­დოფ­ლა­დაც კი წარ­მო­იდ­გი­ნოს ხან­და­ხან :)

P.S. მა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დობ­რი­ვი აქტი თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან არც გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ჯერ არ მო­სულ­ხართ და უკვე მოწ­მე­ე­ბის და პა­ტიმ­რე­ბის გა­ტა­ცე­ბე­ბით, პა­ტიმ­რებ­ზე ზე­წო­ლე­ბით და ად­ვო­კა­ტებ­ზე თავ­დას­ხმე­ბით ხართ გან­თქმუ­ლი", - წერს ანი.

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს "თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი თეა თუთ­ბე­რი­ძე და სა­კუ­თარ წარ­სულს ახ­სე­ნებს.

"რო­გორც ჩანს ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა და­კარ­გა სულ.

ბა­ტო­ნო და­ვით,

1. ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი თუ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მა­ნი­ა­კად მო­იხ­სე­ნი­ებს, ეს არა ბაჩო ახა­ლა­ი­ას, არა­მედ თა­ვად ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის პრობ­ლე­მაა და სხვა რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს;

2. რაც შე­გე­ხე­ბათ პი­რა­დად თქვენ, ვინ იყო ან არის ბაჩო ახა­ლა­ია ეს რო­დის აქეთ გა­ი­გეთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში რომ მუ­შა­ობ­დით მას­თან ერ­თად, თუ როცა ნაც­მოძ­რა­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ტო­ვეთ იმის გამო, რომ სა­თა­ნა­დოდ ვერ და­გა­ფა­სეს და ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ბარ­გდით?

3. სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბი არა მხო­ლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რის ცუდი მუ­შა­ო­ბის შე­დეგ­ზე მი­უ­თი­თებს (რა თქმა უნდა, კარგ მუ­შა­ო­ბად ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­თი­თხვნა და ახალ-ახა­ლი სუ­ლე­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბის წა­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც აგერ უკვე 16 თვეა წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ჰყავს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მომ­წყვდე­უ­ლი ცი­ხე­ში), არა­მედ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ თქვე­ნი არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­დის და­ნა­შა­ულს, ახ­დენს ადა­მი­ა­ნე­ბის ცი­ლის­წა­მე­ბას, ცდი­ლობს შე­ტე­ნოს ათას­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლი და წარ­მო­ა­ჩი­ნოს კრი­მი­ნა­ლად (ამ ყვე­ლა­ფერ­ში თქვენ­მა არ­ჩე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკვე გა­და­ა­ჭარ­ბა);

4. თქვენ და თქვე­ნი არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებთ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს რე­ვანშს ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ, ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დრო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის­თვის კი არ და­კარ­გა, არა­მედ 26 წლის ახალ­გაზ­რდამ ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და ქურ­დულ და კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს (რი­თაც სა­კუ­თა­რი თა­ვიც და ოჯა­ხიც საფრ­თხის ქვეშ ჩა­აგ­დო), მომ­დევ­ნო წლებ­ში კი და­ი­წყო ქარ­თუ­ლი არ­მი­ის მშე­ნებ­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბა, თავ­დაც­ვი­თი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ა.შ.

5. რო­გორც მი­ნი­მუმ, მე თქვენ ად­გილ­ზე უხერ­ხუ­ლო­ბას მა­ინც ვიგ­რძნობ­დი, როცა ასეთ რა­მეს წერთ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, არა­მედ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ბევ­რი წევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ან პი­ა­რის სა­კე­თებ­ლად კი არ გა­მო­ი­ყე­ნა, არა­მედ ქვეყ­ნის­თვის, თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას მი­უ­ძღვნა", - წერს თუთ­ბე­რი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - ახა­ლა­ი­ას ასე­თი გა­ნა­ჩე­ნი აძ­ლი­ე­რებს ერთ კაი ეროვ­ნულ "ბარ­თლო­მეს ღა­მე­ზე" დაკ­ვე­თას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ამას თავი ეკატერინე მედიჩი ხომ არ გონია?" - ახალაიას მეუღლე დავით ზურაბიშვილზე

"ამას თავი ეკატერინე მედიჩი ხომ არ გონია?" - ახალაიას მეუღლე დავით ზურაბიშვილზე

ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დავით ზურაბიშვილის კომენტარს "ნაციონალური" მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ფასადურად მაინც, იგივე აზრის არაა, მაშინ რატომ უნდა დარჩეს ეს სუბიექტი მისი მრჩეველის თანამდებობაზე და რატომ უნდა გადავუხადოთ მას ჩვენ ხელფასი? თუ ფასადური შელამაზება უფრო ეუკადრისება, ვიდრე ოხლოკრატიული მმართველობის დე იურე შემოღება?".

ზურაბიშვილის პოსტს გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც:

"ეს ზურაბიშვილი "ბართლომეს ღამით" რომ იმუქრება თავი ეკატერინე მედიჩი ხომ არ გონია? ან არ იცის მაგ ღამეს მერე ომი რომ მოყვა? თუმცა რა გასაკვირია, ერთი კარგი მეზღაპრეა ბატონი დათო და შეიძლება თავი დედოფლადაც კი წარმოიდგინოს ხანდახან :)

P.S. მასობრივი ძალადობრივი აქტი თქვენი ხელისუფლებისგან არც გამიკვირდება, ჯერ არ მოსულხართ და უკვე მოწმეების და პატიმრების გატაცებებით, პატიმრებზე ზეწოლებით და ადვოკატებზე თავდასხმებით ხართ განთქმული", - წერს ანი.

დავით ზურაბიშვილს არაადეკვატურობაში ადანაშაულებს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე და საკუთარ წარსულს ახსენებს.

"როგორც ჩანს ადეკვატურობა დაკარგა სულ.

ბატონო დავით,

1. ჩერგოლეიშვილი თუ ბაჩო ახალაიას მანიაკად მოიხსენიებს, ეს არა ბაჩო ახალაიას, არამედ თავად ჩერგოლეიშვილის პრობლემაა და სხვა რამეზე მეტყველებს;

2. რაც შეგეხებათ პირადად თქვენ, ვინ იყო ან არის ბაჩო ახალაია ეს როდის აქეთ გაიგეთ, თავისუფლების ინსტიტუტში რომ მუშაობდით მასთან ერთად, თუ როცა ნაცმოძრაობის უმრავლესობა დატოვეთ იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ დაგაფასეს და ოპოზიციაში გადაბარგდით?

3. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენები არა მხოლოდ პროკურატურის ცუდი მუშაობის შედეგზე მიუთითებს (რა თქმა უნდა, კარგ მუშაობად ვერანაირად ვერ იქნება აღქმული საქმეების შეთითხვნა და ახალ-ახალი სულელური ბრალდებების წაყენება ადამიანისთვის, რომელიც აგერ უკვე 16 თვეა წინასწარ პატიმრობაში ჰყავს ამ ხელისუფლებას გამომწყვდეული ციხეში), არამედ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი არჩეული ხელისუფლება ჩადის დანაშაულს, ახდენს ადამიანების ცილისწამებას, ცდილობს შეტენოს ათასგვარი დანაშაული და წარმოაჩინოს კრიმინალად (ამ ყველაფერში თქვენმა არჩეულმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებას უკვე გადააჭარბა);

4. თქვენ და თქვენი არჩეული ხელისუფლება წარმატებით აგრძელებთ კრიმინალური სამყაროს რევანშს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც თქვენგან განსხვავებით, ხელისუფლებაში ყოფნის დრო კომპიუტერული თამაშებისთვის კი არ დაკარგა, არამედ 26 წლის ახალგაზრდამ ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ და კრიმინალურ სამყაროს (რითაც საკუთარი თავიც და ოჯახიც საფრთხის ქვეშ ჩააგდო), მომდევნო წლებში კი დაიწყო ქართული არმიის მშენებლობა, ქართული სამხედრო წარმოება, თავდაცვითი ობიექტების მშენებლობა და ა.შ.

5. როგორც მინიმუმ, მე თქვენ ადგილზე უხერხულობას მაინც ვიგრძნობდი, როცა ასეთ რამეს წერთ ადამიანზე, რომელმაც არა მხოლოდ თქვენგან განსხვავებით, არამედ ნაციონალური მოძრაობის ბევრი წევრისგან განსხვავებით ხელისუფლებაში ყოფნა საკუთარი კეთილდღეობისთვის ან პიარის საკეთებლად კი არ გამოიყენა, არამედ ქვეყნისთვის, თავისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას მიუძღვნა", - წერს თუთბერიძე.

იხილეთ ასევე: დავით ზურაბიშვილი - ახალაიას ასეთი განაჩენი აძლიერებს ერთ კაი ეროვნულ "ბართლომეს ღამეზე" დაკვეთას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს