მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვებენ "ოსკარის" ცერემონიალზე?
რა ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვებენ "ოსკარის" ცერემონიალზე?

მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის "ოს­კა­რის" ჯილ­დო­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მათ­თვის, ვინც ამ ნო­მი­ნა­ცი­ას გა­მო­ე­თი­შე­ბა, სი­ა­ში არა­ნაკ­ლებ შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ჩუქ­რე­ბია. ვის­ღა ენ­დო­მე­ბა "ოს­კა­რი", რო­დე­საც ჰო­რი­ზონტზე 55 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ძღვე­ნია? ეს არის და­ფა­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა მათ მი­მართ, ვინც წელს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბას "წა­ა­გე­ბენ" ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში: "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქალი", "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კაცი", "ოს­კა­რი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კა­ცის­თვის - მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი", "ოს­კა­რი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის­თვის - მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი", "სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი". კომ­პა­ნია Distinctive Assets-ის წყა­ლო­ბით, სა­ჩუქ­რებს ყვე­ლა მი­ი­ღებს.

მათ­თვის ძვირ­ფა­სი სა­ა­თე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და მდიდ­რუ­ლი, და­უ­ვი­წყა­რი არ­და­დე­გე­ბია მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ზო­გი­ერ­თი სა­ჩუქ­რის სია ცნო­ბი­ლი გახ­და: ღვი­ნო, შო­კო­ლა­დი, შვე­ი­ცა­რუ­ლი მა­ჯის სა­ა­თი, სა­მა­ჯუ­რე­ბი, მექ­სი­კა­სა და ია­პო­ნი­ა­ში მდიდ­რუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა, სპა მკურ­ნა­ლო­ბა.

"იყო ფილ­მის ინ­დუსტრი­ა­ში უდი­დე­სი სა­ღა­მოს მო­ნა­წი­ლე, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, ვარ­სკვლა­ვებს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი მი­ვარ­თვათ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ვი­ღა­ცის დღეს ალა­მა­ზებ", - გა­ნა­ცხა­და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნი­ის Distinctive Assets-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ლაშ ფე­რიმ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია variety.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვებენ "ოსკარის" ცერემონიალზე?

რა ძვირფასი საჩუქრებით დააჯილდოვებენ "ოსკარის" ცერემონიალზე?

მსახიობებისთვის "ოსკარის" ჯილდოზე ძვირფასი არაფერი არსებობს, მაგრამ მათთვის, ვინც ამ ნომინაციას გამოეთიშება, სიაში არანაკლებ შთამბეჭდავი საჩუქრებია. ვისღა ენდომება "ოსკარი", როდესაც ჰორიზონტზე 55 000 დოლარის ღირებულების ძღვენია? ეს არის დაფასებისა და პატივისცემის გამოხატულება მათ მიმართ, ვინც წელს უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას "წააგებენ" ნომინაციებში: "საუკეთესო მსახიობი ქალი", "საუკეთესო მსახიობი კაცი", "ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის - მეორეხარისხოვანი როლი", "ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის - მეორეხარისხოვანი როლი", "საუკეთესო რეჟისორი". კომპანია Distinctive Assets-ის წყალობით, საჩუქრებს ყველა მიიღებს.

მათთვის ძვირფასი საათები, სამკაულები და მდიდრული, დაუვიწყარი არდადეგებია მომზადებული. ჟურნალისტებისთვის ზოგიერთი საჩუქრის სია ცნობილი გახდა: ღვინო, შოკოლადი, შვეიცარული მაჯის საათი, სამაჯურები, მექსიკასა და იაპონიაში მდიდრული შვებულება, სპა მკურნალობა.

"იყო ფილმის ინდუსტრიაში უდიდესი საღამოს მონაწილე, დიდი ბედნიერებაა. ყოველთვის ვცდილობთ, ვარსკვლავებს ძვირფასი საჩუქრები მივართვათ. სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცის დღეს ალამაზებ", - განაცხადა მარკეტინგული კომპანიის Distinctive Assets-ის დამფუძნებელმა ლაშ ფერიმ.

მომზადებულია variety.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება