პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამტრედიის სათნოების სახლიდან საავადმყოფოში კიდევ ორი მოხუცი გადაიყვანეს
სამტრედიის სათნოების სახლიდან საავადმყოფოში კიდევ ორი მოხუცი გადაიყვანეს

წუ­ხელ სამ­ტრე­დი­ის წმი­და ქე­თე­ვა­ნის სა­ხე­ლო­ბის სათ­ნო­ე­ბის სახ­ლი­დან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დევ ორი მო­ხუ­ცი გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სამ­ტრე­დი­ის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ ემ­ზარ შუბ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გვი­ან ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით 01:00 სა­ათ­ზე, სათ­ნო­ე­ბის სახ­ლი­დან ქუ­თა­ი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ორი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გა­და­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­თაც ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. ამას­თან, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა ოთხი მო­ბი­ნად­რე, რო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ემ­ზარ შუბ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

სამ­ტრე­დი­ის წმი­და ქე­თე­ვა­ნის სა­ხე­ლო­ბის სათ­ნო­ე­ბის სახ­ლში 12-13 თე­ბერ­ვალს ხუთი ბი­ნა­და­რი გარ­და­იც­ვა­ლა. მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რეს­პი­რა­ტო­რულ­მა ინ­ფექ­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე სათ­ნო­ე­ბის სახ­ლის მო­ბი­ნად­რე­ე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ერთ-ერთ ვერ­სი­ად რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ცნო­ბით, ოთხი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ქუ­თა­ი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სამი პირი კი სამ­ტრე­დი­ის სა­ა­ვად­მყო­ფოს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი­სა და სათ­ნო­ე­ბის სახ­ლის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის გა­მოკ­ვლე­ვა. ცხვი­რის ნა­ცხის, სის­ხლი­სა და შარ­დის ანა­ლი­ზი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ პირს A ტი­პის გრი­პის ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამტრედიის სათნოების სახლიდან საავადმყოფოში კიდევ ორი მოხუცი გადაიყვანეს

სამტრედიის სათნოების სახლიდან საავადმყოფოში კიდევ ორი მოხუცი გადაიყვანეს

წუხელ სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლიდან საავადმყოფოში კიდევ ორი მოხუცი გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარემ ემზარ შუბლაძემ განუცხადა, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, სათნოების სახლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ბენეფიციარი გადაიყვანეს, რომელთაც ტემპერატურის მატება აღენიშნებოდათ. ამასთან, საავადმყოფოში რჩება ოთხი მობინადრე, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა,  ემზარ შუბლაძის ინფორმაციით, მკურნალობას ექვემდებარება.

სამტრედიის წმიდა ქეთევანის სახელობის სათნოების სახლში 12-13 თებერვალს ხუთი ბინადარი გარდაიცვალა. მათი გარდაცვალება, ერთ-ერთი ვერსიით, რესპირატორულმა ინფექციამ გამოიწვია.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე სათნოების სახლის მობინადრეების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად რესპირატორული ინფექციები განიხილება. მისივე ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი 80 წელს გადაცილებული ბენეფიციარია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ცნობით, ოთხი ბენეფიციარი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სამი პირი კი სამტრედიის საავადმყოფოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ბენეფიციარებისა და სათნოების სახლის მომსახურე პერსონალის გამოკვლევა. ცხვირის ნაცხის, სისხლისა და შარდის ანალიზი. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პირს A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია