მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით
ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით

32 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი და იმი­ტომ აღარ ვჩან­ვარ ბოლო დროს სკეტ­ჩებ­ში აქ­ტი­უ­რად, ვე­ღარ მა­ფიქ­სი­რებს კა­მე­რაო, იხუმ­რა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე კობა ბა­რა­თელ­მა. დღეს ჩა­ი­ნი­კას კერ­ძებ­ზე, დი­ე­ტებ­სა და ექი­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ჭამა კი მიყ­ვარს, მაგ­რამ დი­ე­ტა უნდა და­იც­ვაო, გა­მაფრ­თხი­ლეს ექი­მებ­მა.

- მე მახ­სოვს შენი დი­ე­ტა, ექ­ვსის მერე რომ არ ჭამ­დი სახ­ლში, ისევ იმა­ვე დი­ე­ტას იცავ?

- არა, უფრო მკაცრ­ზე გა­და­ვე­დი, რომ მძი­ნავს, აღარ ვჭამ.

- ვინ მოგ­თხო­ვა დი­ე­ტის დაც­ვა?

- ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა, ან­გი­ო­ლოგ­მა, კარ­დი­ო­ლოგ­მა და რევ­მა­ტო­ლოგ­მა ერ­თად. ასე­თი ანეკ­დო­ტი იყო ადრე, ერთი ეუბ­ნე­ბა მე­ო­რეს, ექიმ­მა კი­ჭლე­ინ­დის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვაო. ეგ რა არი­სო, ჰკი­თხა მე­ო­რემ. კიბო, ჭლე­ქი, ინ­ფარ­ქტი და დი­ა­ბე­ტი მჭირს ერ­თა­დო, უპა­სუ­ხა. მთლად კი­ჭლე­ინ­დი არ მჭირს, მაგ­რამ პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით ვიწ­მინ­დე­ბი. ან­გი­ო­ლოგ­მა მი­თხრა, ლუდი ამო­ი­ღე რა­ცი­ო­ნი­დან, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ლე­ვა მო­გინ­დე­ბა, ღვი­ნო და არა­ყი და­ლიე ცოტა-ცოტა სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­შიო. თან წამ­ლე­ბი და­მი­ნიშ­ნა. ვი­ყი­დე წამ­ლე­ბი და და­ვი­წყე ლუ­დის სმა. ახლა მა­ცი­ვარ­ში მაქვს წამ­ლე­ბიც და ლუ­დიც. მა­ცი­ვარს რომ ვა­ღებ, ლუ­დის ბოთ­ლი უფრო დი­დია, ვიდ­რე წამ­ლის და ის მხვდე­ბა პირ­ვე­ლი თვალ­ში. ვი­წყებ ლუ­დით და წამ­ლე­ბი მა­ვი­წყდე­ბა. მორ­ჩი­ლი პა­ცი­ენ­ტი არ ვარ, და­ლე­ვის წინ ვუ­რე­კავ ხოლ­მე ექიმს და ვე­ვაჭ­რე­ბი, რამ­დე­ნი ჭი­ქის და­ლე­ვა შე­მიძ­ლია. ზოგი ექი­მი აქეთ მა­ო­ცებს. ერთხელ დი­ლით ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. სა­ღა­მოს ის ექი­მი, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა, რეს­ტო­რან­ში მე­პა­ტი­ჟე­ბო­და, ექი­მე­ბი ვართ სულ, ნუ გე­ში­ნია, მო­დიო.

- რისი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თე?

- აღარ მახ­სოვს, იმ­დე­ნი ოპე­რა­ცია მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. მან­ქა­ნის არ იყოს, ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, ჩა­ი­ნი­კა მან­ქა­ნას უფრო ხში­რად ღე­ბავს, ვიდ­რე რე­ცხავ­სო. იმ პე­რი­ოდ­ში მარ­თლა ასე იყო, სულ რა­ღა­ცას ვე­ჯა­ხე­ბო­დი.

- ექი­მებს რომ არ ემორ­ჩი­ლე­ბი, გა­ვარ­კვიე, ვინ­მეს თუ ემორ­ჩი­ლე­ბი?

- ჩა­ი­ნი­კას. მა­გა­რი ჯი­გა­რია. რა­საც მთხოვს, ყვე­ლა­ფერს ვუს­რუ­ლებ. ქა­ბა­ბი, ოს­ტრი ჭა­მეო, რომ მე­ტყვის, უარი რო­გორ უნდა ვუ­თხრა? შა­ურ­მას დი­დად არ ვწყა­ლობ. იმ­დე­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტი აქვს შიგ­ნით, მა­ვი­წყდე­ბა და ექი­მი რომ მკი­თხავს, რა ჭა­მეო, ვერ ვპა­სუ­ხობ. ხინ­კა­ლიც მიყ­ვარს. სხვა­თა შო­რის, მომ­ზა­დე­ბაც ვიცი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით

ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით

32 კილოგრამი დავიკელი და იმიტომ აღარ ვჩანვარ ბოლო დროს სკეტჩებში აქტიურად, ვეღარ მაფიქსირებს კამერაო, იხუმრა ინტერვიუს დაწყებამდე კობა ბარათელმა. დღეს ჩაინიკას კერძებზე, დიეტებსა და ექიმებზე ვესაუბრეთ.

- ჭამა კი მიყვარს, მაგრამ დიეტა უნდა დაიცვაო, გამაფრთხილეს ექიმებმა.

- მე მახსოვს შენი დიეტა, ექვსის მერე რომ არ ჭამდი სახლში, ისევ იმავე დიეტას იცავ?

- არა, უფრო მკაცრზე გადავედი, რომ მძინავს, აღარ ვჭამ.

- ვინ მოგთხოვა დიეტის დაცვა?

- ენდოკრინოლოგმა, ანგიოლოგმა, კარდიოლოგმა და რევმატოლოგმა ერთად. ასეთი ანეკდოტი იყო ადრე, ერთი ეუბნება მეორეს, ექიმმა კიჭლეინდის დიაგნოზი დამისვაო. ეგ რა არისო, ჰკითხა მეორემ. კიბო, ჭლექი, ინფარქტი და დიაბეტი მჭირს ერთადო, უპასუხა. მთლად კიჭლეინდი არ მჭირს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ვიწმინდები. ანგიოლოგმა მითხრა, ლუდი ამოიღე რაციონიდან, თუ მაინცდამაინც დალევა მოგინდება, ღვინო და არაყი დალიე ცოტა-ცოტა სამი თვის განმავლობაშიო. თან წამლები დამინიშნა. ვიყიდე წამლები და დავიწყე ლუდის სმა. ახლა მაცივარში მაქვს წამლებიც და ლუდიც. მაცივარს რომ ვაღებ, ლუდის ბოთლი უფრო დიდია, ვიდრე წამლის და ის მხვდება პირველი თვალში. ვიწყებ ლუდით და წამლები მავიწყდება. მორჩილი პაციენტი არ ვარ, დალევის წინ ვურეკავ ხოლმე ექიმს და ვევაჭრები, რამდენი ჭიქის დალევა შემიძლია. ზოგი ექიმი აქეთ მაოცებს. ერთხელ დილით ოპერაცია გავიკეთე. საღამოს ის ექიმი, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, რესტორანში მეპატიჟებოდა, ექიმები ვართ სულ, ნუ გეშინია, მოდიო.

- რისი ოპერაცია გაიკეთე?

- აღარ მახსოვს, იმდენი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მანქანის არ იყოს, ჩემზე ამბობენ, ჩაინიკა მანქანას უფრო ხშირად ღებავს, ვიდრე რეცხავსო. იმ პერიოდში მართლა ასე იყო, სულ რაღაცას ვეჯახებოდი.

- ექიმებს რომ არ ემორჩილები, გავარკვიე, ვინმეს თუ ემორჩილები?

- ჩაინიკას. მაგარი ჯიგარია. რასაც მთხოვს, ყველაფერს ვუსრულებ. ქაბაბი, ოსტრი ჭამეო, რომ მეტყვის, უარი როგორ უნდა ვუთხრა? შაურმას დიდად არ ვწყალობ. იმდენი ინგრედიენტი აქვს შიგნით, მავიწყდება და ექიმი რომ მკითხავს, რა ჭამეო, ვერ ვპასუხობ. ხინკალიც მიყვარს. სხვათა შორის, მომზადებაც ვიცი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება