პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზია ორველაშვილის ქორწილში თამადა ოთარ ტატიშვილი იქნება
მზია ორველაშვილის ქორწილში თამადა ოთარ ტატიშვილი იქნება

მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" გა­იც­ნო, სა­დაც გუგა კუ­ზა­ნოვ­სა და ოთარ ტა­ტიშ­ვილს უწევ­და პარტნი­ო­რო­ბას, მან ამ პრო­ექ­ტში სიყ­ვა­რუ­ლიც იპო­ვა - საშა ოხ­რი­მენ­კო, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ მო­ნა­ხა­ზებს ამ­ზა­დებ­და დიმა დი­კუ­სარ­სა და ალი­ო­ნა შოპ­ტენ­კოს­თან ერ­თად. წე­ლი­წად­ზე მე­ტია, წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რობს.

- ოჯახ­თან ერ­თად პრო­ექ­ტის მერე და­სას­ვე­ნებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ და ახლა ჩა­მო­ვე­დით, რომ მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვენს სტუ­დი­ა­ში. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ სა­შას მშობ­ლე­ბი.

- რო­გორც ჩანს, სა­შამ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა.

- თბი­ლის­ში სა­მუ­და­მოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა. უკ­რა­ი­ნა­შიც აქვთ სტუ­დია და ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ დიმა, ალი­ო­ნა და საშა. სა­ქარ­თვე­ლო­შიც იქ­ნე­ბა და უკ­რა­ი­ნა­შიც.

- სა­შას მშობ­ლებ­თან პირ­ვე­ლად იყა­ვით ჩა­სუ­ლი?

- პირ­ვე­ლად ერთი წლის წინ ვი­ყა­ვი მათ­თან სტუმ­რად, რო­დე­საც მე და სა­შამ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ. სა­შას ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი აქვს.

- ქარ­თველ რძალს რო­გორ შეხ­ვდნენ?

- ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღეს. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მათ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიც­ნობ­დი. გაც­ნო­ბის დღი­დან თავს მევ­ლე­ბი­ან. ვფიქ­რობ, ასე­თი ოჯა­ხი ადა­მი­ან­მა უნდა ინატ­როს. კარ­გად მი­ი­ღეს ჩემი შვი­ლიც. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი. ასე­თი რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მე­ო­რედ თხოვ­დე­ბა. მგო­ნია, ხოლ­მე, რომ მე ვარ ერ­თა­დერ­თი, ასე ძა­ლი­ან რომ გა­მი­მარ­თლა. ჩემი შვი­ლიც კარ­გად გრძნობს მათ­თან თავს. ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. რო­გორც სა­კუ­თა­რი შვი­ლიშ­ვი­ლი, ისე მი­ი­ღეს ლე­ვა­ნი და სა­შაც ისე უყუ­რებს მას, რო­გორც თა­ვის შვილს, ყვე­ლა­ფერს უს­რუ­ლებს.

- სა­შას­თვის ეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბაა?

- სა­შას არ ჰქო­ნია ოჯა­ხი. ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მოგ­ვი­წე­რია ხელი და ჯვა­რი არ დაგ­ვი­წე­რია, მაგ­რამ ერ­თად ვცხოვ­რობთ. ქორ­წი­ლის გა­დახ­დას ზა­ფხულ­ში ვგეგ­მავთ. გვინ­და, უკ­რა­ი­ნა­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით გა­და­ვი­ხა­დოთ ქორ­წი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­შიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვიხ­დით ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით.

- ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან.

- უკ­რა­ი­ნე­ლებს არ აქვთ თა­მა­დო­ბის ტრა­დი­ცია. მათ ჰყავთ წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმას აცხა­დებს, ვინ უნდა თქვას სა­დღეგ­რძე­ლო. ერთხელ თბი­ლის­ში ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვით და სა­შამ თქვა, თქვე­ნი თა­მა­დე­ბი ძა­ლი­ან დიდ სა­დღეგ­რძე­ლო­ებს ამ­ბო­ბე­ნო. მხო­ლოდ ამა­ზე ვი­კა­მა­თეთ. მე ვამ­ბობ­დი, ქარ­თუ­ლი სუფ­რა თა­მა­დის გა­რე­შე რო­გორ იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ თბი­ლის­ში ჩვე­ნი ქორ­წი­ლის თა­მა­და ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მზია ორველაშვილის ქორწილში თამადა ოთარ ტატიშვილი იქნება

მზია ორველაშვილის ქორწილში თამადა ოთარ ტატიშვილი იქნება

მზია ორველაშვილი საზოგადოებამ ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო, სადაც გუგა კუზანოვსა და ოთარ ტატიშვილს უწევდა პარტნიორობას, მან ამ პროექტში სიყვარულიც იპოვა - საშა ოხრიმენკო, რომელიც პროექტის ქორეოგრაფიულ მონახაზებს ამზადებდა დიმა დიკუსარსა და ალიონა შოპტენკოსთან ერთად. წელიწადზე მეტია, წყვილი ერთად ცხოვრობს.

- ოჯახთან ერთად პროექტის მერე დასასვენებლად უკრაინაში გავემგზავრეთ და ახლა ჩამოვედით, რომ მუშაობა გავაგრძელოთ ჩვენს სტუდიაში. მოვინახულეთ საშას მშობლები.

- როგორც ჩანს, საშამ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.

- თბილისში სამუდამოდ არ დარჩენილა. უკრაინაშიც აქვთ სტუდია და ბევრს მუშაობენ დიმა, ალიონა და საშა. საქართველოშიც იქნება და უკრაინაშიც.

- საშას მშობლებთან პირველად იყავით ჩასული?

- პირველად ერთი წლის წინ ვიყავი მათთან სტუმრად, როდესაც მე და საშამ ურთიერთობა დავიწყეთ. საშას ძალიან კარგი ოჯახი აქვს.

- ქართველ რძალს როგორ შეხვდნენ?

- ძალიან თბილად მიმიღეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი. გაცნობის დღიდან თავს მევლებიან. ვფიქრობ, ასეთი ოჯახი ადამიანმა უნდა ინატროს. კარგად მიიღეს ჩემი შვილიც. ხანდახან მგონია, რომ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ადამიანი მეორედ თხოვდება. მგონია, ხოლმე, რომ მე ვარ ერთადერთი, ასე ძალიან რომ გამიმართლა. ჩემი შვილიც კარგად გრძნობს მათთან თავს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც საკუთარი შვილიშვილი, ისე მიიღეს ლევანი და საშაც ისე უყურებს მას, როგორც თავის შვილს, ყველაფერს უსრულებს.

- საშასთვის ეს პირველი ქორწინებაა?

- საშას არ ჰქონია ოჯახი. ჩვენ ოფიციალურად არ მოგვიწერია ხელი და ჯვარი არ დაგვიწერია, მაგრამ ერთად ვცხოვრობთ. ქორწილის გადახდას ზაფხულში ვგეგმავთ. გვინდა, უკრაინაში უკრაინული ტრადიციების დაცვით გადავიხადოთ ქორწილი და საქართველოშიც აუცილებლად გადავიხდით ქართული ტრადიციების დაცვით.

- ქართულ-უკრაინული ტრადიციები განსხვავდება ერთმანეთისგან.

- უკრაინელებს არ აქვთ თამადობის ტრადიცია. მათ ჰყავთ წამყვანი, რომელიც მხოლოდ იმას აცხადებს, ვინ უნდა თქვას სადღეგრძელო. ერთხელ თბილისში ქორწილში ვიყავით და საშამ თქვა, თქვენი თამადები ძალიან დიდ სადღეგრძელოებს ამბობენო. მხოლოდ ამაზე ვიკამათეთ. მე ვამბობდი, ქართული სუფრა თამადის გარეშე როგორ იქნება-მეთქი. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ჩვენი ქორწილის თამადა ოთარ ტატიშვილი იქნება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება