Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისტერ ვალენტინი 2014"-ის გამარჯვებული "ჩაწყობით" გამოვლინდა - ყოფილი ორგანიზატორის სკანდალური განცხადება
"მისტერ ვალენტინი 2014"-ის გამარჯვებული "ჩაწყობით" გამოვლინდა - ყოფილი ორგანიზატორის სკანდალური განცხადება

სა­ქარ­თვე­ლომ მის­ტერ-ვა­ლენ­ტი­ნის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი კი­დევ ერთხელ აირ­ჩია. კონ­კურ­სის წლე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძე გახ­და. "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2009 წელს ჩა­ტარ­და. მა­მა­კა­ცებ­ში გა­მარ­თულ პირ­ველ სი­ლა­მა­ზის კონ­კურსს დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, ფაქ­ტი "მარ­თლმა­დი­დე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­შირ­მა" გა­აპ­რო­ტეს­ტა. პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, მა­შინ "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" შე­სარ­ჩე­ვად ორი კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და. ერთ-ერ­თის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ლიკა ყაზ­ბე­გი, მე­ო­რე კონ­კურ­სის კი ქეთი ნა­ჭყე­ბია გახ­ლდათ. მას შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი ყო­ველ­წლი­ურ ტრა­დი­ცი­ად იქცა.

ambebi.ge-ს ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი გი­ორ­გი ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე იყო ჩარ­თუ­ლი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, თუმ­ცა წელს ამა­ზე უარი თქვა. ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და საპ­რი­ზო ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი ბი­ჭე­ბის ვი­ნა­ო­ბა წი­ნას­წარ იყო ცნო­ბი­ლი, რად­გან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ჩა­წყო­ბით" გა­მოვ­ლინ­და.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი ვარ, შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო. "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" ამ­ჟა­მინ­დელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა, კახი ხა­ბე­იშ­ვილ­მა და თათა ლე­მონ­ჯა­ვამ შე­მომ­თა­ვა­ზეს, მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის სპონ­სო­რი, ბი­ჭე­ბის­თვის უნდა და­მემ­ზა­დე­ბი­ნა პორ­ტფო­ლი­ო­ე­ბი და სა­ჩუქ­რად გა­და­მე­ცა ჩემი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. და­ვამ­ზა­დე პორ­ტფო­ლი­ო­ე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბიც, ორი დღით ადრე კი მი­თხრეს, შენ სპონ­სო­რი აღარ იქ­ნე­ბიო.

- რა­ტომ გი­თხრეს უარი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კურ­სე­ბი "ჩა­წყო­ბით" ტარ­დე­ბა. "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნიც" ჩა­წყო­ბით ჩა­ტარ­და. მე ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, ერთ-ერთ კონ­კურ­სანტს კრის­ტი ყიფ­ში­ძემ უთხრა, ვინ გა­ი­მარ­ჯვებ­და. ბი­ჭებს წი­ნას­წარ ულო­ცავ­დნენ ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვედ­რას. მე დამ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და 5 ბი­ჭის პორ­ტფო­ლიო, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ლა­რია. ფო­ტოგ­რა­ფი­ის გარ­და, მე დი­ზა­ი­ნე­რო­ბი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ბი­ჭე­ბის­თვის რო­გორც დი­ზა­ი­ნერს, კი­დევ აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ... არა­ვის აუხ­სნია ჩემ­თვის, რა­ტომ მი­თხრეს უარი სპონ­სო­რო­ბა­ზე, ვფიქ­რობ ეს იმი­ტომ გა­ა­კე­თეს, რომ წი­ნას­წარ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­კურ­სი იყო "ჩა­წყო­ბი­ლი". ისე­თი "ჩა­წყო­ბე­ბი", რო­გო­რიც ამ კონ­კურ­სზე ხდე­ბა, მერ­წმუ­ნეთ არ­ცერთ ქარ­თულ კონ­კურ­სზე არ არის. ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ­სად იღე­ბენ "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" გარ­და. წელს თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძეს იმი­ტომ გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნეს, რომ მან მო­ი­ზი­და სპონ­სო­რე­ბი კონ­კურ­სის­თვის.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად არ არ­ჩე­ვენ კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის ბი­ჭებს, ბევ­რი კარ­გი ბიჭი "იბ­რა­კე­ბა" კას­ტინგზე, იმი­ტომ რომ, შემ­დეგ თა­ვის რჩე­ულს გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნონ. ერ­თა­დერ­თხელ ჩა­ა­ტა­რა კახი ხა­ბე­იშ­ვილ­მა კონ­კურ­სი ღირ­სე­უ­ლად, ეს იყო "მის­ტერ თბი­ლი­სი" 2013, სა­დაც გი­ორ­გი ნი­ჟა­რა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა.

- ჟი­უ­რის წევ­რებს წი­ნას­წარ ეუბ­ნე­ბი­ან, ვინ უნდა გახ­დეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი?

- ჟი­უ­რის წევ­რე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ა­გენ­ტო "ბესტ მო­დელს თბი­ლი­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, სწო­რედ ეს სა­ა­გენ­ტო არის კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. კრის­ტი ყიფ­ში­ძეც, მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლიც, გია ჯა­ჯა­ნი­ძეც, თაკო პო­პი­აშ­ვი­ლიც ამ სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად წი­ნას­წარ იცი­ან, ვინ გახ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. შარ­შან ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის მოხ­და უთან­ხმო­ე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გამო, უმე­ტე­სო­ბას უნ­დო­და ვახო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი გამ­ხად­რი­ყო "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი, მაგ­რამ რად­გან ვახო "ლუქ მო­დე­ლის" მო­დე­ლია, ბერ­დია თო­ფუ­რი­ას გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ambebi.ge

"მისტერ ვალენტინი 2014"-ის გამარჯვებული "ჩაწყობით" გამოვლინდა - ყოფილი ორგანიზატორის სკანდალური განცხადება

"მისტერ ვალენტინი 2014"-ის გამარჯვებული "ჩაწყობით" გამოვლინდა - ყოფილი ორგანიზატორის სკანდალური განცხადება

საქართველომ მისტერ-ვალენტინის ტიტულის მფლობელი კიდევ ერთხელ აირჩია. კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული თორნიკე ტყემალაძე გახდა. "მისტერ ვალენტინის" კონკურსი საქართველოში პირველად 2009 წელს ჩატარდა. მამაკაცებში გამართულ პირველ სილამაზის კონკურსს დიდი ხმაური მოჰყვა, ფაქტი "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა" გააპროტესტა. პროტესტის მიუხედავად, მაშინ "მისტერ ვალენტინის" შესარჩევად ორი კონკურსი ჩატარდა. ერთ-ერთის ორგანიზატორი ლიკა ყაზბეგი, მეორე კონკურსის კი ქეთი ნაჭყებია გახლდათ. მას შემდეგ აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

ambebi.ge-ს ფოტოხელოვანი გიორგი ტატანაშვილი დაუკავშირდა, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე იყო ჩართული კონკურსის ორგანიზებაში, თუმცა წელს ამაზე უარი თქვა. ფოტოხელოვანის განცხადებით, "მისტერ ვალენტინის" გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელი ბიჭების ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი, რადგან გამარჯვებული "ჩაწყობით" გამოვლინდა.

- პროფესიონალი ფოტოხელოვანი ვარ, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი სილამაზის კონკურსების შიდა სამზარეულო. "მისტერ ვალენტინის" ამჟამინდელმა ორგანიზატორებმა, კახი ხაბეიშვილმა და თათა ლემონჯავამ შემომთავაზეს, მე ვყოფილიყავი წლევანდელი კონკურსის სპონსორი, ბიჭებისთვის უნდა დამემზადებინა პორტფოლიოები და საჩუქრად გადამეცა ჩემი აქსესუარები. დავამზადე პორტფოლიოები, საჩუქრებიც, ორი დღით ადრე კი მითხრეს, შენ სპონსორი აღარ იქნებიო.

- რატომ გითხრეს უარი?

- მოგეხსენებათ, საქართველოში კონკურსები "ჩაწყობით" ტარდება. "მისტერ ვალენტინიც" ჩაწყობით ჩატარდა. მე ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მივიღე ინფორმაცია, ერთ-ერთ კონკურსანტს კრისტი ყიფშიძემ უთხრა, ვინ გაიმარჯვებდა. ბიჭებს წინასწარ ულოცავდნენ ხუთეულში მოხვედრას. მე დამზადებული მქონდა 5 ბიჭის პორტფოლიო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1000 ლარია. ფოტოგრაფიის გარდა, მე დიზაინერობითაც ვარ დაკავებული, ბიჭებისთვის როგორც დიზაინერს, კიდევ აქსესუარები მქონდა გაკეთებული, მაგრამ... არავის აუხსნია ჩემთვის, რატომ მითხრეს უარი სპონსორობაზე, ვფიქრობ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ წინასწარ მქონდა ინფორმაცია, რომ კონკურსი იყო "ჩაწყობილი". ისეთი "ჩაწყობები", როგორიც ამ კონკურსზე ხდება, მერწმუნეთ არცერთ ქართულ კონკურსზე არ არის. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არსად იღებენ "მისტერ ვალენტინის" გარდა. წელს თორნიკე ტყემალაძეს იმიტომ გაამარჯვებინეს, რომ მან მოიზიდა სპონსორები კონკურსისთვის.

ორგანიზატორები სპეციალურად არ არჩევენ კარგი გარეგნობის ბიჭებს, ბევრი კარგი ბიჭი "იბრაკება" კასტინგზე, იმიტომ რომ, შემდეგ თავის რჩეულს გაამარჯვებინონ. ერთადერთხელ ჩაატარა კახი ხაბეიშვილმა კონკურსი ღირსეულად, ეს იყო "მისტერ თბილისი" 2013, სადაც გიორგი ნიჟარაძემ გაიმარჯვა.

- ჟიურის წევრებს წინასწარ ეუბნებიან, ვინ უნდა გახდეს გამარჯვებული?

- ჟიურის წევრები ძირითადად სააგენტო "ბესტ მოდელს თბილისის" თანამშრომლები არიან, სწორედ ეს სააგენტო არის კონკურსის ორგანიზატორი. კრისტი ყიფშიძეც, მაკა შალიკაშვილიც, გია ჯაჯანიძეც, თაკო პოპიაშვილიც ამ სააგენტოში მუშაობენ, შესაბამისად წინასწარ იციან, ვინ გახდება გამარჯვებული. შარშან ჟიურის წევრებს შორის მოხდა უთანხმოება გამარჯვებულის გამო, უმეტესობას უნდოდა ვახო მაჭარაშვილი გამხადრიყო "მისტერ ვალენტინის" ტიტულის მფლობელი, მაგრამ რადგან ვახო "ლუქ მოდელის" მოდელია, ბერდია თოფურიას გაამარჯვებინეს.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება