სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბაჩო ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა.
ე. წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია საქალაქო სასამართლომ მხოლოდ მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა, დანარჩენ ნაწილებში კი იგი დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ახალაია 3 ნოემბერს შეიწყალა. პროკურატურამ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ახალაია გამართლდა.