მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან გაიქცევა"
"ისეთი მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან გაიქცევა"

მსა­ხი­ო­ბი ჯაბა კი­ლა­ძე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს მუდ­მი­ვად თვალ­ყურს ადევ­ნებს და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კარ­გა­დაც ერ­კვე­ვა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მოს­წონ­და, ახალს კი იმე­დის თვა­ლით უყუ­რებს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი მას­თა­ნაც აქვს. ინ­ტერ­ვი­უს­თვის რომ და­ვუ­კავ­შირ­დი, მა­შინ­ვე დამ­თან­ხმდა და ისე­თი აღელ­ვე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კობ­და, შე­კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც კი არ მაძ­ლევ­და...

- ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით მო­ვი­და. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა კარ­გად მახ­სოვს. არა­ერ­თი ომი და რე­ვო­ლუ­ცია გა­მო­ვი­ა­რეთ, რის შე­დე­გა­დაც პრე­ზი­დენ­ტე­ბი იც­ვლე­ბოდ­ნენ. წინა პრე­ზი­დენ­ტი ქვე­ყა­ნას იმ­დენ ხანს მარ­თავ­და, რომ უკვე ვადა გა­უ­ვი­და... მთავ­რო­ბა­ში ფულს და­ხა­მე­ბული, და­ბოღ­მი­ლი, რეს­ტორ­ნებ­სა თუ ბა­რებ­ში მო­გუ­ლა­ვე "სას­ტა­ვი" არ უნდა მო­დი­ო­დეს. უნდა იყ­ვნენ ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბა იმის გამო კი არ უნ­დათ, რომ მერე შარ­დენ­ზე ნა­შებ­თან ერ­თად "იგუ­ლა­ონ". ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკვე ასე იქ­ცე­ვა. არ მომ­წონს, კახი კა­ლა­ძეს რომ აკ­რი­ტი­კე­ბენ. მარ­ტო იმი­ტომ არის ეს კაცი და­სა­ფა­სე­ბე­ლი, რომ ნი­ჭი­ე­რია. ყვე­ლა­ფერს და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­აღ­წია. პო­ლი­ტი­კა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო­დან, სპორ­ტი­დან მო­ვი­და. იგი­ვე შე­მიძ­ლია, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზეც ვთქვა: მარ­თა­ლია, ასა­კით საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდაა, მაგ­რამ საქ­მეს კარ­გად აკე­თებს. არ მინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხმა ფა­მი­ლი­ა­რო­ბად ჩა­მით­ვა­ლოს. ის ჩემი ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რია, რო­მე­ლიც ხალ­ხის საქ­მეს გა­ა­კე­თებს, ამი­ტომ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ან და­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სო, ან - უარ­ყო­ფი­თად.

- შენი აზ­რით, ამ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა შეც­დო­მა და­უშ­ვა?

- გახ­სოვთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" თავი­ანთი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა რო­გორ და­ი­წყეს? მა­სობ­რი­ვი და­ჭე­რე­ბით. კარ­გად მახ­სოვს ერთი ხან­დაზ­მუ­ლი კაცი, რო­მე­ლიც ვერ­ტმფრე­ნით, საც­ვლე­ბის ამა­რა ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს იმა­ვე მე­თო­დე­ბით ებ­რძო­ლო. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვი­ანთ წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც არ აფა­რებს ხელს და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მა­თაც იჭერს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­კუ­თა­რიც და­სა­ჯო.

- ახლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დაა. ამ სა­კი­თხზე რა აზ­რის ხარ - უნდა წა­სუ­ლი­ყო თუ არა იქ ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია?

- რუ­სე­თი მთე­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე სულ დამ­პყრო­ბე­ლი და ოკუ­პან­ტი იყო. არა­სო­დეს ლი­ბე­რა­ლუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. ყო­ველ­თვის იყო იმ­პე­რია, რო­მე­ლიც თა­ვის ხალ­ხს უს­წორ­დე­ბო­და სას­ტი­კად და ჩვენ რას გვი­ზამს? ამი­ტომ ჩვენ მხო­ლოდ ორი ვა­რი­ან­ტი გვაქვს: ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა ვე­ო­მოთ, ან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის გარ­კვე­უ­ლი გზა უნდა გა­მოვ­ნა­ხოთ. ომს აზრი არ აქვს, რად­გან ეს იგი­ვეა, ჭი­ან­ჭვე­ლა სპი­ლოს ეო­მოს. მარ­თა­ლია, მიშა ყვი­რო­და, ომი მო­ვი­გეო, მაგ­რამ ასე ხომ არ იყო? იმის­თა­ნა მთა­ვარ­სარ­დლის დედა ვა­ტი­რე, რო­მე­ლიც ომი­დან შე­ში­ნე­ბუ­ლი გა­იქ­ცე­ვა... ამი­ტომ გა­მო­სა­ვა­ლი უნდა ვი­პო­ვოთ, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, რომ ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია სოჭ­ში გა­ემ­გზავ­რა.

- თურ­მე რა კარ­გად ერ­კვე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში!

- რა­ტომ გიკ­ვირს?! 1981 წელს და­ვი­ბა­დე. უკვე 32 წლის ვარ და ამ ხნის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა გა­მო­ვი­ა­რე, სა­უ­კუ­ნეს რომ ეყო­ფო­და. სუ­ლაც არ მინ­და, პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ვი­ნა­ო­ბა ვი­ცო­დე. მინ­და, ვი­ცხოვ­რო მშვიდ ქვე­ყა­ნა­ში. სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვი­სი საქ­მე უნდა აკე­თოს, მსა­ხი­ო­ბებ­მა კი ჩვენს საქ­მეს მივ­ხე­დოთ. აქვე მინ­და, კი­დევ ერთ პრობ­ლე­მას გა­ვუს­ვა ხაზი. აფ­თი­ა­ქებ­ში უნდა აიკ­რძა­ლოს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის გა­ყიდ­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ სა­ცო­დავ ადა­მი­ა­ნებს კი არ უნდა იჭერ­დეს, ვინც ამ წამ­ლე­ბი­სა და ბენ­ზი­ნის მეშ­ვე­ო­ბით გა­კე­თე­ბულ სა­ზი­ზღრო­ბას ვე­ნა­ში იკე­თებს, არა­მედ ამ აფ­თი­ა­ქე­ბის პატ­რო­ნებს უნდა აპა­ტიმ­რებ­დეს.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ისეთი მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან გაიქცევა"

"ისეთი მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან გაიქცევა"

მსახიობი ჯაბა კილაძე პოლიტიკურ მოვლენებს მუდმივად თვალყურს ადევნებს და სიტუაციაში კარგადაც ერკვევა. წინა ხელისუფლება არ მოსწონდა, ახალს კი იმედის თვალით უყურებს, თუმცა გარკვეული შენიშვნები მასთანაც აქვს. ინტერვიუსთვის რომ დავუკავშირდი, მაშინვე დამთანხმდა და ისეთი აღელვებული ლაპარაკობდა, შეკითხვის დასმის საშუალებასაც კი არ მაძლევდა...

- ძალიან მომწონს, რომ ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება საკმაოდ ცივილიზებული ფორმით მოვიდა. პირველი პრეზიდენტიდან მოყოლებული, ყველა კარგად მახსოვს. არაერთი ომი და რევოლუცია გამოვიარეთ, რის შედეგადაც პრეზიდენტები იცვლებოდნენ. წინა პრეზიდენტი ქვეყანას იმდენ ხანს მართავდა, რომ უკვე ვადა გაუვიდა... მთავრობაში ფულს დახამე­ბული, დაბოღმილი, რესტორნებსა თუ ბარებში მოგულავე "სასტავი" არ უნდა მოდიოდეს. უნდა იყვნენ ნამდვილი პროფესიონალები, რომლებსაც პარლამენტის წევრობა იმის გამო კი არ უნდათ, რომ მერე შარდენზე ნაშებთან ერთად "იგულაონ". ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ასე იქცევა. არ მომწონს, კახი კალაძეს რომ აკრიტიკებენ. მარტო იმიტომ არის ეს კაცი დასაფასებელი, რომ ნიჭიერია. ყველაფერს დამოუკიდებლად მიაღწია. პოლიტიკაში აბსოლუტურად განსხვავებული სფეროდან, სპორტიდან მოვიდა. იგივე შემიძლია, ირაკლი ღარიბაშვილზეც ვთქვა: მართალია, ასაკით საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ საქმეს კარგად აკეთებს. არ მინდა, ეს ყველაფერი ხალხმა ფამილიარობად ჩამითვალოს. ის ჩემი ქვეყნის პრემიერია, რომელიც ხალხის საქმეს გააკეთებს, ამიტომ მაქვს უფლება, რომ მისი საქმიანობა ან დადებითად შევაფასო, ან - უარყოფითად.

- შენი აზრით, ამ წელიწად-ნახევარში ახალმა ხელისუფლებამ რა შეცდომა დაუშვა?

- გახსოვთ, "ნაციონალებმა" თავი­ანთი პოლიტიკური კარიერა როგორ დაიწყეს? მასობრივი დაჭერებით. კარგად მახსოვს ერთი ხანდაზმული კაცი, რომელიც ვერტმფრენით, საცვლების ამარა ჩამოიყვანეს თბილისში. არ შეიძლება, რომ ამ ადამიანებს იმავე მეთოდებით ებრძოლო. ახალი ხელისუფლება თავიანთ წარმომადგენლებსაც არ აფარებს ხელს და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მათაც იჭერს. აუცილებელია, რომ საკუთარიც დასაჯო.

- ახლა აქტუალური სოჭის ოლიმპიადაა. ამ საკითხზე რა აზრის ხარ - უნდა წასულიყო თუ არა იქ ქართული დელეგაცია?

- რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სულ დამპყრობელი და ოკუპანტი იყო. არასოდეს ლიბერალური და დემოკრატიული არ ყოფილა. ყოველთვის იყო იმპერია, რომელიც თავის ხალხს უს­წორდებოდა სასტიკად და ჩვენ რას გვიზამს? ამიტომ ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს: ან მთელი ცხოვრება უნდა ვეომოთ, ან ურთიერთობის დალაგების გარკვეული გზა უნდა გამოვნახოთ. ომს აზრი არ აქვს, რადგან ეს იგივეა, ჭიანჭველა სპილოს ეომოს. მართალია, მიშა ყვიროდა, ომი მოვიგეო, მაგრამ ასე ხომ არ იყო? იმისთანა მთავარსარდლის დედა ვატირე, რომელიც ომიდან შეშინებული გაიქცევა... ამიტომ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქართული დელეგაცია სოჭში გაემგზავრა.

- თურმე რა კარგად ერკვევი პოლიტიკაში!

- რატომ გიკვირს?! 1981 წელს დავიბადე. უკვე 32 წლის ვარ და ამ ხნის მანძილზე იმდენი ისტორიული მოვლენა გამოვიარე, საუკუნეს რომ ეყოფოდა. სულაც არ მინდა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობა ვიცოდე. მინდა, ვიცხოვრო მშვიდ ქვეყანაში. სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მსახიობებმა კი ჩვენს საქმეს მივხედოთ. აქვე მინდა, კიდევ ერთ პრობლემას გავუსვა ხაზი. აფთიაქებში უნდა აიკრძალოს ფსიქოტროპული წამლების გაყიდვა. პროკურატურა იმ საცოდავ ადამიანებს კი არ უნდა იჭერდეს, ვინც ამ წამლებისა და ბენზინის მეშვეობით გაკეთებულ საზიზღრობას ვენაში იკეთებს, არამედ ამ აფთიაქების პატრონებს უნდა აპატიმრებდეს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია