გაუმართავი ინფრასტრუქტურა, "ტყუპი ტუალეტები" თუ სოჭის ოლიმპიადის სხვა უხერხული რეალობა მედიის განხილვის საგნად ოლიმპიადის გახსნამდე იქცა.
ოლიმპიადის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ზოგიერთი ხარვეზი ნელ-ნელა აღმოიფხვრა, თუმცა რჩება პრობლემებიც.
სასტუმროს პრობლემებს ლიფტის და კარის საკეტების გაუმართაობაც დაემატა.
როგორც გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაზე სოჭიდან იტყობინება, ზოგან უკვე აფრთხილებენ სტუმრებს, რომ სააბაზანოში თან აუცილებლად იქონიონ მობილური ტელეფონი, რათა კარის გასაღების მოშლის შემთხვევაში, გარე სამყაროსთან შეძლონ დაკავშირება.
გაჩეჩილაძის თქმით, სოჭში ხელოსნების დეფიციტია. "სტუმრისთვის მიუღებელია კომფორტი, თუნდაც ის წვრილმანი ხარვეზებით იყოს. სამწუხაროდ, მხოლოდ წვრილმანებზე არ არის ლაპარაკი. ამასთან, უბედურება ისაა, რომ ხელოსნების დეფიციტიცაა - ყველას ხომ არ აქვს ზონაში შემოსვლის უფლება; ვისაც აქვს - არასაკმარისია და გამუდმებით დარბიან იქით-აქეთ",- აღნიშნავს გაჩეჩილაძე.
სოჭის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვალს დასრულდება.