პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში დაპატიმრებულ თბილისელ ჯადოქარს სერიული მკვლელობებისთვის ასამართლებენ
რუსეთში დაპატიმრებულ თბილისელ ჯადოქარს სერიული მკვლელობებისთვის ასამართლებენ

მოს­კოვ­ში უკვე და­ი­წყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მელ­ზეც გა­ნი­ხი­ლა­ვენ თბი­ლი­სე­ლი ექ­სტრა­სენ­სის გოშა მარ­ტი­რო­სი­ა­ნის საქ­მეს - გოშა-ჯა­დო­ქა­რი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მო­დელ გო­გო­ნებს ნარ­კო­ტი­კე­ბით აბ­რუ­ებ­და და კლავ­და.

რო­გორც კი მარ­ტი­რო­სი­ანს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი მოხ­სნეს, მა­შინ­ვე აყ­ვირ­და: "მე მხო­ლოდ ვი­წე­ქი ჩემს პა­ცი­ენ­ტებ­თან. ნუთუ ეს და­ნა­შა­უ­ლია?"

ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ამ ადა­მი­ა­ნის სინ­დის­ზე მი­ნი­მუმ სამი მკვლე­ლო­ბაა. მარ­ტი­რო­სი­ა­ნი 43 წლი­საა. თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და ბავ­შვო­ბის წლე­ბიც აქ გა­ა­ტა­რა. სპე­ცი­ა­ლო­ბით მზა­რე­უ­ლია. თუმ­ცა ორ­ჯერ არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის. 1999 წელს გა­და­წყვი­ტა, "ჯა­დოქ­რად" გა­ე­სა­ღე­ბი­ნა თავი. წა­ი­კი­თხა წიგ­ნე­ბი მა­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებ­ზე, თავი ექ­სტრა­სენ­სად წარ­მო­იდ­გი­ნა და გაც­ნო­ბის სა­ი­ტებ­ზე მალე გაჩ­ნდა "გოშა ჯა­დოქ­რის" გვერ­დი.

- ჯა­დოს მოხ­სნა, კარ­მის გაწ­მენ­და - ამ ტრა­დი­ცი­ულ რი­ტუ­ა­ლებს ას­რუ­ლებ­და, - ამ­ბო­ბენ მოს­კო­ვე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, - იყო უფრო უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, გო­გო­ე­ბი რო­მე­ლი­მე ტა­ძარ­ში მიჰ­ყავ­და, აი­ძუ­ლებ­და სან­თლე­ბი აენ­თოთ, მერე კი მსხვერ­პლშე­წირ­ვას ატა­რებ­და - ტყე­ში ცხვარს კლავ­და. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის შე­თავ­სე­ბა? მაგ­რამ გო­გო­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. მკერ­დზე სან­თლის ნაღ­ვენ­თებს აწ­ვე­თებ­და, რა­ღაც ლოც­ვებს წარ­მოთ­ქვამ­და... და მა­თაც სჯე­რო­დათ, რომ ამი­ე­რი­დან მათ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და.

წარ­მა­ტე­ბა მალე ეწ­ვია. თა­ვი­დან პა­ტა­რა ბინა ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი, მერე კი ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში გა­და­ი­ტა­ნა ოფი­სი. ეზო­ში პა­ტა­რა აბა­ნოც ჰქონ­და - ესეც კარ­მის გა­სა­სუფ­თა­ვებ­ლად, თოვ­ლზე შიშ­ვლად სირ­ბი­ლის­თვის. მერე? თვი­თონ­ვე აღი­ა­რებს, რომ საქ­მე ინ­ტი­მამ­დეც მი­დი­ო­და. არა­და, მაგს ცოლი და ერთი შვი­ლიც ჰყავს.

ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი მოს­კოვ­ში, გო­შას მთა­ვა­რი კლი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ. პო­დი­უ­მე­ბის და­სა­პყრო­ბად ჩა­მო­სულთ ხში­რად არ უმარ­თლებ­დათ. ვერც მდი­დარ ქმარს თუ საყ­ვა­რელს პო­უ­ლობ­დნენ იო­ლად.

მარ­ტი­რო­სი­ა­ნი კი ყვე­ლა­ფერს ჰპირ­დე­ბო­და, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბით. კარ­გი ფსი­ქო­ლო­გიც იყო და იო­ლად აჯე­რებ­და გო­გო­ნებს. ისი­ნიც ემე­გობ­რე­ბოდ­ნენ, მირ­ბოდ­ნენ მას­თან აუ­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და სხვებ­საც ურ­ჩევ­დნენ.

- ორ­მო­ცი-ორ­მოც­და­ა­თი კლი­ენ­ტი ჰყავ­და, - ამ­ბობს მარ­ტი­რო­სი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი, - მათ შო­რის ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც იყ­ვნენ. გვინ­დო­და, რომ ისი­ნი მოგ­ვეყ­ვა­ნა სა­სა­მარ­თლო­ზე, მისი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, მაგ­რამ უარი გვი­თხრეს.

მარ­ტი­რო­სი­ა­ნი კარგ ფულს შო­უ­ლობ­და. სე­ან­სი და­ახ­ლო­ე­ბით 200 დო­ლა­რი ღირ­და. თა­ვის ცოლ-შვილს კარ­გად აცხოვ­რებ­და, თვი­თონ "ბე­ემ­ვე"-თი და­დი­ო­და. ხში­რად მი­დი­ო­და და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ცხოვ­რობ­და. მაგ­რამ რა­ტომ და­ი­წყო გო­გო­ნე­ბის და­ხოც­ვა? ეს მის ამ­ბავ­ში მთა­ვა­რი შე­კი­თხვაა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რუსეთში დაპატიმრებულ თბილისელ ჯადოქარს სერიული მკვლელობებისთვის ასამართლებენ

რუსეთში დაპატიმრებულ თბილისელ ჯადოქარს სერიული მკვლელობებისთვის ასამართლებენ

მოსკოვში უკვე დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილავენ თბილისელი ექსტრასენსის გოშა მარტიროსიანის საქმეს - გოშა-ჯადოქარი სერიული მკვლელი აღმოჩნდა, რომელიც მოდელ გოგონებს ნარკოტიკებით აბრუებდა და კლავდა.

როგორც კი მარტიროსიანს ხელბორკილები მოხსნეს, მაშინვე აყვირდა: ''მე მხოლოდ ვიწექი ჩემს პაციენტებთან. ნუთუ ეს დანაშაულია?''

ძიების ვერსიით, ამ ადამიანის სინდისზე მინიმუმ სამი მკვლელობაა. მარტიროსიანი 43 წლისაა. თბილისში დაიბადა და ბავშვობის წლებიც აქ გაატარა. სპეციალობით მზარეულია. თუმცა ორჯერ არის გასამართლებული ხულიგნობისთვის. 1999 წელს გადაწყვიტა, ''ჯადოქრად'' გაესაღებინა თავი. წაიკითხა წიგნები მაგიურ რიტუალებზე, თავი ექსტრასენსად წარმოიდგინა და გაცნობის საიტებზე მალე გაჩნდა ''გოშა ჯადოქრის'' გვერდი.

- ჯადოს მოხსნა, კარმის გაწმენდა - ამ ტრადიციულ რიტუალებს ასრულებდა, - ამბობენ მოსკოველი გამომძიებლები, - იყო უფრო უცნაური შემთხვევებიც. მაგალითად, გოგოები რომელიმე ტაძარში მიჰყავდა, აიძულებდა სანთლები აენთოთ, მერე კი მსხვერპლშეწირვას ატარებდა - ტყეში ცხვარს კლავდა. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეთავსება? მაგრამ გოგონები კმაყოფილები იყვნენ. მკერდზე სანთლის ნაღვენთებს აწვეთებდა, რაღაც ლოცვებს წარმოთქვამდა... და მათაც სჯეროდათ, რომ ამიერიდან მათ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლებოდა.

წარმატება მალე ეწვია. თავიდან პატარა ბინა ჰქონდა ნაქირავები, მერე კი ორსართულიან სახლში გადაიტანა ოფისი. ეზოში პატარა აბანოც ჰქონდა - ესეც კარმის გასასუფთავებლად, თოვლზე შიშვლად სირბილისთვის. მერე? თვითონვე აღიარებს, რომ საქმე ინტიმამდეც მიდიოდა. არადა, მაგს ცოლი და ერთი შვილიც ჰყავს.

ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც პროვინციებიდან იყვნენ ჩამოსული მოსკოვში, გოშას მთავარი კლიენტები იყვნენ. პოდიუმების დასაპყრობად ჩამოსულთ ხშირად არ უმართლებდათ. ვერც მდიდარ ქმარს თუ საყვარელს პოულობდნენ იოლად.

მარტიროსიანი კი ყველაფერს ჰპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ მაგიური რიტუალებით. კარგი ფსიქოლოგიც იყო და იოლად აჯერებდა გოგონებს. ისინიც ემეგობრებოდნენ, მირბოდნენ მასთან აურის გასაუმჯობესებლად და სხვებსაც ურჩევდნენ.

- ორმოცი-ორმოცდაათი კლიენტი ჰყავდა, - ამბობს მარტიროსიანის ადვოკატი, - მათ შორის ცნობილი მომღერლებიც იყვნენ. გვინდოდა, რომ ისინი მოგვეყვანა სასამართლოზე, მისი სიმართლის დასამტკიცებლად, მაგრამ უარი გვითხრეს.

მარტიროსიანი კარგ ფულს შოულობდა. სეანსი დაახლოებით 200 დოლარი ღირდა. თავის ცოლ-შვილს კარგად აცხოვრებდა, თვითონ ''ბეემვე''-თი დადიოდა. ხშირად მიდიოდა დასასვენებლადაც და შესანიშნავად ცხოვრობდა. მაგრამ რატომ დაიწყო გოგონების დახოცვა? ეს მის ამბავში მთავარი შეკითხვაა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ